იზოპტინი ტაბ

იზოპტინი ტაბ–ის ზოგადი ინფორმაცია

იზოპტინი. ISOPTIN. I კლასის კალციუმის არხების სელექტიური ბლოკატორების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ვერაპამილი. Verapamil. მწარმოებელი ფირმა – Abbott GmbH & Co. KG, Germany (გერმანია).

 იზოპტინი ტაბ–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

იზოპტინი. ISOPTIN გამოდის 40მგ– და  80მგ–იანი შემოგარსული ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს ვერაპამილის ჰიდროქლორიდს 40 მგ ან 80 მგ; დამხმარე ნივთიერებებია: კალციუმის ჰიდროფოსფატი დიჰიდრატი, ცელულოზა მიკროკრისტალური, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ლაურისულფატი, მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიქოსიდი (E 171). წამლის ფორმა. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

იზოპტინის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

იზოპტინის ფასები ფარმადეპოში
იზოპტინის ფასები ავერსში
იზოპტინის ფასები psp-ში
იზოპტინის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც იზოპტინი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია იზოპტინის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

 

იზოპტინი ტაბ–ის აქტიური ნივთიერება

ვერაპამილი. Verapamil. ქიმიური დასახელება – ალფა-[3-[[2-(3,4-დიმეთოქსიფენილ)ეთილ] მეთილამინო] პროპილ]-3,4-დიმეთოქსი- ალფა-(1-მეთილეთილ)ბენზოლაცეტონიტრილიბი (და ჰიდროქლორიდის სახით). ბრუტო–ფორმულა: C27H38N2O4. ვერაპამილს მიაკუთვნებენ კალციუმის არხების ბლოკატორების ჯგუფს. CAS-კოდი:53-53-9.

იზოპტინი ტაბ–ის სინონიმები

ვერაპამილი (Verapamil, Your Pharmacy, საქართველო), ვეროგალიდი ერ 240მგ (VEROGALID ER 240mg, Teva, ჩეხეთი),

იზოპტინი ტაბ–ის მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

ტარკა (TARKA, Abbott, გერმანია;  verapamil,  trandolapril).

იზოპტინი ტაბ–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • გულის იშემიური დაავადება
  • სტენოკარდია დაძაბვის (სტაბილური)
  • სტენოკარდია არასტაბილური (პროგრესირებადი სტენოკარდია, მოსვენების სტენოკარდია)
  • სტენოკარდია ვაზოსპასტიური (ვარიანტული სტენოკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია)
  • სტენოკარდია პოსტინფარქტული
  • არითმიები
  • ტაქიკარდია პაროქსიზმური, პარკუჭზედა
  • წინაგულების თრთოლვა
  • წინაგულების ციმციმი, სწრაფი ატრიო–ვენტრიკულარული გამტარობით
  • ჰიპერტენზია არტერიული