კოლდრექს ჯუნიორი ჰოთდრინქი

კოლდრექს ჯუნიორი ჰოთდრინქი

კოლდრექს ჯუნიორი ჰოთდრინქის ზოგადი ინფორმაცია

კოლდრექს ჯუნიორი ჰოთდრინქი. COLDREX JUNIOR HOT DRINK. გაციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება სისტემური გამოყენებისათვის. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N02BE51. აქტიური ნივთიერებები – პარაცეტამოლი + ფენილეფრინი + ასკორბინის მჟავა. Paracetamol + Phenylephrine + Ascorbic acid. მწარმოებელი ფირმა –«სმიტკლაინ ბიჩემ» (ესპანეთი).

კოლდრექს ჯუნიორი ჰოთდრინქის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კოლდრექს ჯუნიორი ჰოთდრინქი. COLDREX JUNIOR HOT DRINK გამოდის ფხვნილის (ხსნარის დასამზადებლად, სჰიგნით მისაღებათ) ფორმით 3 გ პაკეტში. აღწერილობა: თეთრიდან ღია ყვითელ შეფერილობამდე, ჰეტეროგენული ფხვნილი, ლიმონის არომატით. 125მლ ცხელ წყალში პრეპარატის გახსნისას წარმოიქმნება ხსნარი ყვითელიდან მოყვითალო-მწვანე შეფერილობამდე, ზედაპირზე აპკის წარმოქმნის გარეშე, ლიმონის არომატით: შესაძლოა უმნიშვნელო რაოდენობით ნალექი. პაკეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: პარაცეტამოლს 300მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს 5მგ, ასკორბინის მჟავას 20მგ; დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ციკლამატი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ციტრატი, სიმინდის სახამებელი, საქაროზა, ლიმონის არომატიზატორი 610399 E, კურკუმინის საღებავი E 100, კრემნის კოლოიდური დიოქსიდი.

 კოლდრექს ჯუნიორ ჰოთდრინქის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კოლდრექს ჯუნიორ ჰოთდრინქის ფასები ფარმადეპოში
კოლდრექს ჯუნიორ ჰოთდრინქის ფასები ავერსში
კოლდრექს ჯუნიორ ჰოთდრინქის ფასები psp-ში
კოლდრექს ჯუნიორ ჰოთდრინქის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კოლდრექს ჯუნიორი ჰოთდრინქი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კოლდრექს ჯუნიორ ჰოთდრინქის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კოლდრექს ჯუნიორი ჰოთდრინქის აქტიური ნივთიერებები

პარაცეტამოლი + ფენილეფრინი + ასკორბინის მჟავა. Paracetamol + Phenylephrine + Ascorbic acid. პარაცეტამოლს + ფენილეფრინს + ასკორბინის მჟავას მიაკუთვნებენ ანილიდებია ჯგუფს.

სინონიმები

კოლდრექს მაქს გრიპი (COLDREX MAX GRIP, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი), კოლდრექს ჰოტრემი ლიმნის არომატით (COLDREX HOTREM LEMON FLAVOUR, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი), კოლდრექს ჰოტრემი შავი მოცხარის არომატით (COLDREX HOTREM BLACK CURRANT FLAVOUR, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი), კოლდრექსი (COLDREX, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ირლანდია), ტერაფლუ (THERAFLU, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., კანადა).

კოლდრექს ჯუნიორი ჰოთდრინქის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • მომატებული ტემპერატურა, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • ტკივილი თავის, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • კანკალი, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • ტკივილი კუნთების, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • ტკივილი სახსრების, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • შეგუგება ცხვირის, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • ყელის ტკივილი, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული

კოლდრექს ჯუნიორი ჰოთდრინქის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
კოლდრექსი იუნიორი ჰოთდრინქი – კომბინირებული პრეპარატი.
პარაცეტამოლი ახდენს ტკივილგამაყუჩებელ და სიცხისდამწევ მოქმედებას ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება, ხსნის ცხვირის შეგუბებას,( ავიწროებს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს) და აუმჯობესებს სუნთქვას.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) აკმაყოფილებს C ვიტამინზე გაზრდილ მოთხოვნილებას, გაციებისა და გრიპის დროს.
ჩვენებები
გამოიყენება ბავშვებში 6-12 წლამდე გაციებისა და გრიპის ძირითადი სიმპტომების კუპირებისათვის, ისეთი როგორიცაა მომატებული ტემპერატურე, თავის ტკივილი, კანკალი, სახსრებისა დაკუნთების ტკივილი, ცხვირის შეგუბება, ყელის ტკივილი.
მიღების წესები და დოზები
1 საშეტის შიგთავსი მოვათავსოთ ფინჯანში, დავასხათ დაახლოებით 125 მლ ცხელი წყალი, მოვურიოთ გახსნამდე. თუ აუცილებელი დავამატოთ ცივი წყალი და შაქარი.
ბავშვებში 6-12 წლამდე: 1 საშეთი ყოველ 4 საათში. არაუმეტეს 4 საშეტისა 24 საათის განმავლობაში.
ნუ გამოვიყენებთ პრეპარატს 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
Pრეპარატი მიღება 5 დღეზე მეტი ხანგრძლივობით არ არის რეკომენდებული ექიმთან კონსულტაციის გარეშე. .თუ სიმპტომები ნარჩუნდება მიმართეთ ექიმს. ნუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზას, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ვინაიდან მოგვიანებით შესაძლოა ღვიძლის სერიოზული დაზიანება.
უკუჩვენება
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული სხვა პარაცეტამოლის შემცველ პრეპარატებთან ერთად, პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენას გენეტიკური არ არსებობისას, სისხლის დაავადებების დროს, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს, თირეოტოქსიკოზი, დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის დაავადებები ( აორტალური სარქვლის გამოხატული სტენოზი, მწვავე მიოკარდის ინფარქტი, ტაქიარითმია), დახურულკუთხოვანი გლაუკომა, 6 წლამდე ასაკის ბავშვები. სიფრთხილით გამოიყენება კეთილთვისეიანი ჰიპერბილირუბინემიის დროს
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია: ჰიპნატრიული დიეტის შენარჩუნების აუცილებლობისას ( ყოველი საშეტი შეიცავს 0,06გ ნატრიუმს). ღვიძლის ტოქსიური დაზიანების თავიდან ასაცილებლად პრეპარატი არ მიიღებაეთანოლის შემცველ პრეპარატებთან ერთად. კოლდრექს იუნიორის აქტიური ნივთიერებები არ იწვევს ძილიანობას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის მიღება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად არ არის რეკომენდებული, ასევე მათი მოხსნიდან 14 დღის განმავლობაში. ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკი იზრდება ბარბიტურატებთან, დიფენინთან, კარბამაზეპინთანრიფამპიცინთან, ზიდოვუდინთან და სხვა ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის თუ თქვენ იღებთ მეტოკლოპრამიდს, დომპერიდონს ( გულისრევისა და ღებინების მკურნალობისას) ან ქოლესტირამინს ( სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად), მეტოკლოპრამიდი და დომპერიდოლი ზრდის პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარეს, ხოლო ქოლესტირამინი აქვეითებს.
გლუკოკორტიკოსტეროიდები ზრდიან გლაუკომის განვითარების რისკს. პარაცეტამოლი აქვეითებს დიურეზული პრეპარატების ეფექტს. გალოტანი ზრდის პარკუჭოვანი არითმიის რისკს.
ფენილეფრინი აქვეითებს გუანეტიდინის ჰიპოტენზიურ ეფექტს.. გუანეტიდინი აძლიერებს ალფა-ადრენომასტიმულირებელი, ხოლო ტრიციკლური ანტიდეპრესანტები – ფენილეფრინის სიმპატომიმეტიკურ ეფექტს. ხანგრძლივი მიღებისას პარაცეტამოლი აძლიერბს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს ( ვარფარინი და სხვა კუმარინები ), რაც ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს.
შენახვის პირობები და ვადები
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ტემპერატურე არაუმეტეს 25 oC
3 წელი.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ ნუ გამოიყენებთ პრეპარატს.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე

 

Share this...Share on Facebook
Facebook