ბეტადინი ხსნარი

ბეტადინი ხსნარი

ბეტადინი ხსნარის ზოგადი ინფორმაცია

ბეტადინი ხსნარი. BETADINE. ადგილობრივი გამოყენების პრეპარატების ჯგუფის  სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – პოვიდონ-იოდი. Povidone-iod. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – D08AG02; G01AX11. მწარმოებელი ფირმა – სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი (უნგრეთი).

ბეტადინი ხსნარის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბეტადინი ხსნარი. BETADINE გამოდის 30 მლ, 120 მლ და 1000 მლ ხსნარის ფორმით. პოვიდონ-იოდის (პვპ-იოდი) შემცველობა ყოველ მილილიტრში არის  100 მგ (შეესაბამება აქტიური იოდის 10 მგ-ს). ბეტადინის ხსნარის სხვა კომპონენტებია: გლიცერინი, ნონოქსინოლი 9, ლიმონმჟავა, დინატრიუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

ბეტადინის (ხსნარი) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბეტადინის (ხსნარი), იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბეტადინის (ხსნარი) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბეტადინის (ხსნარი)  ფასები ფარმადეპოში
ბეტადინის (ხსნარი) ფასები ავერსში
ბეტადინის (ხსნარი) ფასები psp-ში
ბეტადინის (ხსნარი) ფასები სხვა აფთიაქებში

ბეტადინი ხსნარის აქტიური ნივთიერება

პოვიდონ-იოდი. Povidone-iod. ქიმიური დასახელება – პოლი(1-ეთენილ-2-პიროლიდინონ) იოდიდი. ბრუტო–ფორმულა: (C6H9NO)n.xI. პოვიდონ-იოდს მიაკუთვნებენ ანტისეპტიკების და დეზინფექციის საშუალებების,ასევე მაკრო- და მიკროელემენტების ჯგუფებს. CAS-კოდი: 25655-41-8.

 

ბეტადინი ხსნარის სინონიმები

ბეტადინი თხევადი საპონი (BETADINE, EGIS, უნგრეთი), ბეტადინი მალამო (BETADINE, EGIS, უნგრეთი), ბეტადინი ვაგინალური სანთლები (BETADINE, EGIS, უნგრეთი).

ბეტადინი ხსნარის მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

იოქსი (JOX, Teva, ჩეხეთი; povidone iodine, allantoin).

ბეტადინი ხსნარის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ხელების დეზინფექცია
  • ანტისეპტიური დამუშავება ლორწოვანი გარსების
  • ანტისეპტიური დამუშავება ჭრილობების
  • ანტისეპტიური დამუშავება დამწვრობების
  • დეზინფექცია ქირურგიული
  • ოფთალმოლოგიური ჩარევა
  • ოფთალმია ახალშობილების

ბეტადინი ხსნარის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
პოვიდონ-იოდი (პვპ-იოდი) ანადგურებს მიკროორგანიზმებს. ის ეფექტურად მოქმედებს ბაქტერიების, სოკოების, სპორების, ვირუსების, უმარტივესების (ერთუჯრედიანი ორგანიზმები) წინააღმდეგ.
საიმედო დეზინფექცია ახდენს ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკას და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას.
მოქმედების ამ მექანიზმის წყალობით, რეზისტენტობა პრეპარატის მიმართ, ასევე, მეორადი რეზისტენტობა ხანგრძლივი გამოყენების დროს მოსალოდნელი არ არის.
პვპ-სთან კომპლექსის წარმოქმნის შედეგად იოდი უმეტესწილად კარგავს ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას, რაც დამახასიათებელია იოდის სპირტხსნარებისათვის და, ამიტომ კანი, ლორწოვანი გარსები და ჭრილობის მიდამოები კარგად იტანს მას.
ამავე დროს, იოდი უფერულდება, რის გამოც ყავისფერი შეფერვის ინტენსივობა პრეპარატის ეფექტურობის ინდიკატორია. გაუფერულების შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მრავალჯერადი წასმა. პვპ-იოდი იხსნება წყალში და ადვილად იწმინდება.
ჩვენებები
– ხელების დეზინფექცია და ლორწოვანი გარსების ანტისეპტიური დამუშავება, მაგალითად, ქირურგიულ ოპერაციამდე, გინეკოლოგიურ და სამეანო პროცედურებამდე, შარდის ბუშტის კათეტერიზაციამდე, ბიოფსიამდე, ინექციამდე, პუნქციამდე, სისხლის აღებამდე და, ასევე, პირველი დახმარების სახით ინფიცირებული მასალით შემთხვევითი დაბინძურების შემთხვევაში.
– ჭრილობების და დამწვრობების ანტისეპტიური დამუშავება.
– ხელების ჰიგიენური და ქირურგიული დეზინფექცია.
– ბეტადინის განზავებული ხსნარის გამოყენება შეიძლება ოფთალმოლოგიური ჩარევის დროს და ახალშობილების ოფთალმიის პროფილაქტიკისათვის.
მიღების წესები და დოზები
ბეტადინის ხსნარი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის გაზავებული და განუზავებელი სახით.
ხსნარი არ უნდა განზავდეს ცხელი წყლით. დასაშვებია ხანმოკლე შეთბობა სხეულის ტემპერატურამდე.
ხსნარი არ არის განკუთვნილი შიგნით მისაღებად.
კანის პრეოპერაციული დეზინფექციის დროს აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ავადმყოფის ქვეშ არ დარჩეს ხსნარის ზედმეტი რაოდენობა (კანის გაღიზიანების შესაძლებლობის გამო).
დოზირება
ბეტადინის განუზავებელი ხსნარის გამოყენება საჭიროა ჭრილობების დამუშავებისათვის (დამწვრობები და სხვა ჭრილობები), ხელების და კანის დასამუშავებლად ქირურგიულ ოპერაციამდე, შარდის ბუშტის კათეტერიზაციამდე, ინექციამდე, პუნქციამდე და ა.შ.
ბეტადინის ხსნარის გამოყენება შეიძლება დღეში რამდენჯერმე.
ხელების დეზინფექციის დროს საჭიროა შემდეგი წესების დაცვა:
ა) ხელების ჰიგიენური დეზინფექცია: განუზავებელი ხსნარის 3 მლ 2-ჯერ – ყოველი დოზა 3 მლ-ის ოდენობით რჩება კანზე, 5 წუთის განმავლობაში.
ბ) ხელების ქირურგიული დეზინფექცია: განუზავებელი ხსნარის 5 მლ 2-ჯერ
– ყოველი დოზა 5 მლ-ის ოდენობით რჩება კანზე, 5 წუთის განმავლობაში. კანის დეზინფექციისათვის განუზავებელი ხსნარი წასმის შემდეგ რჩება გაშრობამდე.
ზემოთ მოცემული ჩვენებებით ბეტადინის ხსნარის გამოყენება შეიძლება წყალსადენის წყლით განზავების შემდეგ. იზოტონური პირობების მიღწევის საჭიროებისას განზავებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას სუფრის მარილის ფიზიოლოგიური ხსნარი ან რინგერის ხსნარი.
რეკომენდირებულია შემდეგი განზავება:
ჩვენებები განზავება პრეპარატ ბეტადინის მოცულობა/გასაზავებელი ხსნარის მოცულობა
სველი კომპრესი 1:5 – 1:10 200 მლ – 100მლ/1 ლ
ჩაძირვა და მჯდომარე აბაზანები 1:25 40 მლ / 1 ლ
ოპერაციის წინა აბაზანა 1:100 10 მლ / 1 ლ
ჰიგიენური აბაზანა 1:1000 10 მლ / 10 ლ
საშოს შესხურება ინტრავაგინალური სპირალის შეყვანა შორისის დამუშავება დამუშავება უროლოგიაში 1:25 4 მლ / 100 მლ
ქრონიკული და ოპერაციის შემდგომი ჭრილობების დამუშავება 1:2 – 1:20 50 მლ – 5 მლ/100 მლ
ორთოპედიაში, ტრავმატოლოგიაში დამუშავება. დამუშავება პირის ღრუს ოპერაციების დროს 1:10 10 მლ/100 მლ
გამოყენება ოფთალმოლოგიაში
– ოფთალმოლოგიური ქირურგია: რეკომენდირებულია ფიზიოლოგიური ხსნარით და/ან ფოსფატური ბუფერით (იყიდება აფთიაქებში) სტერილულად განზავებული ბეტადინის ხსნარის გამოყენება კონცენტრაციით 1.23 % – 5 %.
დოზირება განზავება (სტერილურად)
ახალშობილთა ოფთალმიის პროფილაქტიკა თითო წვეთი ორივე თვალში 1 : 4 ბეტადინის 25 მლ გასაზავებელი ხსნარის 100 მლ-ში
ხსნარის განზავება საჭიროა უშუალოდ გამოყენების წინ.
გვერდითი მოვლენები
პვპ-იოდი, ჩვეულებრივ, კარგად აიტანება. კანის ზემგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, შენელებული ტიპის ალერგიული რეაქციები – ქავილი, სიწითლე, ბუშტუკები) აღინიშნება ძალიან იშვიათად.
ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია კანის გენერალიზებული მწვავე რეაქციები არტერიული წნევის დაქვეითებით და/ან სუნთქვის გაძნელებით (ანაფილაქსიური რეაქციები). ბეტადინის ხსნარის ხანგრძლივი გამოყენების დროს შეიძლება მოხდეს იოდის მნიშვნელოვანი რაოდენობის შეწოვა. ცალკეულ შემთხვევებში მიდრეკილების მქონე პირებს შეიძლება აღენიშნოთ იოდით ინდუცირებული ჰიპერთირეოზი.
უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა იოდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ;
– ჰიპერთირეოზი ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების სხვა გამოხატული დარღვევები (ნიშნები: გულისცემის გახშირება, შფოთვა), ასევე, ჰიპერთირეოზის რადიაქტიური იოდით მკურნალობის შემდგომი პერიოდი მყარ გამოჯანმრთელებამდე.
– დურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი;
– ახალშობილებისთვის და ბავშვებისთვის 6 თვემდე ასაკში პვპ-იოდის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების კონტროლი.
უსაფრთხოების ზომები
ვინაიდან შეუძლებელია ჰიპერთირეოზის განვითარების გამორიცხვა, პვპ-იოდის ხანგრძლივი (14 დღეზე მეტხანს) გამოყენება ან მისი დიდი რაოდენობით ხმარება ფართო ზედაპირებზე (სხეულის ზედაპირის 10%-ზე მეტი) პაციენტებისთვის (განსაკუთრებით ხანდაზმულთათვის) ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების ლატენტური დარღვევებით დასაშვებია მხოლოდ სარგებლის და შესაძლო რისკის გულდასმით შედარების შემდეგ. საჭიროა ამ პაციენტებზე მეთვალყურეობა ჰიპერთირეოზის ადრეული ნიშნების გამოსავლენად და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების სათანადო შესწავლისათვის პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგაც კი (3 თვის განმავლობაში).
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობის 2 თვის შემდეგ და, ასევე, ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით და საჭიროებს დედის და ბავშვის ფარისებრი ჯირკვლის ფუქციაზე გულდასმით მეთვალყურებას.
ამ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ხანმოკლე დროით.იოდი გადის პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.
განსაკუთრებული მითითებები
პვპ-იოდის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის შთანთქმა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი გამოკვლევისა და პროცედურის შედეგებზე (ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია, ცილასთან შეკავშირებული იოდის განსაზღვრა, დიაგნოსტიკური პროცედურები რადიაქტიური იოდის გამოყენებით), რის გამოც იოდის პრეპარატებით ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობის დაგეგმვა შეიძლება არ მოხერხდეს. პვპ-იოდის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ საჭიროა არა ნაკლებ 1 – 4 კვირის ინტერვალის დაცვა.
პოვიდონ-იოდის ჟანგვითმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დიაგნოსტიკური ტესტის ცრუ დადებითი შედეგები (მაგალითად, ჰემოგლობინის და გლუკოზის განსაზღვრა განავალში და შარდში ტოლუიდინის და გვაიაკური ფისების გამოყენებით).
პვპ-იოდის ჟანგვითმა უნარმა შეიძლება გამოიწვიოს ლითონთა კოროზია მაშინ, როდესაც პლასტმასი და სინთეტიკური მასალები, ჩვეულებრივ, არ არის მგრძნობიარე პვპ-იოდის მიმართ. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ფერის შეცვლა, რომელიც, ჩვეულებრივ, აღდგება.
პვპ-იოდი ადვილად შორდება ტექსტილსა და სხვა მასალებს საპნით და თბილი წყლით. ძნელად მოსაშორებელი ლაქები საჭიროა დამუშავდეს ამიაკით ან ნატრიუმის თიოსულფატით.
ჭარბი დოზირება
პვპ-იოდის მნიშვნელოვანი რაოდენობის გამოყენების შემდეგ, შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ანურია, სისხლმიმოქცევის უკმარისობა, ხორხის შეშუპება სუსტი პულსის ან მისი არარსებობის დროს, ფილტვების შეშუპება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
ინფორმაცია ექიმებისათვის:
ჭარბი დოზირების მკურნალობა:
სახამებლის ან ცილის შემცველი საკვები პროდუქტების დაუყოვნებლივი შეყვანა, (მაგალითად: წყალში ან რძეში გახსნილი სახამებელი). კუჭის ამორეცხვა ნატრიუმის თიოსულფატის 5 %-ანი ხსნარით (ან ნატრიუმის თიოსულფატის 10 %-ანი ხსნარის 10 მლ-ის ი/ვ შეყვანა) 3 საათიანი ინტერვალებით საჭიროების მიხედვით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პვპ-იოდის და წყალბადის ზეჟანგის, ასევე, ვერცხლისა და ტაულორიდინის შემცველი ფერმენტული პრეპარატების ერთობლივი გამოყენება ჭრილობების ანტისეპტიკური დამუშავებისათვის, აქვეითებს ურთიერთეფექტურობას.
პვპ-იოდის გამოყენება არ შეიძლება ვერცხლისწყლის პრეპარატებთან ერთად, ვერცხლისწყლის ტუტოვანი იოდიდის წარმოქმნის რისკის გამო.
პრეპარატს შეუძლია რეაქციაში შევიდეს ცილებთან და უჯერ ორგანულ კომპლექსებთან, ამიტომ პვპ-იოდის ეფექტი შეიძლება კომპენსირებულ იქნას მისი დოზის მომატებით.
არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ზედაპირების დასამუშავებლად პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლითიუმის პრეპარატებს.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 15oC – 25 oC – ზე!
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ. (III ჯგუფი)

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..