დერმოკლინი კრემი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კლოტრიმაზოლი,
ბეკლამეტაზონი, გენტამიცინი/ clotrimazole, beclometasone, gentamicine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბაქტერიების, სოკოს და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
შემადგენლობა
კლოტრიმაზოლი ბ.ფ. 1.00%w/w
ბეკლამეტაზონის დიპროპიონატი ბ.ფ. 0.025%w/w
გენტამიცინის სულფატი ბ.ფ. ექვივალენტური გენტამიცინი 0.01%w/w
კონსერვანტები:
ქოლოკრეზოლი ბ.ფ. 0.01%w/w
ბრონოპროლი ბ.ფ. 0.025%w/w
კრემის სახით q.s.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დერმოკლინი ახდენს:
• ანთების საწინააღმდეგო
• ქავილის საწინააღმდეგო
• სისხლძრღვთა შემავიწროებელ
• სოკოს საწინააღმდეგო
• ანტიბაქტერიალურ მოქმედებას

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი:
სინთეზური კორტიკოსტეროიდია, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიექსუდაციური, და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება.

კლოტრიმაზოლი:
იმიდაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა ადგილობრივი მოხმარებისთვის. იწვევს ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებას, რომელიც წარმოადგენს სოკოების უჯრედოვანი მემბრანის შემადგენელ ნაწილს. გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი. აქტიურია დერმატოფიტების, ობის სოკოს, Candida-ს ჯგუფის, Malassezia furfur მიმართ.
კლოტრიმაზოლი აგრეთვე აქტიურია Corynebacterium minutissimum, Streptococcus spp., Staphilococcus spp., Trichomonas vaginalis, Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis mimarT.

გენტამიცინი:
წარმოადგნეს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. მოქმედებს ბაქტერიციდულად. აღწევს რა აქტიურად ბაქტერიების უჯრედოვან მემბრანაში, შეუქცევადად უკავშირდება ბაქტერიულ რიბოსომებს, რითაც იწვევს გამომწვევის ცილის სინთეზის დარღვევას. გამოირჩევა მაღალი აქტივობით გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli, Shigella spp., Salmonella spp., Klebsiella spp., Serratia spp., Providencia stuartii, Pseudomonas aeruginosa, Proteus mirabilis, Citrobacter spp., Haemophilus influenza. აქტიურია აგრეთვე გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Staph. spp., Strep.spp.
ჩვენებები
– ტერფის მიკოზები;
– ეპიდერმოფიტია;
– ნეიროდერმიტი;
– ეკზემა;
– დერმატიტები;
– ტერფების ეპიდერმოფიტია;
– საზარდულის ეპიდრმოფიტია;
– კანის ჩირქოვანი დაავადებები;
– ოტომიკოზები;
– ვაგინალური კანდიდოზი;
– თითებშორისი და გლუვი კანის სხვა სოკოვანი დაზიანებები.
მიღების წესები და დოზები
კრემს ისვამენ თხელი ფენით დაზიანებულ უბანზე 2-ჯერ დღე-ღამეში (დილით და საღამოს). გინეკოლოგიაში გამოიყენება ტამპონების სახით 2-ჯერ დღე-ღამეში
მკურნალობის ხანგრძლივობა 2-4 კვირა
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
ტუბერკულოზი და ვირუსული დაავადებები
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
გამოშვების ფორმა: 10 გრ. კრემი ალუმინის ტუბში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SR Medicare, ინდოეთი

გაფრთხილება