ანასპანი

ანასპანი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ანასპანის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ჰიოსცინის ბუტილბრომიდი / hyoscine butylbromide

ანასპანის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსის და მოტორიკის შემამცირებელი საშუალებები, მ-ქოლინორეცეპტორების ბლოკატორები


ანასპანი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
ანასპანის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – ჰიოსცინის N-ბუტილბრომიდის 10 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი
მ-ქოლინორეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს შინაგანი ორგანოების (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის სადინარების, შარდ-სასქესო გზების) გლუვ კუნთებზე სპაზმოლიზური მოქმედება, ამცირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვლების სეკრეციას. ჰიოსცინის ბუთილბრომიდი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, რის გამოც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ვერ ახდენს ანტიქოლინერგულ მოქმედებას.

ჩვენებები
– საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნაღვლის სადინარების, შარდ-სასქესო გზების სპაზმური მდგომარეობები (თირკმლის კოლიკა, ნაღვლის კოლიკა, ნაწლავის კოლიკა, ქოლეცისტიტი, პილოროსპაზმი);
სანაღვლე გზების სპაზმური დისკინეზია;
– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში (კომპლექსურ თერაპიაში);
ალგოდისმენორეა.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში ინიშნება 1-2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში.
ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები
პირის სიმშრალე, კანის სიმშრალე, ტაქიკარდია, ძილიანობა, აკომოდაციის დარღვევა; შესაძლებელია – შარდის შეკავება. ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი კანზე ან სუნთქვის გაძნელება.

უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა ჰიოსცინის ბუთილბრომიდის ან პრეპარატის სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
– დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
– წინამდებარე ჯირკვლის ადენომა;
– პილორუსის სტენოზი;
– ტაქიარითმია;
– მეგაკოლონი;
– ნაწლავების მექანიკური გაუვალობა;
– ფილტვების მწვავე უკმარისობა;
– თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ნაწლავთა გაუვალობის, საშარდე გზების ობსტრუქციის (მათ შორის წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის არსებობისას) დროს, ასევე ტაქიარითმიისადმი (მათ შორის მოციმციმე არითმია) მიდრეკილებისას. ორსულობის პერიოდში პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ორსულობის პერიოდში (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს. თუმცა, ახალშობილებში არასასურველი ეფექტის შემთხვევები აღწერილი არ არის.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. ამიტომ სიმპტომები და რეკომენდაციები თეორიული ხასიათისაა. სიმპტომები: შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, ჰიპერემია, ტაქიკარდია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დათრგუნვა, მხედველობის გარდამავალი დარღვევა. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირით და 15% მაგნიუმის სულფატით. შემდეგ ნაჩვენებია ქოლინომიმეტური საშუალებების გამოყენება. გლაუკომის შემთხვევაში ადგილობრივად ინიშნება პილოკარპინი. აუცილებლობისას ინიშნება 0.5-2.5 მგ ნეოსტიგმინი კუნთში ან ვენაში საინიექციოდ, სიმპტომური თერაპია, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია. ანასპანი აძლიერებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ანტიჰისტამინური პრეპარატების, ქინიდინის, ამანტადინის, დიზოპირამიდის ანტიქოლინერგულ მოქმედებას. დოფამინის ანტაგონისტები ანასპანთან კომბინაციაში იწვევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ორივე პრეპარატის მოქმედების შემცირებას. ანასპანმა შესაძლებელია ბეტა-ადრენერგული საშუალებებით გამოწვეული ტაქიკარდია გააძლიეროს.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა: 10მგ ტაბლეტი #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ჯი-ემ-პი, საქართველო

გაფრთხილება