მულტი-ტაბს აქტივი

  მულტი-ტაბს აქტივი

მულტი-ტაბს აქტივის ზოგადი ინფორმაცია

მულტი-ტაბს აქტივი. Multi-tabs Active. პოლივიტამინები მაკრო და მიკროელემენტებით. აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – ფეროსან ა/ს (დანია).

მულტი-ტაბს აქტივის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მულტი-ტაბს აქტივი. Multi-tabs Active გამოდის ტაბლეტის ფორმით.თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:ვიტამინ A–ს (რეტინოლა აცეტატი) 800 მკგ ≈ 2666 სე , ვიტამინ D–ს (ქოლეკალციფეროლი) 5 მკგ ≈ 200 სე,  ვიტამინ E–ს (D-α – ტოკოფეროლ აცეტატი) 10 მკგ ≈14,90 სე, ვიტამინ B-1–ს ( თიამინის ნიტრატი) 1,4 მგ, ვიტამინ B-2–ს (რიბოფლავინი) 1,6 მგ, ვიტამინ B-6–ს (პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) 2 მგ, ვიტამინ B-12–ს (ციანოკობალამინი) 1 მკგ, ნიკოტინამიდს 18 მგ, პანტოტენის მჟავას 6 მგ, ფოლის მჟავას 200 მკგ, ვიტამინ C–ს (ასკორბინის მჟავა) 60 მგ, მაგნიუმს (მაგნიუმის ოქსიდი) 100 მგ, რკინას (რკინის ფუმარატი) 14 მგ, თუთიას (თუთიას ჟანგი) 15 მგ, სპილენძს (სპილენძის სულფატი) 2 მგ, მანგანუმს (მანგანუმის სულფატი) 2,5 მგ, ქრომს (ქრომის ქლორიდი) 50 მკგ, სელენს (ნატრიუმის სელენატი) 50 მკგ, იოდს (კალიუმის იოდიდი) 150 მკგ, კორეული ჯენშენის სტანდარტიზირებული 127,1 მგ. ექსტრაქტი, შეიცავს გინსენოზიდების 8,3 მგ-ს. აქტიურ ნივთიერებებში შემავალი არააქტიური ინგრედიენტებია : საქაროზა, ჟელატინი, მოდიფიცირებული სახამებელი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, ნატრიუმის ალუმოსილიკატი, ტრიგლიცერიდები, გიპრომელოზა, გლუკოზის სიროფი, სიმინდის სახამებელი, წყალი. დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ასკორბინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, გლიცეროლი 85%, სტეარინის მჟავა, გაწმენდილი წყალი. გარსი : გიპრომელოზა 3, გიპრომელოზა 15, გლიცეროლი 85%, რკინის ყავისფერი ოქსიდი, ტალკი.აღწერა:მრგვალი, ორმაგად ამობურცული მოწითალო-მოყავისფრო შემოგარსული ტაბლეტები. გარდატეხაზე : მარცვლოვანი მობეჟო-მოყვითალო მასსა ფერადი წერტილებით.

მულტი-ტაბს აქტივის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მულტი-ტაბს აქტივის ფასები ფარმადეპოში
მულტი-ტაბს აქტივის ფასები ავერსში
მულტი-ტაბს აქტივის ფასები psp-ში
მულტი-ტაბს აქტივის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც მულტი-ტაბს აქტივი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია მულტი-ტაბს აქტივის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

მულტი-ტაბს აქტივის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ჰიპოვიტამინოზი
  • ავიტამინოზი
  • მინერალების უკმარისობა
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება
  • ფიზიკური დატვირთვები
  • ინტელექტუალური დატვირთვები
  • გადაღლილობა გაძლიერებული
  • ასთენია
  • ფსიქოემოციური გადატვირთვები
  • სტრესი
  • სექსუალური პოტენციის დაქვეითება
  • რეკონვალესცენციის პერიოდი
  • კვება  არასაკმარისი
  • კვება არაბალანსირებული
  • დიეტა

მულტი-ტაბს აქტივის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედება განისაზღვრება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.
ჩვენებები
ბავშვებისათვის 12 წლის ზემოთ და მოზრდილთათვის:
– ჰიპოვიტამინოზისა და ავიტამინოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა; მინერალების უკმარისობა ;
– შრომისუნარიანობის ასამაღლებლად, ფიზიკური და ინტელექტუალური დატვირთვებისას;
– გაძლიერებული გადაღლილობისას და ასტენიისას;
– ფსიქოემოციური გადატვირთვებისას და სტრესის დროს;
– სექსუალური პოტენციის ასამაღლებლად;
– ავადმყოფობისგან მორჩენის პერიოდში;
– არასაკმარისი ან არაბალანსირებული კვებისას ან დიეტის შემთხვევაში.
მიღების წესები და დოზები
ბავშვებში 12 წლის ზემოთ და მოზარდებში: 1 ტაბლეტი დღეში საჭმელთან ერთად. მიიღეთ დღის პირველ ნახევარში.
გვერდითი მოვლენები
შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს
უკუჩვენება
– პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობა;
– ჰიპერტონული დაავადება;
– გაძლიერებული ნერვული აღგზნებადობა;
– ინფექციური დაავადებების მწვავე პერიოდი;
– კრუნჩხვითი მდგომარეობები;
– ბავშვებში 12 წლამდე
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვებისას არ არის რეკომენდირებული.
განსაკუთრებული მითითებები
მულტი-ტაბს აქტივის მიღება არ არის რეკომენდირებული დღის მეორე ნახევარში, რათა არ მოხდეს ძილის დარღვევა. პრეპარატის მიღებისას შესაძლოა შარდის ყვითელ ფერში შეფერვა, რაც აბსოლუტურად არ წარმოადგენს საშიშროებას და განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით.
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია იმ პირებისათვისაც რომელთაც აწუხებთ დიაბეტი და მათთვისაც ვინც ვერ იტანს ფლუტენსა და ლაქტოზას.
ჭარბი დოზირება
დოზის მწვავე გადაჭარბების შემთხვევაში (სხეულის მასის კგ-ზე 2 ტაბლეტის მიღების შემთხვევაში) აუცილებელია მოხდეს კუჭის გამორეცხვა და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატი აძლიერებს სტიმულატორებისა და ანალეპტიკების მოქმედებას (კოფეინი, კამფორა და სხვა) და წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის დამრთგუნველი საშუალებების ანტაგონისტს, მათ შორის ბარბიტურატების, ტრანკვილიზატორების, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების და სხვა. არ არის რეკომენდირებული სხვა პოლივიტამინური კომპლექსების მიღება ვიტამინების რაოდენობის გადაჭარბების საშიშროების თავიდანაცილების მიზნით.
შენახვის პირობები და ვადები
მშრალ ადგილზე. ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +25oC
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ

Share this...Share on Facebook
Facebook