ჰარტილი-დ

  ჰარტილი-დ

ჰარტილი-დ–ის ზოგადი ინფორმაცია

ჰარტილი-დ. HARTIL-D. ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – ჰიდროქლოროთიაზიდი + რამიპრილი. Hydrochlorothiazide + Ramipril. მწარმოებელი ფირმა – ალფამედ ფარბილ არცნაიმიტელ გმბჰ (გერმანია).

ჰარტილი-დ–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ჰარტილი-დ. HARTIL-D გამოდის 2.5მგ/12.5მგ და 5მგ/25მგ ტაბლეტის ფორმით. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ რამიპრილს და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს ან 5 მგ რამიპრილს და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდს. დამხმარე ინგრედიენტებია:ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სტეარილფუმარატი.

ჰარტილ-დ–ს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ჰარტილ-დ–ს ფასები ფარმადეპოში
ჰარტილ-დ–ს ფასები ავერსში
ჰარტილ-დ–ს ფასები psp-ში
ჰარტილ-დ–ს ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ჰარტილი-დ,იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ჰარტილ-დ–ს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ჰარტილი-დ–ის აქტიური ნივთიერებები

ჰიდროქლოროთიაზიდი + რამიპრილი. Hydrochlorothiazide + Ramipril. ჰიდროქლოროთიაზიდს + რამიპრილს მიაკუთვნებენ აგფ-ის ინჰიბიტორების ჯგუფს.

ჰარტილი-დ–ის სინონიმები

არჯელონ H (ARGELON H, GMP, საქართველო), არჯელონ HL (Argelon HL, GMP, საქართველო), პირამილ პლუსი (Piramil PLUS, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., გერმანია), ტრიტაცე კომპ (TRITACE COMP, Sanofi Aventis, იტალია).

ჰარტილი-დ–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  •  ჰიპერტენზია არტერიული

ჰარტილი-დ–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი შეიცავს ორი აქტიური ნივთიერების კომბინაციას, რომლებიც ამცირებენ არტერიულ წნევას.
რამიპრილი ხანგრძლივად მოქმედი აგფ-ს (ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორია, რომელიც ამცირებს არტერიულ წნევას და გულის დატვირთვას. იგი გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის, გულისა და თირკმელების ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ, ასევე მათი იმ გართულებათა პროფილაქტიკისათვის, როგორებიცაა მიოკარდის ინფარქტი და ინსულტი.
ჰიდროქლორთიაზიდი დიურეზულია. იგი ასტიმულირებს თირკმელებით მარილებისა და წყლის გამოყოფას და ასევე ამცირებს არტერიულ წნევას. ჰიპოტენზიური ეფექტი უფრო გამოხატული ხდება მისი ყოველდღიურად გამოყენების მე-3-4 დღიდან.
რამიპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია უფრო გამოხატულ ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას ახდენს, ვიდრე ორივე კომპონენტი ცალ-ცალკე, ამ დროს მცირდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
ჩვენებები
ჰარტილ-დ გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ნაჩვენებია კომბინირებული მკურნალობა.
მიღების წესები და დოზები
ჰარტილ-დ გამოიყენება ყოველდღე დღეში ერთხელ დილით. ტაბლეტები ჩაიყლაპება დაღეჭვის გარეშე და საკმარისი რაოდენობით – არანაკლებ ნახევარი ჭიქა წყლის მიყოლებით. ჰარტილ-დ-ს ტაბლეტების მიღება შეიძლება დამოუკიდებლად საკვების მიღებისაგან: მათი მიღება შეიძლება უზმოზე, ჭამის დროს ან მის შემდეგ. შეიძლება ტაბლეტების შუაზე გაყოფა, ნაზოლზე გადატეხვით.
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულების დაცვით. ჩვეულებრივი საწყისი დოზა მოზრდილებისათვის 2.5 მგ რამიპრილსა და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს შეადგენს. დოზის გაზრდა შეიძლება არანაკლებ 3 კვირიანი ინტერვალით. ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა 2.5 მგ რამიპრილსა და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს ან 5 მგ რამიპრილსა და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდს შეადგენს. სადღეღამისო მაქსიმალური დოზა 10 მგ რამიპრილსა და 50 მგ ჰიდროქლორთიაზიდს შეადგენს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს.
ხანდაზმული პაციენტებისათვის და პაციენტებისათვის ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევებით დოზები, როგორც წესი, ჩვეულებრივზე დაბალია და ექიმის მიერ ინდივიდუალურად შეირჩევა, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის გათვალისწინებით.
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად აიტანება. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გამოვლინება, რაც ჩვეულებრივ პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას არ საჭიროებს. მძიმე გვერდითი ეფექტების ან ამ ინსტრუქციაში აუღნიშნავი ეფექტების განვითარებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
მკურნალობის კურსის დასაწყისში და დოზის გაზრდის შემდეგ შეიძლება მოხდეს არტერიული წნევის ძლიერი დაწევა – განვითარდეს ჰიპოტენზია, რომელიც ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, არამკვეთრი მხედველობა, ზოგჯერ გულყრებითა და გონების დაბინდვით. ჰიპოტენზიის განვითარების რისკი უფრო მეტია პაციენტებში წყალ-ელექტროლიზური ბალანსის დარღვევებით, გულის ქრონიკული უკმარისობით, თირკმლის ფუნქციის უკმარისობით. ჰიპოტენზიის განვითარებისას პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, საჭიროების შემთხვევაში გაკეთდეს ინფუზია ვენაში ცირკულირებადი სისხლის მოცულობის გასაზრდელად. მოვლითი ჰიპოტენზიური რეაქცია პრეპარატის გამოყენების გაგრძელებისათვის უკუჩვენებას არ წარმოადგენს. გამოხატული და ხანგრძლივი ჰიპოტენზიის დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი გამოყენების შეწყვეტა.
ცნობილია, რომ აგფ-ს ინჰიბიტორების გამოყენებას შეიძლება ახლდეს მშრალი ხველა, რომელიც ძლიერდება ღამით და დაწოლილ მდგომარეობაში, უფრო ხშირად ემართებათ ქალებსა და არამწეველებს. პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ეს ხველა ყოველთვის თავისთავად გაივლის. ზოგჯერ ხველამ შეიძლება გაიაროს პაციენტის აგფ-ს სხვა ინჰიბიტორზე გადაყვანისას.
ქვემოთ მოყვანილია სხვა უფრო ხშირი გვერდითი ეფექტები, აგფ-ს ინჰიბიტორების, მ.შ. ჰიდროქლორთიაზიდთან კომბინაციაში რამიპრილის რეგისტრირებული კლინიკური ცდებისა და თერაპიული გამოყენების დროს.
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები: სისხლში კალიუმის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, მძიმე შემთხვევებში კრუნჩხვებით ან კუნთების სისუსტით, სისხლში კრეატინინისა და შარდოვანას მომატება, პოდაგრა, სისხლში გლუკოზას მომატება, არახშირად სისხლში კალიუმის მომატება. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, სისუსტე, ძილიანობა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები: არტერიული ჰიპოტენზია, ხელისგულების შეშუპება.
საჭმლის მომნელებელი ორგანოების დარღვევები: ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევები, მუცლის ღრუს ორგანოების სპაზმები, წყურვილის შეგრძნება, ყაბზობა, დიარეა, უმადობა.
სუნთქვის ორგანოების დარღვევები: ხველა, ბრონქიტი, რინიტი, სინუსიტი.თირკმელებისა და შარდის გამომყოფი ორგანოების დარღვევები: თირკმელების ფუნქციის გაუარესება, სისხლში შარდოვანასა და შრატში კრეატინინის რაოდენობის მომატება, გაუწყლოვება.
გრძნობის ორგანოების ფუნქციის დარღვევები: კონიუნქტივიტი, ფლებარიტი, მხედველობის დარღვევები, შუილი ყურებში.
ორგანიზმის ზოგადი დარღვევები, ალერგიული რეაქციები, კანის დაზიანებები: ალერგიული რეაქციები, ხშირად კანზე გამონაყარის სახით, იშვიათად – ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, რომელსაც ახლავს ქავილი, ბუშტუკების ან აქერცვლის განვითარება, კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია, მომატებული ოფლიანობა, სახსრების ტკივილი, ფსორიაზის, სისტემური წითელი მგლურას გამწვავება, ვასკულიტი.
უკუჩვენება
– ალერგია (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, მ.შ. კანის ქავილისა და გამონაყარის სახით) რამიპრილზე, აგფ-ს სხვა ინჰიბიტორებზე, თიაზიდებზე, სულფანილამიდებზე ან ჰარტილ-დ-ს ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე.
– კანის ან ლორწოვანი გარსების შეშუპება და სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება) აგფ-ს ინჰიბიტორების გამოყენებისას. ნებისმიერი წარმოშობის ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში.
– თირკმელების არტერიების მძიმე ორმხრივი (ან ერთი თირკმლის დროს ცალმხრივი) შევიწროვება. ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი აორტის სტენოზი და/ან მიტრალური სტენოზი.
– არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლიური აწ სინდიყის 95მმ-ზე ნაკლები), ჰემოდინამიკის არასტაბილურობა.
– ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები და/ან ნაღვლის წვენის შეგუბება. – თირკმლის მძიმე უკმარისობა, როდესაც კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია სხეულის ზედაპირის 1.73 მ2 ფართზე.
– მადესენსიბილიზირებელი თერაპიის ერთდროულად ჩატარება მწერების ნაკბენების მიმართ ალერგიის სამკურნალოდ. ჰემოდიალიზის ერთადრული ჩატარება მაღალი გამტარობის მემბრანების (მაგალითად, პოლიაკრილონის მემბრანების) გამოყენებით.
– ორსულობა.
– ლაქტაციის პერიოდი.
– 18 წლამდე ბავშვთა ასაკი.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობის დროს აუცილებელია ექიმის რეგულარული კონტროლი. არტერიული წნევის გარდა პერიოდულად უნდა მოხდეს თირკმელების ფუნქციის, სისხლის მაჩვენებლებისა და ბიოქიმიური მაჩვენებლების კონტროლი. წყალ-ელექტროლიზური ბალანსის დარღვევები აღმოფხვრილი უნდა იყოს პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე.
ჰარტილ-დ-ს მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის ძლიერი დაწევა, განსაკუთრებით პირველი მიღების შემდეგ ან პირველი გაზრდილი დოზის მიღების შემდეგ. ჰიპოტენზიის განვითარების ვარაუდი მეტია ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებისას სითხისა და მარილების დაკარგვის გამო, და პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით, რომლებსაც ნორმალური ან დაბალი არტერიული წნევა აქვთ. ჰიპოტენზიის განვითარებისას პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, საჭიროების შემთხვევაში გაკეთდეს ინფუზია ვენაში ცირკულირებადი სისხლის მოცულობის გასაზრდელად. დროებითი ჰიპოტენზიური რეაქცია პრეპარატის გამოყენების გაგრძელებისათვის უკუჩვენებას არ წარმოადგენს. გამოხატული და ხანგრძლივი ჰიპოტენზიის დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი გამოყენების შეწყვეტა.
ჰარტილ-დ-ს გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:
– ავადმყოფებში გაუწყლოვებით, დიარეისა და გულისრევის შემთხვევებში; – პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულებს;
– პაციენტებში თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონების ჭარბი გამოყოფით (კონის სინდრომი);
– იმ პირებში, რომლებიც იცავენ მცირემარილოვან დიეტას, რომლებიც იღებენ კალიუმით გამდიდრებულ საკვებ დანამატებს ან კალიუმის შემანარჩუნებელ პრეპარატებს;
– ავადმყოფებში, რომლებსაც აწუხებთ თირკმლის ჰიპერტენზია, გულის მძიმე უკმარისობა, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია;
– პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, რომელთათვისაც აუცილებელია გლიკემიის დონის რეგულარული კონტროლის ჩატარება. შესაძლოა საჭირო გახდეს შაქრის დამწევი პრეპარატების დოზის ინდივიდუალურად შერჩევა ან ტაბლეტირებული პრეპარატებიდან ინსულინზე გადასვლა;
– პაციენტებში სისტემური წითელი მგლურათი ან ფსორიაზით შესაძლებელია დაავადების გამწვავება.
ჰარტილ-დ-თი მკურნალობის ფონზე ჰემოდიალიზის ჩატარება არ შეიძლება. თუ დიალიზი აუცილებელია, აუცილებელია იმ ჰიპოტენზიურ საშუალებაზე გადასვლა, რომელიც აგფ-ს ინჰიბიტორების რიცხვს არ განეკუთვნება. ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს ჰარტილ-დ-ს გამოყენების შესახებ ქირურგიული ჩარევებისა და ანესთეზიის წინ, მ.შ. სტომატოლოგიური პროცედურების გაყუჩებისას.
პრეპარატით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მშრალი ხველა, რომელიც მკურნალობის დასრულების შემდეგ ყოველთვის ქრება.
ჰარტლ-დ ლაქტოზას მონოჰიდრატს შეიცავს. ეს გასათვალისწინებელია იმ ავადმყოფთა მკურნალობისას, რომლებსაც აწუხებთ ლაქტოზას დეფიციტი და ნივთიერებათა ცვლის სხვა იშვიათი დარღვევები (გალაქტოზემია ან გლუკოზა/გალაქტოზას შეწოვის დარღვევის სინდრომი).
ჰარტილ-დ-ს დოზის გამოტოვების შემთხვევაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს გამოტოვებული დოზის მიღება, ხოლო შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. მაგრამ თუ შემდეგი დოზის მიღებამდე ცოტა დროა დარჩენილი, კომპენსირების მიზნით დოზის გაორმაგება არ შეიძლება. ამ დროს უმჯობესია დროულად არმიღებული დოზის საერთოდ გამოტოვება და პრეპარატის მიღების ჩვეულებრივი განრიგით გაგრძელება.
პრეპარატის გამოყენების თვითნებურად შეწყვეტა არ შეიძლება! პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა ან დოზის შეცვლა ექიმის კონტროლის ქვეშ ხდება.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ინდივიდუალური რეაქციის იხედვით ჰარტილ-დ-ს შეუძლია უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა სამუშაოთა შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვს ძლიერ ყურადღებას. მკურნალობის დასაწყისში და დოზის გაზრდისას რეკომენდებულია თავის შეკავება ავტომანქანის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე. შემდეგში საქმიანობის გაგრძელებასა და უსაფრთხო დოზის ინდივიდუალურად განსაზღვრას განახორციელებს ექიმი.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის სიმპტომები:
გამოხატული ჰიპოტენზია, კანის ფერის სიმკრთალე, შფოთვა, ოფლიანობა, გონების დაბინდვა (კომამდეც კი), შარდის შეკავება, წყალ-ელექტროლიზური ბალანსის დარღვევა (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი), კრუნჩხვები, პარეზი, გულის რითმის დარღვევები (ბრადიკარდია, არითმიები), ცირკულატორული შოკი, თირკმლის უკმარისობა, ნაწლავის დამბლითი გაუვალობა.
ჭარბი დოზის მკურნალობა:
დამოკიდებულია პრეპარატის დოზასა და მიღების დროზე, ძირითად სიმპტომებსა და მათ სიმძიმეზე. შეუწოველი პრეპარატის მოსაშორებლად უნდა მოხდეს კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტებისა და ნატრიუმის სულფატის შეყვანა ნაწლავიდან პრეპარატის გასვლის დასაჩქარებლად, რაც უფრო ეფექტურია პირველი ერთი საათის განმავლობაში. სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების მონიტორირება და შენარჩუნება აუცილებელია ინტენსიური თერაპიის განყოფილების პირობებში. უნდა გაკონტროლდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, ცირკულირებადი სისხლის მოცულობა, ელექტროლიზების რაოდენობა, მჟავა-ტუტე მდგომარეობა, სისხლში გლუკოზას რაოდენობა, დიურეზი.
ჰიპოტენზიის დროს ავადმყოფი უნდა დაწვეს ზურგზე ფეხების შემაღლებულ ადგილზე დადებით, უნდა მოხდეს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის აღდგენა ფიზიოლოგიური ხსნარის ინფუზიით. თუ ეს ზომები არასაკმარისია, ვენაში შეიყვანება კატექოლამინები და ანგიოტენზინამიდი. ჰიპოკალიემიის დროს აუცილებელია კალიუმის დონის აღდგენა. მყარი ბრადიკარდიის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს რითმის ხელოვნური მატარებელი.
ორგანიზმიდან რამიპრილის მოშორება შეიძლება დიალიზის მეშვეობით, მაგრამ ჰემოდიალიზის ჩატარება მაღალი გამტარობის მემბრანების (პოლიაკრილონიტრილის მემბრანების) გამოყენებით ჰარტილ-დ-ს გამოყენებასთან ერთად უკუნაჩვენებია არტერიული წნევის სიცოცხლისათვის საშიში დაწევით ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების რისკის გამო.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ჰარტილ-დ ფრთხილად გამოიყენება ქვემორე ჩამოთვლილ პრეპარატებთან. ლითიუმის პრეპარატები – შეიძლება გაიზარდოს სისხლში ლითიუმის შემცველობა და ტოქსიკური ეფექტების განვითარება. ჰარტილ-დ-სა და ლითიუმის მარილების ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის. სალიცილატები – მაღალი დოზებით მკურნალობისას (3 გ დღეში და მეტი) შეიძლება გაძლიერდეს მათი ტოქსიკური მოქმდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. დაბალი დოზებით აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენებისას ეს ეფექტი არ ვლინდება.
საგულე გლიკოზიდები და ანტიარითმიული საშუალებები (მაგალითად, ამიოდარონი და დილთიაზემი) – მათი მოქმედება და გვერდითი ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს.
დიაბტის სამკურნალო შაქრის დამწევი საშუალებები – შეიძლება შეიცვალოს მათი ეფექტურობა, მ.შ. შეიძლება გაძლიერდეს მათი ჰიპოგლიკემიური ეფექტი. ქირურგიული ოპერაციების დროს გამოსაყენებელი არამადეპოლარიზებელი მიომარელაქსირებლები – შესაძლებელია მათი მოქმედების გაძლიერება.
კალციუმის პრეპარატები და ვიტამინი D – სისხლში კალციუმის მნიშვნელოვნად მომატების რისკი მისი გამოყოფის შემცირების ფონზე. ციკლოსპორინი – თირკმლის უკმარისობისა და სისხლში კალიუმის მომატების მაღალი რისკი.
ქვემორე ჩამოთვლილ სამკურნალო პრეპარატებს შეიძლიათ ჰარტილ-დ-ს ჰიპოტენზიური ეფექტის გაზრდა: სხვა ჰიპოტენზიური პრეპარატები და დიურეზულები, ვაზოდილატატორები, ტრიციკლური ანტიდეპრესიულები, ანალგეზიურები, საძილე საშუალებები. არტერიული წნევის ძლიერი დაწევის შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს თირკმელების ფუნქცია.
ქვემორე ჩამოთვლილ სამკურნალო პრეპარატებს შეიძლიათ ჰარტილ-დ-ს ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირება: ნატრიუმის ქლორიდი, მ.შ. საინფუზიო ხსნარების შემადგენლობაში, სალიცილატები მაღალ დოზებში და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ქოლესტირამინი და კოლესტიპოლი, სიმპატომიმეზურები, მ.შ. ისინი, რომლების გამოიყენება ბრონქული ასთმის სამკურნალოდ.
ქვემორე ჩამოთვლილ სამკურნალო პრეპარატებს შეიძლიათ სისხლში კალიმის მომატება: კალიუმის პრეპარატები, კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზულები (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი), ჰეპარინი-ნატრიუმი, ტრიმეტოპრიმი, ლოვასტატინი.
ქვემორე ჩამოთვლილ სამკურნალო პრეპარატებს შეიძლიათ სისხლში კალიმის შემცირება: კალიუმის რაოდენობის შემამცირებელი დიურეზულები (მაგალითად, ფუროსემიდი), გლუკოკორტიკოიდები (მაგალითად, პრედნიზოლონი), კორტიკოტროპინი, კარბენოქსოლონი, ამფოტერიცინ ბ, პენიცილინი, საფაღარათე საშუალებები ხანგრძლივი გამოყენებისას.
სისხლის ფორმული ელემენტების რაოდენობის შეცვლა შესაძლებელია ჰარტილ-დ-ს შემდეგ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას: ციტოსტაზური ნივთიერებები, ციტოსტაზურები, იმუნოდეპრესიულები, სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები, პროკაინამიდი, ალოპურინოლი.
ორსულობისა და ლაქტაციის პეროდში ჰარტილ-დ-ს გამოყენება უკუნაჩვენებია. ჰარტილ-დ უკუნაჩვენებია ორსულობის დროს, ამიტომ მისი გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია ორსულობის არსებობის გამორიცხვა. თუ პაციენტი ბავშვის გაჩენას გეგმავს, მან უნდა შეწყვიტოს აგფ-ს ინჰიბიტორების და ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენება და ისინი ანტიჰიპერტენზიული სხვა პრეპარატებით შეცვალოს. თუ დაორსულება მოხდა ჰარტილ-დ-ს გამოყენების დროს, მაშინ, ნაყოფის დაზიანების რისკის პრევენციისათვის, იგი სწრაფად (პირველი ტრიმესტრის დასრულებამდე) უნდა შეიცვალოს პრეპარატით, რომელიც არ შეიცავს აგფ-ს ინჰიბიტორს.
ვინაიდან რამიპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი დედის რძესთან ერთად გამოიყოფა, ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით.

 

Share this...Share on Facebook
Facebook