ენგისტოლ ნ

ენგისტოლ ნ

ენგისტოლ ნ–ის ზოგადი ინფორმაცია

ენგისტოლ ნ. Engystol N. ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება. მწარმოებელი ფირმა – Biologische Heilmittel Heel GmbH (გერმანია).

ენგისტოლ ნ–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ენგისტოლ ნ. Engystol N გამოდის საინექციო ხსნარის და ტაბლეტის  ფორმით აპულაში. 1,1 მლ-იანი (1,1 გ) 1 ამპულა შეიცავს: Vincetoxicum hirundinaria d6, Vincetoxicum hirundinaria D10, Vincetoxicum hirundinaria D30 – შესაბამისად 6.6 mg ; Sulfur D4, Sulfur D10 – შესაბამისად 3,3 მგ. ასევე საინექციო წყალი, ნატრიუმქლორიდი. 1 ტაბლეტი შეიცავს: Vincetoxicum hirundinaria D6, Vincetoxicum hirundinaria D10, Vincetoxicum hirundinaria D30 – შესაბამისად 75 მგ; Sulfur D4, Sulfur D10 – შესაბამისად 37,5 მგ; ასევე Lactose-Monohydrat da Magnesiumstearat.

ენგისტოლ ნ–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ენგისტოლ ნ–ის ფასები ფარმადეპოში
ენგისტოლ ნ–ის ფასები ავერსში
ენგისტოლ ნ–ის ფასები psp-ში
ენგისტოლ ნ–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ენგისტოლ ნ, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ენგისტოლ ნ–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ენგისტოლ ნ–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • გრიპი
  • ინფექციები, ვირუსული არაიდენტიფიცირებული ცხელებით მიმდინარე

ენგისტოლ ნ–ის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
არასპეციფიკური იმუნიტეტის გააქტივება, განსაკუთრებით, გრიპის და ცხელებით მიმდინარე არაიდენტიფიცირებული ვირუსული ინფექციებისას.
მიღების წესები და დოზები
საინექციო ხსნარი: მწვავე შემთხვევებისას – ყოველდღიურად სხვა შემთხვევაში – 1 ამპულა კვირაში 1-3-ჯერ, ვენაში, კუნთში, კანქვეშ ან კანში. ვირუსული დაავადებებისას – 1 ამპულა ვენაში დღე-ღამეში ერთხელ სრულ გამოჯანმრთელებამდე (ბავშვებისთვის კუნთში ან კანქვეშ). გრიპისას კეთდება შემდეგი ნარევის ინექცია კუნთში: თითო ამპულა – Engystol N, Gripp-Heel, Traumeel S.
ტაბლეტები: ჩვეულებრივ – დღეში 1-3-ჯერ თითო ტაბლეტი ენის ქვეშ.
გვერდითი მოვლენები
არ გააჩნია.
უკუჩვენება
არ გააჩნია.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატში შემავალი ჰომეოპათიური კომპონენტების თვისებებიდან გამომდინარე, ის ინიშნება აგერეთვე რენტგენით დასხივების შემდგომ პერიოდში, ვირუსული დაავადებებისას (ვირუსული გრიპი, პნევმონია, ვირუსული ჰეპატიტი), ყვავილის აცრის შემდგომ და აფტოზური სტომატიტისას.
პრეპარატი ნაჩვენებია კანის სხვადასხვა დაავადებებისას (ნეიროდერმიტი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ეგზემა, ფურუნკულოზი და სხვა.); სასუნთქი გზების დაავადებისას (ბრონქიტი, ბრონქოექტაზია, ყივანახველა, პნევმონია, ასთმა); გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას (პაროქსიზმული ტაქიკარდია, ენდოკარდიტი); შაკიკების, ნევრალგიების, კაუზალგიის, ყველა სახის და ლოკალიზაციის ალერგიებისას (გაზაფხულის სურდოს ჩათვლით); სხვადასხვა რევმატული დაავადებებისას (პოდაგრის ჩათვლით); თირკმლის, ღვიძლის და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებისას.
პრეპარატი ამცირებს ალოპათიური მკურნალობის შედეგად გამოწვეულ ტოქსიკურ დატვირთას (იმპრეგნაციის და დეგენერაციის ფაზები), განსაკუთრებით, კი ვირუსული დაავადებებისას, რომლებიც ხასიათდება ვირუსის (ჰომოტოქსინის) ჩანერგვით უჯრედებში. ამასთან, პრეპარატი არ ახდენს პირდაპირ ვირუსოსტატიკურ ზემოქმედებას. მისი ეფექტი ეფუძნება ვინცეტოქსინის და ასკლეპის მჟავას მოქმედებას (Vincetoxicum officinall-ის კომპონენტები), სისხლძარღვებისა და სიმპათიკურ ინერვაციას, აგრეთვე, კოლოიდური გოგირდის მოქმედებას, რომელიც იწვევს ფერმენტთა (სულფიდ-ფერმენტების) დარღვეული ფუნქციების აღდგენას, ააქტიურებს დიდ დამცველობით სისტემას და დეზინტოქსიკაციის მექანიზმებს.
ამგვარად, Engystol N, ისევე, როგორც Lymphomyosot ახდენს სადრენაჟო ზემოქმედებას მეზენქიმასა და ლიმფურ სისტემაზე. სწორედ ამ მოქმედებაზეა დაფუძნებული ჩვენებები: ალერგია, მეორადი დაავადებები, სხვა დაავადებების შედეგები (მაგ., აგრანულოციტოზი, ნევრიტი, თირკმლების, რვიძლის, ძვლის ტვინის, გულის კუნთის დაავადებები, ნეფრიტი და ა.შ.) ცხელებით მიმდინარე მძიმე რეაქტიული ფაზებისას, მაგ., სეფსისის დროს, Engystol N – ის მიღების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს მდგომარეობის გაუარესება 3-5 საათის განმალობაში შემდგომი კომპენსაციის ფაზით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები და ვადები
დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი)დაიხუროს გამოყენებისთანავე.
აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ