ჰალიქსოლი სიროფი

ჰალიქსოლი სიროფის ზოგადი ინფორმაცია

ჰალიქსოლი სიროფი. HALIXOL. მუკოლიზური და ამოსახველებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. Ambroxol hydrochloride. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – R05CB06. მწარმოებელი ფირმა – სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი (უნგრეთი).

ჰალიქსოლი სიროფის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ჰალიქსოლი სიროფი. HALIXOL გამოდის 100 მლ სიროფის ფორმით. 100 მლ სიროფი შეიცავს 300 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს; დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბენზოატი, ბანანის, მარწყვის არომატიზატორები, ნატრიუმის ციკლამატი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, პოვიდონი, სორბიტი და გასუფთავებული წყალი.

ჰალიქსოლის (სიროფი) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ჰალიქსოლის (სიროფი) ფასები ფარმადეპოში
ჰალიქსოლის (სიროფი) ფასები ავერსში
ჰალიქსოლის (სიროფი) ფასები psp-ში
ჰალიქსოლის (სიროფი) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ჰალიქსოლი (სიროფი),იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ჰალიქსოლის (სიროფი) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ჰალიქსოლი სიროფის აქტიური ნივთიერება

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. Ambroxol hydrochloride. ქიმიური დასახელება – ტრანს-4-[[(2-ამინო-3,5-დიბრომფენილ)მეთილ]ამინო]ციკლოჰექსანოლი ( ჰიდროქლორიდის სახით). ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს მიაკუთვნებენ სეკრეტოლიტიკების და სასუნთქი გზების მოტორული ფუნქციის სტუმულატორების ჯგუფს.

ჰალიქსოლი სიროფის სინონიმები 

ამბროქსოლი (Ambrox-Denk 60, Denk Pharma, გერმანია), პულმოქსოლი (Pulmoxol, Asfarma, თურქეთი), სეკროლი 30 მგ (SECROL 30 mg, Bilim, თურქეთი), სეკროლი საბავშვო სიროფი (SEKROL Pediatric Syrup, Bilim, თურქეთი), ფლავამედი (Flavamed, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), ფლავამედი შუშხუნა ტაბლეტები (Flavamed effervescent tablets, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), ფლავამედი ხსნარი (Flavamed, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), ჰალიქსოლი ტაბლეტები (HALIXOL, EGIS, უნგრეთი).

ჰალიქსოლი სიროფის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები,მწვავე და ქრონიკული, პათოლოგიური  სქელი ლორწოს გამოყოფით მიმდინარე
  • ასთმა ბრონქული
  • ბრონქიტი ქრონიკული
  • ბრონქოექტაზური დაავადება
  • ცხვირის ღრუს ანთებითი დაავადებება
  • ცხვირხახის ანთებითი დაავადება
Share this...Share on Facebook
Facebook