ნიტრომინტი

ნიტრომინტი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ნიტროგლიცერინი/NITROGLYCERIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პერიფერიული ვაზოდილატატორი. ანტიანგინალური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
აეროზოლი: ბალონში 10 გ (180 დოზა)
1 დოზა
ნიტროგლიცერინი………..  0.4 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ეთანოლი, პროპილენგლიკოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიტროგლიცერინი მოქმედებს სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე და აგანიერებს პერიფერიულ ვენებსა და არტერიებს, ასევე, კორონარულ სისხლძარღვებს, რითაც ამცირებს გულის პრო- და პოსტდატვირთვას, ამცირებს ჟანგბადზე მოთხოვნას, აუმჯობესებს კორონარულ სისხლმიმოქცევას და იშემიური მიოკარდიუმის უზრუნველყოფას ჟანგბადით.
პრეპარატი აუმჯობესებს გულის მუშაობას და ფიზიკური დატვირთვის ამტანობას.

ჩვენებები:
ნიტრომინტი გამოიყენება სტენოკარდიის მწვავე შეტევის დროს (ტკივილი გულის არეში) და, ასევე,
სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკისათვის, პირის ღრუში შესხურების გზით ფიზიკური დატვირთვის წინ;
მისი გამოყენება შეიძლება, როგორც დამატებითი საშუალება გადაუდებელ სიტუაციაში მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობისა და, ასევე, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ავსების წნევის შესამცირებლად;
ნიტრომინტის აეროზოლით შეიძლება კორონარული არტერიების სპაზმის პროფილაქტიკა კორონაროგრაფიის დროს.
პირის ლორწოვან გარსზე მოხვედრის შემდეგ ნიტროგლიცერინი სწრაფად შეიწოვება და მისი ეფექტი ერთ წუთში ვლინდება.

მიღების წესი და დოზირება:
ნიტრომინტის აეროზოლი ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულებით. ნებისმიერი საკითხის გასარკვევად საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
დოზირების სარქველზე თითის ყოველი დაჭერა უშვებს ერთ დოზას (ნიტროგლიცერინის 0.4 მგ) აეროზოლის სახით მექანიკური ტუმბოს მქონე ბალონიდან.

ჩვეულებრივი დოზები:
სტენოკარდიის შეტევის დროს უნდა იქნას შესხურებული ერთი ან ორი დოზა ენის ქვეშ მჯდომარე მდგომარეობაში. აუცილებლობის შემთხვევაში 15 წუთის მანძილზე შეიძლება შესხურება არა უმეტეს სამი დოზისა (სარქველზე დაჭერით).

პროფილაქტიკა: ერთი დოზის შესხურება ფიზიკურ დატვირთვამდე 5-10 წუთით ადრე.

მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა ფილტვების შეშუპებით ან მის გარეშე და მიოკარდიუმის მწვავე
ინფარქტი: რეკომენდებული დოზა – სარქველზე 1-3 დაჭერა (0.4-1.2 მგ) სისხლმიმოქცევის კონტროლით (სისტოლური არტერიული წნევა უნდა იყოს 100 მმ ვწყ.სვ.-ზე მაღალი), არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში იმავე დოზის განმეორება შეიძლება 10 წუთში.

კორონაროგრაფიის წინ: პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია 1-2 დოზის შესხურება (0.4-0.8 მგ).
ხანდაზმულ პაციენტებს შეუძლიათ იგივე დოზის მიღება.

! არ არის რეკომენდებული ნიტრომინტის აეროზოლის გამოყენება ბავშვებში.

თუ ნიტრომინტის აეროზოლი ავლენს ძალიან ძლიერ ან ძალიან სუსტ ეფექტს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

როგორ უნდა მიიღოთ ნიტრომინტის აეროზოლი
პაციენტს შეიძლება დასჭირდეს ნიტრომინტის აეროზოლის სასწრაფოდ გამოყენება სიბნელეში, ამიტომ, თუ მას იგი არასოდეს გამოუყენებია, უნდა გაივარჯიშოს და რამდენიმე დოზა ჰაერში გაუშვას. ეს დაგეხმარებათ დოზირების ტუმბოს ავსებაში.
– შეძლებისამებრ დაჯექით;
– მოხსენით ხუფი. აეროზოლი დაიჭირეთ ვერტიკალურად, საჩვენებელი თითი დაადეთ თეთრ ღილაკს;
– გააღეთ პირი და მიიტანეთ მასთან აეროზოლის ბალონი, რაც შეიძლება ახლოს, მიეცით მიმართულება ენის ქვეშ;
– ძლიერად დააჭირეთ ღილაკს, აეროზოლს მიეცით მიმართულება ენის ქვეშ;
– დაუყოვნებლივ დახურეთ პირი, მაგრამ არ შეისუნთქოთ პრეპარატი. აეროზოლის შესხურების დრო შეაჩერეთ სუნთქვა;
– აუცილებლობის შემთხვევაში დაელოდეთ 30 წამი და გაიმეორეთ მთელი პროცედურა.
ბალონის შენჯღრევა გამოყენების წინ არ არის საჭირო.
აღნიშნულის შესრულება ადვილია ღამითაც, რადგან დოზირების სარქველის გამშვები ხვრელის პოვნა შეიძლება შეხებით.

ჭარბი დოზირება:
თუ მიღებულია ნიტრომინტის ძალიან მაღალი დოზა, დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ან მიმართვა უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. თან უნდა იქონიოთ ინსტრუქცია და აეროზოლის დარჩენილი რაოდენობა ექიმის ინფორმირებისათვის.
გადაჭარბებულმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ცნობილი გვერდითი მოვლენები (თავის ტკივილი, არტერიული წნევის დაცემა, ორთოსტატული ჰიპოტენზია, რეფლექსური ტაქიკარდია, თავბრუსხვევა, სახის სიწითლე, ღებინება და დიარეა). უკიდურესად მაღალი დოზები იწვევს მეტჰემოგლობინემიას, ციანოზს, დისპნოესა და ტაქიპნოეს.

გადაჭარბებული დოზირების მკურნალობა: მსუბუქ შემთხვევებში -პაციენტის გადაყვანა მწოლიარე მდგომარეობაში ქვემო კიდურების აწეული მდებარეობით. გადაჭარბებული დოზირების მძიმე მოვლენების დროს საჭიროა ინტოქსიკაციისა და შოკის (მოცირკულირე სისხლის მოცულობის შევსება, ნორადრენალინი და/ან დოფამინი და ა.შ.) მკურნალობის ზოგადი მეთოდების გამოყენება.

დრენალინი უკუნაჩვენებიამეტჰემაგლობინემიის განვითარების შემთხვევაში შეიძლება შემდეგი ანტიდოტების დამკურნალობის მეთოდების გამოყენება:
– ვიტამინი C -1 გ ნატრიუმის მარილის სახით შიგნით მისაღებად ან ინტრავენურად;
– მეთილენის ლურჯი ინტრავენურად 1%-იანი ხსნარის 50 მლ-მდე;
– ტოლუიდინის ლურჯი ინტრავენურად, პირველი დოზა 2-4 მგ/კგ-ზე, შემდეგ მრავალჯერადად 2 მგ/კგ-ზე;
– ოქსიგენოთერაპია, ჰემოდიალიზი, სისხლის გადასხმა (გაცვლითი გადასხმა).

გვერდითი მოვლენები:
მკურნალობის დაწყებისას შესაძლოა თავის ტკივილი სისხლძარღვების გაფართოვების შედეგად. პრეპარატის პირველი მიღების ან დოზის გაზრდის დროს შესაძლოა არტერიული წნევის დაქვეითება ან ორთოსტატული ჰიპოტენზია გახშირებული გულისცემით, თავბრსუხვევით და სისუსტით. შესაძლებელია, ასევე, წვის ხანმოკლე, მსუბუქი შეგრძნება.
იშვიათ შემთხვევებში ვითარდება გულისრევა, ღებინება, სახის სიწითლე, კანის ალერგიული რეაქციები და, ასევე, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
წნევის მკვეთრად გამოხატულმა დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მკერდში ტკივილის გაძლიერება.
იშვიათად შეიძლება აღინიშნოს კოლაფსი არარეგულარული გულის რითმით და გონების დაკარგვით.
იშვიათ შემთხვევებში – ძირითადად გადაჭარბებული დოზირების დროს -შესაძლებელია ციანოზი (სახის კანის შეფერვა ნაცრისფრად ან ლურჯად), სისხლის მაჩვენებლების შეცვლა (მეტჰემოგლობინემია), ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება. შეიძლება პაციენტს დასჭირდეს დამატებითი მკურნალობა.

უკუჩვენებები:
ნიტრომინის აეროზოლი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
* ორგანული ნიტრატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (თუ ნიტრატების მიღების შემდეგ ადგილი აქვს სახის, კიდურების, ტუჩების, პირის ლორწოვანი გასის, ენის, ხორხის და/ან ხახის შეშუპებას);
* გამოხატული ჰიპოტენზია (დაქვეითებული არტერიული წნევა, სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ ვწყ.სვ.-ზე ნაკლები);
* მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ავსების დაბალი წნევით;
* ნებისმიერი შემდეგი მდგომარეობებიდან: მარცხენა პარკუჭის უკმარისობა ავსების დაბალი წნევით, სტენოკარდია, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, კონსტრიქციული პერიკარდიტი, პერიკარდიუმის ტამპონადა, აორტული და მიტრალური სტენოზი;
*პირველადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (ეს საშიშროება განსაკუთრებით მაღალია ავადმყოფებში გულის კორონარული დაავადებებით);
* თუ პაციენტი იღებს პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს სილდენაფილს, არ შეიძლება ნიტრომინტის და სხვა ნიტრატების გამოყენება;
* თუ ქალასშიდა წნევა მომატებული (მაგალითად, თავის ტვინში სისხლჩაქცევის ან ტრავმის შემდეგ);
* ნიტრომინტის აეროზოლის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობით (შოკი, კოლაფსი) და კარდიოგენული შოკით (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საბოლოო დიასტოლური წნევა მარცხენა პარკუჭში უზრუნველყოფილია შიდააორტული ბალონური პულსაციით ან საშუალებებით, რომლებსაც აქვთ დადებითი ინოტროპული ეფექტი).

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს მოითხოვს რისკისა და სარგებლის საგულდაგულო ანალიზს და უნდა განხორციელდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
საჭიროა კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე ორსულობის ან ბავშვის ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:
ნიტრომინტის აეროზოლის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
* ორთოსტატული ჰიპოტენზიის ან ქალასშიდა წნევის მომატების რისკის დროს საჭიროა ექიმის ინფორმირება მკურნალობის დაწყებამდე. შაკიკისა და დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს პრეპარატის მიღება უნდა ხდებოდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.
* აეროზოლის მიღება შეიძლება ქმნიდეს გარკვეულ საშიშროებას ღვიძლის დაავადებების, ალკოჰოლის გამოყენების, ეპილეფსიის, ქალა-ტვინის ტრავმების და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დაავადებების დროს. ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაშიც კი საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
* პრეპარატს შეუძლია შარდით კატექოლამინებისა და ვნმ-ს (ვანილილნუშისებრი მჟავა)  გამოყოფის გაძლიერება.
* მგრძნობელობა ნიტრატებზე სხვადასხვა პაციენტებში შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს. ეს ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული დოზის შერჩევის დროს. მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ტოლერანტობა.
* პრეპარატი ადვილადაალებადია, ფეთქებადი. არ შეიძლება მისი ჩაგდება ცეცხლში, მაშინაც კი თუ ბალონი ცარიელია.
* ნიტრომინტის აეროზოლის გამოყენება საკვებთან და სასმელთან მიმართებაში: ალკოჰოლური სასმელი არ გამოიყენება ნიტრომინტის აეროზოლით მკურნალობის დროს.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა: მკურნალობის პირველ ეტაპზე შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა და ადვილად დაღლილობა. ამიტომ თავი უნდა ავარიდოთ სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვას ან სამუშაოების შესრულებას მომატებული რისკით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აუცილებელად საჭიროა ექიმის ინფორმირება ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს ამჟამად ან რომლის მიღებასაც გეგმავს მომავალში.
– ნიტრომინტის აეროზოლის გამოყენება არ შეიძლება, სილდენაფილის (ამ დროს ნიტრომინტის აეროზოლის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს) მიღებისას.

ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების მიღების დროს ნიტრომინტის აეროზოლის გამოყენებაშესაძლებელია, მაგრამ საჭიროებს სიფრთხილეს, რადგან მას ძალუძს სხვა პრეპარატებისეფექტების გაძლიერება ან შეცვლა;

– სისხლძარღვების გამაფართოებელი და სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებები, ნეიროლეფსიურები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (ყველა მათგანს შეუძლია ნიტროგლიცერინის  ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება);
– დიჰიდროერგოტამინი (მისმა დონემ სისხლში და ეფექტმა შეიძლება მოიმატოს ერთობლივი გამოყენების დროს);
– ჰეპარინი (ჰეპარინის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს);
– თუ პაციენტი ადრე იღებდა ორგანულ ნიტრატებს (მაგალითად, დინიტრატს ან იზოსორბიდის მონონიტრატს), მას შეიძლება დასჭირდეს ნიტროგლიცერინის უფრო მაღალი დოზები.
ამჟამინდელი და გადატანილი დაავადებების შესახებ, საჭიროა კონსულტაცია ექიმთან.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და  სითბოს წყაროებისგან დაცულ ადგილას.
პრეპარატის შენახვა და გამოყენება ღია ცეცხლთან ან მოწევის ადგილას აკრძალულია.
ცარიელი ბალონის ცეცხლში ჩაგდება აკრძალულია!

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:  პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: უნგრეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook