გინეკოჰელ ნ

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გინეკოჰელ ნ-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

გინეკოჰელ ნ-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები


გინეკოჰელ ნ აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა

ინფორმაცია პაციენტებისათვის: ფირმა “ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ-ის” პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

100 მლ ხსნარი შეიცვას: Apis mellifica D4, Ammonium bromatum D4, Lilium tigrinum D4, Aurum jodatum D12, Crabro vespa D4, Helonias dioica D4, Palladium D12, Platinum metallicum D12, Naja tripudians D12 – 10 მლ თითოეული; Melilotus officinalis D3, Viburnum opulus D2 – 5 მლ თითოეული; Spiritus 35 vol %.
ჩვენებები
ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები, როგორიცაა ადნექსიტები (ოოფორიტი, სალპინგიტი), პარამეტრიტი, მიომეტრიტი, ენდომეტრიტი, კოლპიტი, თეთრად შლა, დისმენორეა, ამენორეა და აგრეთვე გინეკოლოგიური სისხლდენა, ფრიგიდულობა; პრეპარატი გამოიყენება ასევე უშვილობის და მიომების მკურნალობის კომპლექსურ სქემაში; ექსპერიმენტულად – თავზე თმის ცვენისას.
მიღების წესები და დოზები
დოზირება: ჩვეულებრივ 10 წვეთი 3-ჯერ დღეში. მწვავე შემთხვევებში 10 წვეთი ყოველ 15 წუთში არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნილის ყლუპებად დალევა.
გვერდითი მოვლენები
არ გააჩნია.
უკუჩვენება
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას პრეპარატი არ მიიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები: დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონი დაიხუროს გამოყენებისთანავე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
გამოშვების ფორმა: 30 მლ. ფლაკონში 100 მლ. ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Heel, გერმანია

გაფრთხილება