გინო კაფსულები

გინო კაფსულები

გინო კაფსულების ზოგადი ინფორმაცია

გინო კაფსულები. GINNO Capsules. პოლივიტამინების (მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით) ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – SR MEDICARE PVT.LTD. (ინდოეთი).


გინო კაფსულები აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


გინო კაფსულების შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

გინო კაფსულები. GINNO Capsules გამოდის კაფსულის ფორმით. ყოველი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს: კალციუმს (კალცი) 75.0 მგ, ფოსფორს 58.0 მგ, ვიტამინ C–ს 50.0 მგ, ჟენშენის ექსტრაქტს 42.5 მგ, რკინის ფუმარატს 30.0 მგ, თუთიას 10.0 mg, ნიკოტინამიდს 10.0 მგ, კალციუმის პანტოთენატს 5.0 მგ, ვიტამინ E–ს 5.0 მგ, მაგნიუმს 3.0 მგ, კალას 2.0 მგ, ვიტამინ B2–ს 1.5 მგ, ვიტამინ B1–ს 1.0 მგ, ვიტამინ B6–ს 1.0 მგ, მანგანუმს 0.5 მგ, სპილენძს 0.5 მგ, ფოლის მჟავას 0.15 მგ, იოდს 0.1 მგ, ვიტამინ A–ს 2500 სე, ვიტამინ D3–ს 200 სე, ვიტამინი B12–ს 0.1 მგ.

გინოს (კაფსულები) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც გინო (კაფსულები) , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია გინოს (კაფსულები) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

გინოს (კაფსულები) ფასები ფარმადეპოში
გინოს (კაფსულები)  ფასები ავერსში
გინოს (კაფსულები)  ფასები psp-ში
გინოს (კაფსულები) ფასები სხვა აფთიაქებში

გინო კაფსულების აქტიური ნივთიერება

Comb.drug.

პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ჰიპოვიტამინოზი
  • ავიტამინოზი
  • ორსულობა
  • ლაქტაციის პერიოდი
  • გადაღლა ფსიქოემოციური
  • სტრესი
  • კარიესი
  • ზრდაში ჩამორჩენა
  • ანტიბიოტიკოთერაპია
  • ლიბიდოს დაქვეითება ქალებსა და მამაკაცებში
  • კანის დაავადებები
  • თმის ცვენა
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ძვალ–სახსროვანი დაავადებები
  • კვება არარაციონალური და ერთფეროვანი
  • რეკონვალესცენციის პერიოდი
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება

გინო კაფსულების საფიმრო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
გინნო – ეს არის კომბინირებული პოლივიტამინური პრეპარატი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ჟენშენის ექსტრაქტი, პოლივიტამინები და მინერალები.
ვიტამინები – საკვები ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისთვის. რომლის მიღებაც აუცილებელია ორგანიზმისთვის. ადამიანის ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ვიტამინებს ან გამოიმუშავებს მათ, უმნიშვნელო რაოდენობით. სწორედ ამიტომ საჭიროა მივიღოთ გინნო.
გინნოს შემადგენლობაში შედის შემდეგი ვიტამინები:
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ბევრ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომელიც ხელს უწყობს რეგენერაციისა და ქსოვილების შეხორცების პროცესს. ხელს უწყობს ორგანიზმის მდგრადობას სხვადასხვა სახის სტრესის ზემოქმედებისგან, ახდენს იმუნური და ჰემატოლოგიური სტატუსის ნორმალიზებას.
ნიკოტინამიდი – მისი ბიოლოგიური როლი დაკავშირებულია ჟანგვა-აღდგენით რეაქციებთან, ის უზრუნველყოფს ნორმალურ ზრდასა და დადებითად მოქმედებს ლიპიდების ცვლაზე.
B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) – უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება ზრდის პროცესში, სისხლის წარმოქმნასა და ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
B12 ვიტამინი – აუცილებელია ფერმენტული სისტემის შენებისთვის. ასევე მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზში, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, სისხლის წარმოქმნას.
ჟენშენი – ჟენშენის ძირები ცნს ერთ-ერთი ძლიერი აღმგზნები საშუალებაა. რომელიც არ მოქმედებს უარყოფითად, არ არღვევს ძილს. ასტიმულირებს ქსოვილოვან სუნთქვას, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, ახდენს გულის რიტმის მუშაობის ნორმალიზებას, მატებს აირთა ცვლას, აჩქარებს შეხორცების პროცესს.
ჟენშენი – ახანგრძლივებს ახალგაზრდობას და სიცოცხლეს. სწორედ ამიტომ ჟენშენი ინიშნება როგორც ახალგაზრდებში, ასევე დასუსტებულ, ხანშიშესულ და 40 წელს გადაცილებულ ადამიანებშიც.
მინერალები – უჯრედ შორის სითხეში არეგულირებს მინერალების შემადგენლობას. მონაწილეობენ სისხლის უჯრედების, ძვლების ფორმირებაში. ასევე ნერვული სისტემისა და კუნთოვანი ტონუსის რეგულირებაში, მათ შორის გულსისხლძარღვთა სისტემის კუნთების ტონუსზე.
ყველა ფერმენტული პროცესები მიმდინარეობს მინერალების მონაწილეობით, ამიტომაც ისინი აუცილებელია ვიტამინების ადეკვატური უტილიზაციისათვის.
ჩვენებები
• მოზრდილებში – ჰიპო და ავიტამინოზის მკურნალობა, პროფილაკტიკა;
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
• ფსიქო ემოციური გადაღლა, სტრესი;
• კარიესის მკურნალობა, პროფილაქტიკა;
• ჩამორჩენა ზრდაში;
• ანტიბიოტიკოთერაპია;
• ლიბიდოს დაქვეითება ქალებსა და მამაკაცებში;
• კანის დაავადების დროს;
• თმის ცვენა;
• შაქრიანი დიაბეტი, ძვალ-სახსროვანი დაავადებები;
• არარეგულარული და ერთფეროვანი რაციონით კვება;
• რეკონვალესცენციის (გამოჯანმრთელების) პერიოდი;
• შრომის უნარიანობის დაქვეითება.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებისთვის 1 კაფსულა ყოველდღე ან დღეგამოშვებით 2-3 კვირის მანძილზე. დანარჩენ შემთხვევაში – ექიმის დანიშნულებით.
უკუჩვენება
მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
III ჯგუფი ( გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).