დანაზოლი

დანაზოლი

დანაზოლის ზოგადი ინფორმაცია

დანაზოლი. DANAZOL. გონადოტროპული ჰორმონების პროდუქციის ინჰიბიტორების  ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – დანაზოლი. Danazol. მწარმოებელი ფირმა – ჯი-ემ-პი (საქართველო).


დანაზოლი მალამო აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


დანაზოლის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

დანაზოლი. DANAZOL გამოდის 100 მგ კაფსულის ფორმით. დანაზოლის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების – დანაზოლის 100 მგ-ს.

დანაზოლის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

დანაზოლის ფასები ფარმადეპოში
დანაზოლის ფასები ავერსში
დანაზოლის ფასები psp-ში
დანაზოლის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც დანაზოლი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია დანაზოლის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

დანაზოლის აქტიური ნივთიერება

დანაზოლი. Danazol. ქიმიური დასახელება – (17ალფა)-პრეგნა-2,4-დიენ-20-ინო[2,3-d]იზოქსაზოლ-17-ოლი. ბრუტო–ფორმულა: C22H27NO2. დანაზოლს მიაკუთვნებენ ჰიპოთალამუსის,ჰიპოფიზის ჰორმონების,გონადოტროპინების და მათი ანტაგონისტების ჯგუფს. CAS-კოდი:17230-88-5.

დანაზოლის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ენდომეტრიოზი შემდგომი უნაყოფობით
  • სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები (ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია)
  • მენორაგია პირველადი
  • პრემენსტრუალური სინდრომი
  • ნაადრევი პირველადი სქესობრივი მომწიფება

დანაზოლის საფირმო აღწერიდან

მოქმედების მექანიზმი
პრეპარატი თრგუნავს ჰიპოფიზის მიერ გონადოტროპული ჰორმონების (მალუთეინიზირებელი ჰორმონისა და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის) პროდუქციას ქალებსა და მამაკაცებში. ამუხრუჭებს ოვულაციას, საკვერცხეების აქტივობას. მისი მოქმედება შექცევადია. დანაზოლს არ ახასიათებს ესტროგენული და გესტაგენური მოქმედება, თუმცა მაღალ დოზებში იწვევს სუსტ ანდროგენულ გავლენას, შემდგომი ანაბოლური ეფექტით.
ჩვენებები
– ენდომეტრიოზი შემდგომი უნაყოფობით;
– სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები (ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია);
– პირველადი მენორაგია;
– პრემენსტრუალური სინდრომი;
– ნაადრევი პირველადი სქესობრივი მომწიფება.
მიღების წესები და დოზები
ენდომეტრიოზის სამკურნალოდ დანაზოლის დოზაა 400 მგ, განაწილებული 2-4 მიღებაზე. საჭიროებისას შეიძლება დოზის გაზრდა ან შემცირება. მკურნალობის ხანგრძლივობა 6 თვეა. სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებების დროს ინიშნება 100-300 მგ დღიური დოზა. ხანგრძლივობა – 3-6 თვე. პირველადი მენორაგიისა და პრემენსტრუალური სინდრომის დროს დღიური დოზაა 100-400 მგ. მემკვიდრული ანგიონევროზული შეშუპებისას საწყისი დღიური დოზაა 600 მგ, შემანარჩუნებელი-200 მგ დღეში. ბავშვებში დანაზოლის ერთადერთი ჩვენებაა ნაადრევი სქესობრივი მომწიფება. ამ შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა განისაზღვროს ასაკისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით და საშუალოდ შეადგენს 100-400 მგ დღეში. პრეპარატი ინიშნება მენსტრუალური ციკლის პირველი დღიდან. ამენორეის შემთხვევაში, ჯერ უნდა გაკეთდეს ტესტი ორსულობაზე. მკურნალობის პროცესში პერიოდულად საჭიროა ღვიძლის ფერმენტების კონტროლი.
გვერდითი მოვლენები
ორგანიზმში სითხის შეკავება, ჭარბთმიანობა, კლიტორის ჰიპერტროფია, ხმის ტემბრის შეცვლა, სარძევე ჯირკვლის ატროფია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ემოციური ლაბილობა, კანზე გამონაყარი, თმის ცვენა.
უკუჩვენება
პორფირია, ორსულობა, ლაქტაცია, თირკმლის, ღვიძლის და გულის ფუნქციის მძიმე დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ორსულობის გამორიცხვა. დანაზოლი არ გამოყენება როგორც კონტრაცეპტიული საშუალება. დანაზოლი ცვლის კარბამაზეპინის და ციკლოსპორინების პლაზმურ კლირენსს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში პრეპარატი ზრდის ინსულინზე მოთხოვნილებას. დანაზოლის ანტიკოაგულანტებთან ერთდროული დანიშვნისას, საჭიროა უკანასკნელთა დოზის კორექცია.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის მიხედვით!