პარლაზინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ცეტირიზინი/CETIRIZINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰისტამინური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 1 ან 3 ბლისტერი.
1 ტაბ.
ქლორპირამინის ჰიდროქლორიდი…..   10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კაჟბადის კოლოიდური უწყლო ორჟანგი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი და მიკროკრისტალური ცელულოზა. გარსი შედგება ჰიდროქსიპროპილმეთილ-ცელულოზისაგან, ტიტანის ორჟანგისაგან, მაკროგოლი 400-საგან და ყვითელი არიავეტ სანსეტისაგან.
წვეთები პერორალური მიღებისთვის: ფლაკონში 20 მლ
1 მლ
ცეტირიზინის ჰიდროქლორიდი……………         10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის საქარინატი, ნატრიუმის აცეტატი, მეტალ-პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, გაყინული ძმარმჟავა, გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები:
მუდმივი ალერგიული რინიტი;
სეზონური ალერგიული რინიტი და კონიუქტივიტი;
ქავილი;
ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება.

მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკის ზევით: ჩვეულებრივი დოზა – 1 შემოგარსული ტაბლეტი დღეში, სასურველია ღამით.
6-12 წლამდე ასაკის ბავშვები: ჩვეულებრივი დოზა – 1/2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში (ერთი დილით, მეორე საღამოს); ან ერთი მთლიანი ტაბლეტი საღამოს.
წვეთები
უფროსები და 12 წელზე უფროსი მოზარდები: ჩვეულებრივი დოზა – 10 მგ ერთხელ დღეში (20 წვეთი, სასურველია ღამით.
6-12 წლამდე ასაკის ბავშვები: ჩვეულებრივი დღიური დოზა – 5 მგ (10 წვეთი) 2-ჯერ  დღეში (დილას და საღამოს); ან 10 მგ (20 წვეთი) საღამოს.
2-6 წლის ბავშვები: ჩვეულებრივი დღის დოზა – 5 მგ (10 წვეთი დღეში). ასევე ამ დოზის გაყოფა შეიძლება ორ მიღებად 2.5 მგ (5 წვეთი დილას და საღამოს).
1-2 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2.5 მგ (5 წვეთი) 2-ჯერ დღეში.
ხანდაზმული ავადმყოფები: ასეთი ავადმყოფებისათვის რეკომენდებულია დოზის შემცირება 5 მგ-მდე დღეში.
ავადმყოფებს თირკმლის უკმარისობით: უნიშნავენ რეკომენდებული დოზის ნახევარს (5 მგ დღეში).
– როდესაც კრეატინინის კლირენსი არის <30 მლ/წთ – 5 მგ (10 წვეთი) დღეგამოშვებით.
– როდესაც კრეატინინის კლირენსი არის <10 მლ/წთ – პრეპარატი არ ინიშნება.

გვერდითი მოვლენები:
• დოზაზე დამოკიდებული სედატიური ეფექტი;
• დაღლილობის შეგრძნება;
• თავის ტკივილი;
• თავბრუსხვევა;
• სიმშრალე პირში;
ღებინება და კუჭ-ნაწლავის მხრიდან სხვა სიმპტომები;
• შფოთვა (მოძრაობითი აქტივობის მომატება).
ზემოაღნიშნული გვერდითი ეფექტების ინტენსივობის შემცირება შეიძლება დღიური დოზის ორ მიღებად გაყოფით.
• ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (სისხლძარღვების შეშუპება, გამონაყარი) წარმოიქმნება იშვიათად (≤2%).

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა ცეტირიზინის ან პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ;
* ძუძუთი კვება, რადგან ცეტირიზინი აღწევს დედის რძეში. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილებში სავარაუდო გვერდითი ეფექტების რისკი აღემატება შესაძლო სარგებელს დედისათვის და, ამგვარად, ლაქტაციის დროს ცეტირიზინს არ ნიშნავენ;
* ბავშვთა ასაკი 1 წლამდე (ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებული არ არის);
* ორსულობა წარმოადგენს შედარებით უკუჩვენებას. ექსპერიმენტულ გამოკვლევებზე დაყრდნობით შეიძლება დადასტურდეს, რომ ცეტირიზინს არ გააჩნია ტერატოგენული ეფექტი. მონაცემები ადამიანზე კონტროლირებადი კვლევების შესახებ არ არსებობს, რის გამოც, ორსული ქალებისათვის პრეპარატი რეკომენდებული არ არის;
* კრეატინინის კლირენსი <10მლ/წთ.
* ორ წლამდე ბავშვებს ცეტირიზინი არანაირი ფორმით არ ენიშნებათ (ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის).
შემოგარსული ტაბლეტების ბავშვებში გამოყენება შეიძლება 6 წლისა და უფროს ასაკში.
ცეტირიზინის ხსნარი შინაგანი მიღებისათვის რეკომენდებულია 2-დან 6 წლამდე ბავშვების სამკურნალოდ.

განსაკუთრებული მითითებები:
♦ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების შემთხვევაში, ცეტირიზინით მკურნალობას დაუყოვნებლივ წყვეტენ.
♦ ავადმყოფებში თირკმლის უკმარისობით, ნივთიერების შენელებული გამოყოფის გამო. პრეპარატს შეუძლია კუმულირება. ასეთი ავადმყოფებისათვის ცეტირიზინის დანიშვნისას ჩვეულებრივ, უფროსებისათვის რეკომენდებული დოზებით, შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, დაკავშირებული ქოლინომაბლოკირებელ და ცნს-ზე მოქმედებასთან. ასეთი ავადმყოფებისათვის რეკომენდებულია ცეტირიზინის დოზის შემცირება.
♦ ხანდაზმულ ავადმყოფებში აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა ქოლინომაბლოკირებელი გვერდითი ეფექტების მიმართ (მაგალითად, სიმშრალე პირში, შარდის შეკავება), თუ ასეთი სიმპტომები ავადმყოფისათვის მიუღებელი ხდება და ძლიერდება, პარლაზინით მკურნალობა უნდა შეწყდეს. გამოხატული ქოლინომაბლოკირებელი ან ცნს-ის დამთრგუნველი მოქმედება პარლაზინის ჩვეულებრივი დოზებით დანიშვნისას როგორც წესი, არ წარმოიქმნება, მაგრამ, ცეტირიზინის დაგროვების რისკი იზრდება (შესაძლებელია, თირკმელების ფუნქციის პროგრესირებადი შემცირების გამო ხანდაზმულ ავადმყოფებში).
♦ შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. ავადმყოფებს, რომლებსაც აღენიშნებათ ლაქტოზას აუტანლობა, ამის შესახებ დროულად ატყობინებენ.
♦ ისევე, როგორც სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების შემთხვევაში, მათი მეშვეობით მკურნალობა უნდა შეწყდეს სამი დღით ადრე პრიკის სინჯის ჩატარებამდე (არასწორი რეაქციით არიდების მიზნით).
♦ პარლაზინით მკურნალობის დროს ალკოჰოლური სასმელებით სარგებლობა კატეგორიულად აკრძალულია.
♦ წვეთები შეიცავს პროპილ-პარაჰიდრობენზოატს, როგორც დამხმარე ნივთიერებას, რომელმაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, მსუბუქი თავის ტკივილი, კონცენტრაციის დაქვეითება, ამიტომ მკურნალი ექიმი ადგენს თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის შეზღუდვის ხარისხს.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: დაღლილობისა და ძილიანობის შეგრძნება წარმოადგენს პრეპარატის ჭარბი დოზის ყველაზე ხშირ სიმპტომს. შფოთვა და გაღიზიანებადობა, რომელსაც ძილიანობა მოსდევს, ახასიათებს ცეტირიზინის ჭარბი დოზის შემთხვევებს ბავშვებში.
მკურნალობა: მასიური ჭარბი დოზის მიღებისას გამოწვეულ უნდა იქნეს გულისრევა, ასევე დაინიშნოს სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
პრეპარატისაგან სისხლის გასათავისუფლებლად ჰემოდიალიზი გამოუსადეგარია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– შესაძლო ურთიერთქმედება ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ნებისმიერთან აღმოჩენილი არ არის: დიაზეპამი, ციმეტიდინი, აზითრომიცინი, პსევდოეფედრინი, კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი, თეოფილინი (მცირე დოზებით).
– მაკროლიდებთან და კეტოკონაზოლთან ერთდროული გამოყენებისას არ აღინიშნება ეკგ ცვლილება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.
გახსნილი ფლაკონი ინახება 4 კვირა.

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC,უნგრეთი

გაფრთხილება