ვინპოცეტინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ვინპოცეტინი/vinpocetine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები
1. რას წარმოადგენს პრეპარატი ვინპოცეტინი ტაბლეტები და რა შემთხვევაში გამოიყენება
ვინპოცეტინი ტაბლტები განკუთვნილია თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ. ეს პრეპარატი აგრეთვე გამოიყენება ფსიქიური და ნევროზული სიმპტომების შემცირებისთვის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას, თვალის და ყურის დაავადებებისას, როლებიც დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან ამ დაავადებების სიმპტომების შემცირებისთვის.
2. რისი ცოდნაა აუცილებელი პრეპარატის ვინპოცეტინი მიღების დაწყებამდე.
ვინპოცეტინი ტაბლეების გამოყენება არ შეიძლება:
– თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ვინპოცეტინის ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ
– ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
– ბავშვთა ასაკში
პრეპარატის ვინპოცეტინი გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა:
– ავადმყოფებში გულის რითმის დარღვევით და QT ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომით.
– გულის რითმის დარღვევის სამკურნალო პრეპარატების მიღებისას
– ქალასშიდა წნევის მომატებისას
სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან პროვიზორს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ რაიმე პრეპარატი, ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.

აუცილებელია ექიმს აცნობოთ, თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს ალფა-მეთილდოფას; პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, არითმიის საწინააღმდეგო საშუალებებს (გულის რითმის დარღვევის სამკურნალო საშუალებები) და ანტიკოაგულაციურ საშუალებებს (პრეპარატებს, რომლებიც ხელს უშლის სისხლის შედედებას).
ორსულობა და ლაქტაცია
ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მონაცემები ვინპოცეტინის რაიმე გავლენის შესახებ ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ არსებობს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ვინპოცეტინი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
– პრეპარატის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 41,5მგ ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ რაიმე შაქრის აუტანლობა, მიმართეთ მას პრეპარატის მიღებამდე.

3. როგორ მიიღება პრეპარატი ვინპოცეტინი
სამკურნალო საშუალება უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნული დოზით. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ პრეპარატის მიღება სწორად გაიგეთ, დააზუსტეთ ექიმთან ან პროვიზორთან. თუ ექიმმა არ დაგინიშნათ პრეპარატის მიღების სხვა სქემა, ჩვეული დღიური დოზა შეადგენს:
– 1 ან 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის დაავადებით დოზის ცვლილება საჭირო არ არის.

ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ.

თუ გეჩვენებათ, რომ სამკურნალო საშუალების ეფექტი გამოხატულია ძალიან ძლიერად ან ძალიან სუსტად, მიმართეთ ექიმს ნ ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ დანიშნულზე მაღალი დოზა
მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დოზის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, რადგან შეიძლება შეავსოთ გამოტოვებული დოზა, მაგრამ გაზარდოთ პრეპარატის ჭარბი დოზირების რისკი. შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ.
მოცემული პრეპარატის მიღების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ნებისმიერმა სხვა პრეპარატმა, ვინპოცეტინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება.

ქვემოჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები დაჯგუფებულია სიხშირის მიხედვით, პრეპარატის მიღებისას ათობით ათას ადამიანში.
,,შირად აღმოცენებული” გვერდითი ეფექტები – ნიშნავს, რომ გვერდითი ეფექტი ვითარდება 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტში. ვინპოცეტინის ტაბლეტების შემთხვევაში, არც ერთი ეფექტი არ მოხვდა ამ კატეგორიაში.
,,არახშირად განვითარებული” გვერდითი ეფექტები – ნიშნავს, რომ გვერდითი ეფექტი ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტში.
,,იშვიათად აღმოცენებული” გვერდითი ეფექტები – ნიშნავს, რომ გვერდითი ეფექტი ვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტში.
,,ძალიან იშვიათად” აღმოცენებული გვერდითი ეფექტები – ნიშნავს, რომ გვერდითი ეფექტი ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში.
არახშირად გავნითარებული გვერდითი ეფექტები
თავბრუსხვევა, დისკომფორტი მუცლის არეში, პირის სიმშრალე, გულისრევა, სისხლის წნევის დაქვეითება, ქოლესტერინის მაღალი დონე, თავის ტკივილი, სისხლის დაბალი წნევა.

იშვიათად აღმოცენებული გვერდითი ეფექტები
ლეიკოციტების რიცხვის დაქვეითება, თრომბოციტების რიცხვის დაქვეითება,  მადის დაკარგვა, დიაბეტი, უძილობა, ძილის დარღვევა, დისფორია (შფოთვითი ქცევა), აგზნება, თავბრუსხვეა, გემოვნების გაუკუღმართება, ფიზიკური და ფსიქიკური შებოჭილობა (სტუპორი), სხეულის ერთი ნახევრის კუნთების სისუსტე, ძილიანობა, მეხსიერების დარღვევა, თვალის ფსკრის ცვლილებები (მხეველობის ნერვის დვრილის შეშუპება), მტკივნეული მგრძნობელობა ხმაზე ან ეგრედწოდებული ჰიპერაკუზია, სმენის დაქვეითება, ყურებში შუილი, გულის კუნთოვანი ქსოვილის არასაკმარისი სისხლის მიმოქცევა, ტკივილი გულის არეში, გულისცემის შენელება, გულისცემის გაძლიერება, გაძლიერებული არასწორი გულისცემა (პალპიტაცია), სისხლის მოვარდნა, კანის სიწითლე, სისხლის მაღალი წნევა, ფლებიტი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, საჭმლის გადამუშავების დარღვევა, ღებინება, გაძლიერებული ოფლიანობა, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, სისუსტე, სიცხის შეგრძნება, სისხლის წნევის მომატება, ტრიგლიცერიდების დონის მომატება, ცვლილება ეკგ-ზე, სისხლის თეთრი სხეულაკების მომატება/დაქვეითება (,,ეოზინოფილები”),,,ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის ცვლილება.
ძალიან იშვიათად აღმოცენებული გვერდითი ეფექტები
ანემია (სისხლნაკლებობა), სისხლის წითელი უჯრედების შეწებება (აგლუტინაცია), ალერგიული რეაქცია პრეპარატზე (ჰიპერმგრძნობელობა), ეიფორია, დეპრესია, ტრემორი, კრუნჩხვები, სისხლის მოწოლა კონიუნქტივაზე, არარითმული გულისცემა (არითმია), გულის რითმის დარღვევა (წინაგულების ფიბრილაცია), სისხლის წნევის მერყეობა, ყლაპვის გაძნელება, პირის ლორწოვანი გარსის ანთება, კანის ანთება (დერმატიტი), გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, სხეულის უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურე, სისხლის თეთრი სხეულაკების მომატება/დაქვეითება, სისხლის წითელი სხეულაკების რაოდენობის დაქვეითება, პროთრომბინის დროის შემცირება, სხეულის მასის მომატება.
თუ გაგიჩნდათ რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტი, ან მოვლენები, რომლებიც არ არის მოცემული ბროშურაში, გთხოვთ მიმართეთ ექიმს ან პროვიზორს.

5. შენახვა
ინახება 15-30°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ვინპოცეტინის ტაბლეტები არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა იწურება მოცემული თვის ბოლო დღეს.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის გადაგდება არ შეიძლება კანალიზაციაში ან ჩვეულებრივ ნაგავთან ერთად. ჰკითხეთ პროვიზორს, როგორ უნდა მოახდინოთ გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაცია. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. დამატებითი ინფორმაცია
რა ნივთიერებებს შეიცავს პრეპარატი ვინპოცეტინის ტაბლეტები
– ყოველი ტაბლეტი შეიცავს 5,0მგ აქტიურ სუბსტანციას ვინპოცეტინი.
– სხვა კომპონენტებს წარმოადგენს სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი.
როგორ გამოიყურება ვინპოცეტინის ტავლეტები და რისგან შედგება შეფუთვა
თითქმის თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ნაზოლით, წარწერით “VR” ერთ მხარეს.
25 ტაბლეტი პვქ აპკის და ალუმინის ფოლგის ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გამოშვების ფორმა:
5მგ ტაბლეტი #50
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GEDEON RICHTER Plc. უნგრეთი

გაფრთხილება