კვამატელი მინი

კვამატელი მინი

კვამატელი მინის ზოგადი ინფორმაცია

კვამატელი მინი. QUAMATEL MINI. H2 რეცეპტორების ინჰიბიტორების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ფამოტიდინი. Famotidine. მწარმოებელი ფირმა – გედეონ რიხტერი (უნგრეთი).

კვამატელი მინის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კვამატელი მინი. QUAMATEL MINI გამოდის 10 მგ–იანი შემოგარსული ტაბლეტის ფორმით. 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ფამოტიდინს. დამხმარე ნივთიერებებია:  ბირთვი: ჰიდროფილური კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კარბოქსილმეთილამილოპექტინი, ტალკი, სახამებელი, ლაქტოზა. გარსი: რკინის წითელი ჟანგი, ტიტანის ორჟანგი, ჰიდროქსილპროპილ-მეთილცელულოზა, მაკროგოლის სტეარატი.

 კვამატელ მინის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კვამატელ მინის ფასები ფარმადეპოში
კვამატელ მინის ფასები ავერსში
კვამატელ მინის ფასები psp-ში
კვამატელ მინის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კვამატელი მინი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კვამატელ მინის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კვამატელი მინის აქტიური ნივთიერება      

ფამოტიდინი. Famotidine. ქიმიური დასახელება – 3-[[[2-[(ამინოიმინომეთილ)ამინო]-4-თიაზოლილ]მეთილ]თიო]-N-(ამინოსულფონილ) პროპანიმიდამიდი. ბრუტო–ფორმულა:C8H15N7O2S3. ფამოტიდინს მიაკუთვნებენ H2-ანტიჰისტამინური საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი:76824-35-6.

კვამატელი მინის სინონიმები

კვამატელი (QUAMATEL, Gedeon Richter, უნგრეთი),ფამოტადინი-დენკი 40 (Famotidine-Denk 40, Denk Pharma, გერმანია).

კვამატელი მინის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • გულძმარვა, კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობით გამოწვეული
  • კუჭის წვა
  • ტკივილი კუჭის
  • ჰიპერაციდული მდგომარეობა, ჭამის შემდგომი

კვამატელი მინის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფამოტიდინი ამცირებს მარილმჟავას ბაზალურ და მასტიმულირებელ სეკრეციას, კუჭის ლორწოვანი გარსის H2-რეცეპტორების პარიეტალური უჯრედების კონკურენტული ანტაგონიზმის ხარჯზე. პრეპარატის საკვებთან ან ანტაციდებთან ერთდროული მიღება არ მოქმედებს ამ უკანასკნელის შეწოვის უნარზე. Pპრეპარატების პერორალურად მიღებისას თერაპიული ეფექტი დგება ერთი საათის შემდეგ და გრძელდება 10-12 საათის განმავლობაში. ფამოტიდინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 40-45%-ს, ხოლო პლაზმიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2,3–3,5 საათს, 100 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის შემთხვევაში კი შესაძლოა გაიზარდოს 20 საათამდე. პერორალურად მიღების შემდეგ ფამოტიდინის 30-35% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად, ინტრავენურად მიღების შემთხვევაში კი 65-70%.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ხანმოკლე მკურნალობის მიზნით კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობით გამოწვეული გულძმარვის, კუჭის წვის, ტკივილის კუპირებისათვის. პრეპარატი გამოიყენება აგრეთვე ჭამის შემდგომი ჰიპერაციდული მდგომარეობის სამკურნალოდ. კუჭში ნორმაში გამომუშავდება კუჭის წვენი, განსაკუთრებით საჭმლის ან სითხის მიღების შემდეგ და თუ მოხდა მჟავის ჭარბი რაოდენობით გამომუშავება, ჩნდება არასასიამოვნო შეგრძნება შემაწუხებელი მწველი ტკივილის სახით.
კვამატელი მინის ერთი ტაბლეტი მკვეთრად ამცირებს მჟავის ჭარბ გამოთავისუფლებას, შესაბამისად მცირდება გულძმარვა და მასთან დაკავშირებული ჩივილები.
მიღების წესები და დოზები
ჰიპერაციდული მდგომარეობით გამოწვეული გულძმარვის, კუჭის წვის, კუჭის ტკივილის შესამცირებლად მიიღება 1 ტაბლეტი (10 მგ) დღე-ღამეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 2 ტაბლეტი (20 მგ).
ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია წყალთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატს, ისე კვამატელი მინისაც შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი ეფექტები.
იშვიათად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ფაღარათი, ყაბზობა, ალერგიული რეაქციები, სიყვითლე, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ცვლილებები, გულისრევა, პირღებინება, სხეულის ტემპერატურის მომატება, გულის რიტმის დარღვევები.
ძალიან იშვიათად: შესაძლოა აღინიშნოს: სისხლის წარმოქმნის დარღვევები, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, დროებითი ფსიქიკური დარღვევები, ქოშინი, თმის ცვენა, ფერიმჭამელები, ქავილი, კანის სიმშრალე, ხმაური ყურებში, გემოს შეგრძნების დაქვეითება.
მომატებული მგრძნობელობა – ალერგია – შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერი წამლის მიმართ. ამიტომ პრეპარატის მიღებისას წარმოქმნილი ნებისმიერი უჩვეულო მოვლენის შემთხვევაში – კანის ქავილი და გამონაყარი, სახის შეშუპება, ტკივილი სახსრებში ან სხვა უჩვეულო სიმპტომებისას (ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, გონების დაკარგვა და სხვ.) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება
პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ფამოტიდინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებში 16 წლამდე (კვლევების არარსებობის გამო).
ორსულობა და ძუძუთი კვება: უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად გარკვეული უნდა იყოს კუჭის ტკივილის მიზეზი.
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, თუ პაციენტს აღენიშნება:
– დისპეფსია და სხეულის წონის დაკლება;
– ყლაპვის გაძნელება ან მუცლის მუდმივი ტკივილი ან შავი ფერის განავალი.
ფამოტიდინმა შეიძლება შენიღბოს ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების სიმპტომები, ამიტომ ფამოტიდინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი პროცესი. პრეპარატი სიფრთხილით მიიღება ღვიძლის და თირკმელების დაავადების დროს.
თირკმლის უკმარისობის და თირკმლის სხვა დაავადებების შემთხვევაში კვამატელი მინის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მიერ.
ექიმის დანიშვნის გარეშე პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 2 კვირას. Aარასასურველი სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა მიმართოთ ექიმს.
ჭარბი დოზირება
თანამედროვე მონაცემებით, წლის განმავლობაში 800 მგ სადღეღამისო დოზით პრეპარატის გამოყენებას არ გამოუწვევია არანაირი გვერდითი მოვლენა.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, სიმპტომატური ან დამხმარე თერაპიის ჩატარება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ფამოტიდინი გავლენას არ ახდენს ღვიძლში სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმზე. კუჭში PH-ის მნიშვნელობის ცვლილებამ (მჟავიანობის დაქვეითება) შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების შეწოვაზე. თუ პაციენტი ღებულობს ანტაციდურ პრეპარატებს (მარილმჟავას შემბოჭავებს), მათი მიღება უნდა მოხდეს კვამატელის ტაბლეტის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
საჭმლის ან სითხის მიღება გავლენას არ ახდენს ფამოტიდინის შეწოვაზე.
პრეპარატის გავლენა ავტომობილის მართვაზე: არ არსებობს მონაცემები, რომელიც დაადასტურებდა კვამატელი მინის გავლენას ავტომობილის მართვაზე და სხვა მომატებული ტრავმატიზმის სამუშაოს შესრულებაზე.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა: 3 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე.