მკურნალობა უცხოეთში


აზიმაკის ზოგადი ინფორმაცია

აზიმაკი. AZIMAC. მაკროლიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – აზითრომიცინი. Azithromycin. მწარმოებელი ფირმა – ჯი-ემ-პი (საქართველო).

აზიმაკის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

აზიმაკი. AZIMAC გამოდის 250 მგ  და 500 მგ კაფსულის ფორმით. პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების -აზითრომიცინის 250 მგ-ს ან 500მგ-ს.

აზიმაკის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც აზიმაკი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში. აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია აზიმაკის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

აზიმაკის ფასები ფარმადეპოში
აზიმაკის ფასები ავერსში
აზიმაკის ფასები psp-ში
აზიმაკის ფასები სხვა აფთიაქებში

აზიმაკის აქტიური ნივთიერება

აზითრომიცინი. Azithromycin. ქიმიური დასახელება – 9-დეოქსო-9a-აზა-9a-მეთილ-9a-ჰომოერითრომიცინ А (და დიჰიდრატის სახით). ბრუტო–ფორმულა: C38H72N2O12. აზითრომიცინს მიაკუთვნებენ  მაკროლიდების და აზალიდების ჯგუფს. CAS-კოდი: 83905-01-5.

აზიმაკის სინონიმები             

აზროცინი (Azrosin, Asfarma, თურქეთი), აზოკსინი (AZOKSIN, Avita, თურქეთი), ზიტრომედი (ZITHROMED™, CBS Pharmaceuticals, ინდოეთი),აზიპინი (AZIPIN, G P C, რუმინეთი), ჰემომიცინი (HEMOMICIN, Hemofarm A.D, სერბეთი), აზროცინი (Azrosin, Asfarma, თურქეთი), აზოკსინი (AZOKSIN, Avita, თურქეთი), ზიტრომედი (ZITHROMED™, CBS Pharmaceuticals, ინდოეთი), აზიპინი (AZIPIN, G P C, რუმინეთი), აზიმაკი (AZIMAC, GMP, საქართველო), აზითრომიცინი (AZITHROMYCIN, GMP, საქართველო), ჰემომიცინი (HEMOMICIN, Hemofarm A.D, სერბეთი).

აზიმაკის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ანგინა
  • ბრონქიტი
  • პნევმონია ბაქტერიული
  • პნევმონია ატიპიური
  • სინუსიტი
  • ტონზილიტი
  • შუა ყურის ანთება
  • ქუნთრუშა
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები:
  • წითელი ქარი
  • იმპეტიგო
  • დერმატოზები მეორადად ინფიცირებული
  • ურეთრიტი გაურთულებელი
  • ცერვიციტი
  • ლაიმას დაავადება (ბორელიოზი)
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, Helicobacter pylori – სთან ასოცირებული
აზიმაკის საფირმო აღწერიდან

აზიმაკის მოქმედების მექანიზმი

მაკროლიდების ჯგუფის აზალიდების ქვეჯგუფის ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკი. ანთებით კერაში მაღალი კონცენტრაციით მოხვედრილი პრეპარატი მოქმედებს ბაქტერიციდულად. აზიმაკი აქტიურია გრამდადებითი (სტაფილოკოკი, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი, სტრეპტოკოკი) და გრამუარყოფითი (ენტეროკოკი, ნაწლავისა და ჰემოფილური ჩხირი), ბაქტერიების, მიკოპლაზმის, ლეგიონელას, ბაქტეროიდების, ქლამიდიას და სხვათა მიმართ. აქტიურია ასევე ტოქსოპლაზმოზის გამომწვევის მიმართ. აზითრომიცინი მჟავე არეში მდგრადობისა და ლიპოფილური თვისებების გამო სწრაფად შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის 500 მგ-ის მიღების შემდეგ Cmax შეადგენს 0,4 მგ/ლ, ამასთან უჯრედებსა და ქსოვილებში მისი კონცენტრაცია 10-50-ჯერ მეტია, ვიდრე შრატში; ინფექციის კერაში კონცენტრაცია 24-34 %-ით მეტია, ვიდრე ჯანმრთელ ქსოვილში და კორელაციას განიცდის ანთების შედეგად განვითარებული შეშუპების ხარისხის შესაბამისად. აზითრომიცინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 37%-ს. ანთებით კერაში პრეპარატის ბაქტერიციდული კონცენტრაცია შენარჩუნებულია უკანასკნელი დოზის მიღებიდან 5-7 დღის განმავლობაში.

აზიმაკის ჩვენებები

აზიმაკისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

სასუნთქი სისტემის ინფექციები (ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია);

ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (ანგინა, სინუსიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ანთება);

ქუნთრუშა;

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად ინფიცირებული დერმატოზები);

უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები (გაურთულებელი ურეთრიტი და/ან ცერვიციტი);

ლაიმას დაავადება (ბორელიოზი);

Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.

აზიმაკის მიღების წესები და დოზები

აზიმაკი ინიშნება აუცილებლად ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ, დღეში ერთხელ. მოზრდილებში სასუნთქი სისტემის ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს პირველ დღეს ინიშნება 500 მგ ერთხელ დღეში, II დღიდან V დღემდე 250-250 მგ დღიური დოზა; ან 500 მგ/დღეში სამი დღის განმავლობაში (თერაპიული კურსი მოიცავს სულ 1.5 გ-ს). უროგენიტალური ტრაქტის მწვავე ინფექციების დროს ინიშნება ერთჯერადად 1 გ. ლაიმას დაავადების (ბორელიოზის) პირველი სტადიის (erythema migrans) სამკურნალოდ პირველ დღეს ინიშნება 1 გ ერთ მიღებაზე, მეორე დღიდან მეხუთე დღემდე ყოველდღიურად 500 მგ (თერაპიული კურსი მოიცავს 3 გ-ს). ბავშვებში დოზის კორელაცია ხდება წონის გათვალისწინებით. 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში – პირველ დღეს 10 მგ/კგ; შემდეგი ოთხი დღე – 5 მგ/კგ დღიური დოზა, ან შესაძლებელია სამდღიანი კურსის ჩატარება დღიური დოზით 10 მგ/კგ. თერაპიული კურსი მოიცავს სულ 30 მგ/კგ სხეულის წონაზე.

აზიმაკის გვერდითი მოვლენები

იშვიათად – გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი; ღვიძლის ფერმენტების ტრანზიტორული მატება; გამონაყარი.

აზიმაკის უკუჩვენება

აზიმაკის დანიშვნის უკუჩვენებაა ანამნეზში მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით.

აზიმაკის განსაკუთრებული მითითებები

აზიმაკი და ანტაციდური პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას საჭიროა მიღებებს შორის 2 საათიანი ინტერვალის დაცვა. არ აღინიშნება აზიმაკისა და თეოფილინის, პერორალური ანტიკოაგულანტების, კარბამაზეპინის, ფენიტოინის, დიგოქსინის, ციკლოსპორინისა და ერგოტამინის ურთიერთგავლენა. დიდი სიფრთხილეა საჭირო ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევების დროს.

აზიმაკის ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბებისას: ძლიერი გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სმენის დროებითი დაკარგვა.

აზიმაკის შენახვის პირობები და ვადები

აზიმაკის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აზიმაკის გაცემის წესი

ექიმის რეცეპტის მიხედვით!

 

Comments are closed.

nostalgia

vaka