არისეპტი

არისეპტი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

არისეპტის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): დონეპეზილი/DONEPEZIL

არისეპტის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო საშუალება.
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.
1 ტაბ.
დონეპეზილი………..           10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა და მაგნიუმის სტეარატი.


არისეპტი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები:თანამედროვე მონაცემების მიხედვით ალცჰაიმერის დაავადების განვითარების პათოგენეზში დიდი როლი აკისრია ქოლინერგული ნეიროტრანსმისიის დეფიციტს.
არისეპტი წარმოადგენს ფერმენტ აცეტილქოლინესთერაზას რევერზიბელურ ინჰიბიტორს. იგი ამჟღავნებს თერაპიულ ეფექტს ქოლინერგული ფუნქციის გაძლიერების გზით. იგი შექცევადად აინჰიბირებს აცეტილქოლინის ჰიდროლიზს და შესაბამისად ზრდის მის კონცენტრაციას. ამ მექანიზმის სავარაუდო სისწორის შემთხვევაში მოსალოდნელია დაავადების პროგრესირებასთან ერთად არისეპტის ეფექტურობის შემცირება, ვინაიდან ქოლინერგული ნეირონების სულ უფრო ნაკლები რაოდენობა ფუნქციურად უცვლელი რჩება. არ არსებობს მონაცემები არისპეტის გავლენის შესახებ თანმხლები დემენციის პროცესზე.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი კარგად შეიწოვება და მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს. პლაზმაში კონცენტრაციის პიკს იგი აღწევს 3-4 საათში. ფარმაკოკინეტიკური მრუდი სწორხაზოვანია დოზების ფარგლებში 1-10 მგ დღეში პრეპარატის ერთხელ პერორალურად მიღებისას. საკვების მიღება და მისი დრო (დილით ან საღამოს) არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 70 საათს, ხოლო პლაზმაში მისი საშუალო კლირენსი შეადგენს 0.13 ლ/სთ/კგ-ს. მრავალჯერადი დოზირების შემდეგ პრეპარატის კონცენტრაცია იზრდება პლაზმაში 4-7-ჯერ და აღწევს პლატოს 15 დღეში. ამ დროს განაწილების მოცულობა შეადგენს 12 ლ/კგ-ზე. არისეპტის 96% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინებს (75%) და ალფა-მჟავას გლიკოპროტეინებს (21%).
პრეპარატი გამოიყოფა შარდში უცვლელი და მეტაბოლიტების სახით. მას გააჩნია 4 მეტაბოლიტი, რომელთა შორის 2 ცნობილია, როგორც თერაპიულად აქტიური. არისეპტი განიცდის მეტაბოლიზმსCYP 450 იზოენზიმის მეშვეობით, შემდგომი გლუკურონიდაციით.
ფარმაკოკინეტა სპეციფიკურ პოპულაციაში: ღვიძლის ციროზის დროს პრეპარატის კონცენტრაცია მცირდება 20%-ით. თირკმელების უკმარისობის დროს პრეპარატის კონცენტრაცია სისხლში მნიშვნელოვნად არ იცვლება. არ არის გამოვლენილი მნიშვნელოვანი ცვლილება აგრეთვე ასაკის, სქესის და სხვადასხვა რასის ჯგუფებში.

ჩვენებები:
ალცჰაიმერის დაავადების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომები.
მიღების წესები და დოზირება:
5-10 მგ დღეში ერთხელ. ხშირ შემთხვევაში 5 მგ საკმარისია, ვინაიდან 10 მგ-მდე დოზა არ ზრდის თერაპიულ ეფექტურობას. დოზის მომატება არ არის რეკომენდებული 5 მგ-ით მკურნალობის 4-6 კვირიანი კურსის დამთავრებამდე. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება საღამოს ძილის წინ. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე.
გვერდითი მოვლენები:
კლინიკური კვლევების დროს (350 პაციენტი) დადგენილ იქნა, შემდეგი სიმპტომების გამო პრეპარატის მიღების შეწყვეტის საჭიროება:  გულისრევის შეგრძნება (1-3%), დიარეა (1-3%) და პირღებინება (1-2%).
სხვა დანარჩენი სიმპტომები გამოვლინდა პაციენტთა 5%-ში, რაც ატარებდა მოსალოდნელ ქოლინომიმეტურ ხასიათს და არ საჭიროებდა დოზის შეცვლას: გულისრევა, პირღებინება, დიარეა, კუნთების სპაზმი, დაღლილობა, ანორექსია.
გვერდითი მოვლენების სიხშირე არ იყო დამოკიდებული პრეპარატის დოზაზე (5 მგ ან 10 მგ დღეში.)
კლინიკური კვლევების დროს (1700 პაციენტი მსოფლიოში) აღწერილია აგრეთვე სხვა გვერდითი ეფექტები:
საერთო ხასიათის: თავის ტკივილი, დაღლილობა, ცხელება, სახის შეშუპება.
კარდიოვასკულური სისტემის მხრივ: ჰიპერტენზია ან ვაზოდილატაცია, წინაგულოვანი ფიბრილაცია, ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ბლოკადა, სტენოკარდია, გულის უკმარისობა, თრომბოზები, ტაქიკარდია.
გასტროინტესტინური ტრაქტის მხრივ: დიარეა, სისხლდენა, მეტეორიზმი, ეპიგასტრული ტკივილი, გასტროენტერიტი, ქოლელითიაზი, ყელის ტკივილი, ბუასილი, პოლიდიფსია, სიყვითლე, მელენა, წყლულოვანი დაავადება.
ენდოკრინკული სისტემის მხრივ: შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვი.
მეტაბოლური დაავადებების მხრივ: დეჰიდრატაცია, პოდაგრა, ჰიპოკალიემია, კრეატინკინაზას და ლაქტატ დეჰიდროგენაზას აქტივობის მომატება, ჰიპერგლიკემია, წონის მომატება.
საყრდენმამოძრავებელი აპარატის მხრივ: ძვლების მოტეხილობა, კუნთების სისუსტე, კუნთების ფასციკულაცია.
ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, ძილიანობა, დეპრესია, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, ტრემორი, პარესთეზია, აჟიტირება, აგრესია, ატაქსია, ლიბიდოს ზრდა, მოუსვენრობა, აფაზია, ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური ინსულტი, ნევრალგია, ჰიპოკინეზია, ნეიროდერმატიტი, ლოკალური დაბუჟება, დიზართრია, დისფაზია, ლიბიდოს დაქვეითება, მელანქოლია, ნისტაგმი.
რესპირატორული სისტემის მხრივ: ქოშინი, ყელის ტკივილი, ბრონქიტი, ეპისტაქსისი, პნევმონია, ჰიპერვენტილაცია, ფილტვების შეშუპება, ჰიპოქსია, ფარინგიტი, ფილტვის ატელექტაზი, ძილში აპნოე.
კანის მხრივ: პრურიტუსი, დიაფორეზი, ურტიკარია, დერმატიტი, ერითემა, კანის შეფერილობა ჰიპერკერატოზი, ალოპეცია, სოკოვანი დერმატიტი, ჰერპეს ზოსტერი, ჰირსუტიზმი, სტრიები, ღამის ოფლიანობა, წყლული.
მგრძნობელობითი ორგანოების მხრივ: კატარაქტა, თვალების გაღიზიანება, მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, გლაუკომა, შუილი ყურებში, ბლეფარტი, სმენის დაქვეითება, რეტინალური და კონიუნქტივში სისხლჩაქცევები, ოტიტი, ლაქები მხედველობის არეში.
უროგენიტალური ტრაქტის მხრივ: შარდის შეუკავებლობა დღისით და ღამით, დიზურია, ჰემატურია, მეტრორაგია, ცისტიტი, ენურეზი, პროსტატის ჰიპერტროფია, პიელონეფრიტი, სარძევე ჯირკვლის ფიბროადენოზი და ფიბოცისტოზი, მასტიტი, პიურია, თირკმელების უკმარისობა, ვაგინიტი.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა არისეპტის ან პიპერიდინის სხვა წარმოებულების მიმართ;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები:
ზოგადი ანესთეზია: პრეპარატი (ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი) აძლიერებს ჩონჩხის კუნთების რეაქციას სუქცინილქოლინის ტიპის პრეპარატებით მიორელაქსაციის დროს.
კარდიოვასკულური სისტემა, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებს გააჩნია ვაგოტონური ზეგავლენა სინოატრიალურ და ატრიოვენტრიკულურ კვანძზე, რაც შესაბამისად ვლინდება ბრადიკარდიით ან გულის ბლოკადით. აღწერილია სინკოპეალური ეპიზოდები არისეპტით მკურნალობის დროს.
გასტრიოინტესტინური სისტემა: ქოლინერგული აქტივობის ზრდის გამო იზრდება კუჭის წვენის სეკრეცია. შესაბამისად აუცილებელია მონიტორინგი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადების და/ან სისხლდენის დროს. თავისი ფარმაკოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე პრეპარატი იწვევს დიარეას, პირღებინებას და გულისრევას. აღნიშნული სიმპტომები ხშირად მსუბუქი ხასიათისაა და 1-3 კვირაში ქრება.
ქოლინომიმეტურ საშუალებებს შეუძლიათ გამოიწვიონ შარდის გამოყოფის შეფერხება, აგრეთვე კრუნჩხვები. თუმცა ყურადსაღებია, რომ კრუნჩხვები შეიძლება იყოს ალცჰაიმერის დაავადების მანიფესტირების სიმპტომი.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ასთმა ან ფილტვების ობსტრუქციული დაავადებები.
ჭარბი დოზირება:
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების ჭარბი დოზირება იწვევსს:  ქოლინერგული კრიზის სიმპტომატიკას – პირღებინება, გულისრევა, სალივაცია, ოფლიანობა, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, რესპირატორული დეპრესია, კოლაფსი და კონვულსიები. შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი კუნთების სისუსტის გამო თუ პროცესში ჩათრეულია რესპირატორული კუნთები. როგორც ანტიდოტი გამოიყენება ატროპინის სულფატი დოზით 1-2 მგ ინტრავენურად.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატი არ კონკურირებს სხვა საშუალებებთან (ფუროსემიდი, დიგოქსინი, ვარფარინი და სხვა), რომლებიც აგრეთვე დაკავშირებული არიან პლაზმის ცილებთან.
მას არ ახასიათებს ურთიერთქმედება აგრეთვე ციზაპრიდთან, ტერფენადთან და სხვა საშუალებებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ფერმენტ CYP 3A4-ის მეშვეობით.
არ არის გამოვლენილი რაიმე ურთიერთქმედება თეოფილინთან, ციმეტიდინთან, ვარფარინთან, დიგოქსინთან.
კეტოკონაზოლი და ქინიდინი (CYP 3A4 ფერმენტის ინჰიბიტორები) კლინიკურად უმნიშვნელოდ აინჰიბირებენ არისეპტის მეტაბოლიზმს, ხოლო ფენიტოინი, კარბამაზეპინი, დექსამეტაზონი, რიფამპინი და ფენობარბიტალი (CYP 3A4 ფერმენტმს ინდუქტორები) ზრდიან პრეპარვტის ელიმინაციის სიჩქარეს.
მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი არისეპტის ანტიქოლინერგიული პრეპარატებთან კომბინირება. ამავე დროს, შესაძლებელია სინერგიული ეფექტის სხვა მიღება მისი ქოლინომიმეტურ პრეპარატებთან (ბეტანექოლი) ერთად დანიშვნის დროს.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: PFAIZER, საფრანგეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook