სომნა-რიცი ფორტე

  სომნა-რიცი ფორტე

სომნა-რიცი ფორტეს ზოგადი ინფორმაცია

სომნა-რიცი ფორტე. SOMNA-RITZ FORTE. ფიტოპრეპარატების ჯგუფის ანქსიოლიზური და საძილე სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – Passiflora + Humulus lupulus + Valeriana + Hypericum + Melissa + Crataegus. მწარმოებელი ფირმა – ჯი-ემ-პი (საქართველო).

სომნა-რიცი ფორტეს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

სომნა-რიცი ფორტე. SOMNA-RITZ FORTE გამოდის კაფსულის ფორმით. პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს 200 მგ პასიფლორას (Passifl ora incarnata) მშრალ ექსტრაქტს, 125 მგ კატაბალახას (Valeriana offi cinalis) მშრალ ექსტრაქტს, 100 მგ სვიის (Humulus lupulus) მშრალ ექსტრაქტს, 50 მგ კუნელის (Crataegus) მშრალ ექსტრაქტს და 25 მგ ბარამბოს (Melissa offi cinalis) მშრალ ექსტრაქტს.

სომნა-რიც ფორტეს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

სომნა-რიც ფორტეს ფასები ფარმადეპოში
სომნა-რიც ფორტეს ფასები ავერსში
სომნა-რიც ფორტეს ფასები psp-ში
სომნა-რიც ფორტეს ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც სომნა-რიცი ფორტე, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია სომნა-რიც ფორტეს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

სომნა-რიცი ფორტეს სინონიმები

სომნა-რიცი (SOMNA-RITZ, GMP, საქართველო).

სომნა-რიცი ფორტეს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • სტრესული სიტუაციები
  • უძილობა, სტრესის შემდგომი
  • უძილობა, სხვადასხვა ეტიოლოგიის, გამოწვეული: შფოთვით, შიშით ან გაღიზიანებადობით, გადაღლით, მომატებული აგზნებადობით, ფსიქო-ემოციური გადაძაბვით, მსუბუქი დეპრესიით, მოუსვენრობით, დაღლილობით ან დათრგუნვით

სომნა-რიცი ფორტეს საფირმო აღწერიდან

მოქმედების მექანიზმი
სომნა-რიცი ფორტე მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია. პრეპარატს აქვს საძილე და სედატიური მოქმედება. მის შემადგენლობაში შემავალი მცენარეების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის სწრაფ განვითარებას, არეგულირებს ძილის ფაზებს, გაღვიძებისას არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს, აღადგენს ნერვული სისტემის წონასწორობას, ხსნის მსუბუქ დეპრესიას, შიშს, მოუსვენრობას. კატაბალახა ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის განვითარებას. სვია დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ახასიათებს მსუბუქი საძილე ეფექტი. პასიფლორა (ვნების ყვავილი) ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, გაღვიძებისას არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს. კუნელი აუმჯობესებს ძილს, ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას. ბარამბო იწვევს სედატიურ ეფექტს, ამშვიდებს და აძლიერებს ნერვულ სისტემას.
ჩვენებები
არჩევის პრეპარატი სტრესულ სიტუაციებსა და სტრესის შემდგომი უძილობის დროს. სხვადასხვა ეტიოლოგიის უძილობა, გამოწვეული:
– შფოთვით, შიშით ან გაღიზიანებადობით;
– გადაღლით;
– მომატებული აგზნებადობით;
– ფსიქო-ემოციური გადაძაბვით;
– მსუბუქი დეპრესიით, მოუსვენრობით;
– დაღლილობით და დათრგუნვით.
მიღების წესები და დოზები
ინიშნება 1 კაფსულა დაძინებამდე 1 საათით ადრე. ხანგრძლივი დეპრესიით და მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობით გამოწვეული უძილობის დროს რეკომენდებულია 1 კაფსულა ორ-სამჯერ დღეში. კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზით პრეპარატის მიღებისას გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის მიღება ჩვენების მიხედვით. სომნა-რიცი ფორტე აძლიერებს საძილე, სედატიური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე!

 

Share this...Share on Facebook
Facebook