დრამინა

დრამინა

დრამინას ზოგადი ინფორმაცია

დრამინა. Dramina. ღებინების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – დიმენჰიდრინატი. Dimenhydrinate. მწარმოებელი ფირმა – სს“იადრანი” (ხორვატია).

დრამინას შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

დრამინა. Dramina გამოდის 50მგ ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს 50 მგ დიმენჰიდრინატს; დამხმარე ნივთიერებაა (შემავსებელი) ლაქტოზას მონოჰიდრატი.

დრამინას ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

დრამინას ფასები ფარმადეპოში
დრამინას ფასები ავერსში
დრამინას ფასები psp-ში
დრამინას ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც დრამინა, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია დრამინას ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

დრამინას აქტიური ნივთიერება

დიმენჰიდრინატი. Dimenhydrinate. ქიმიური დასახელება – 2-(დიფენილმეთოქსი)-N,N-დიმეთილეთანამინის კომპლექსი 8-ქლორთეოფილინთან. ბრუტო–ფორმულა: C24H28ClN5O3. დიმენჰიდრინატს მიაკუთვნებენ H1-ანტიჰისტამინური და ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფებს. CAS-კოდი:523-87-5.

დრამინას გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ზღვის დაავადება
  • ჰაერის დაავადება
  • მენიერის დაავადება
  • გულისრევა, ვესტიბულარული და ლაბირინთული დარღვევებით გამოწვეული
  • ღებინება, ვესტიბულარული და ლაბირინთული დარღვევებით გამოწვეული
  • თავბრუ, ვესტიბულარული და ლაბირინთული დარღვევებით გამოწვეული

დრამინას საფირმო აღწერიდან

დრამინას ფარმაკოლოგიური თვისებები

დრამინა პირველ რიგში გამოიყენება, როგორც ღებინების საწინააღმდეგო საშუალება, განსაკუთრებით ზღვისა და “ჰაერის” დაავადებების (თვითმფრინავში ფრენის აუტანლობა) დროს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ძირითადად განპირობებულია მისი მოქმედებით შიგნითა ყურის აპარატზე.

დრამინას ჩვენებები

ზღვისა და “ჰაერის” დაავადებების პროფილაქიკა და მკურნალობა, მენიერის დაავადება, აგრეთვე გამოიყენება ვესტიბულარული და ლაბირინთული დარღვევების დროს (გულისრევა, ღებინება, თავბრუ) სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიით გამოწვეული სიმპტომების გარდა.

დრამინას მიღების წესები და დოზები

დრამინას დოზირება

დრამინა მიღებულ უნდა იქნეს ჭამამდე გამგზავრებამდე 30 წუთით ადრე

დრამინას გამოყენების წესი

მოზრდილებში: 1-2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში.
1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 1/4-1/2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში
7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები:1/2-1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში
მაქსიმალური დღიური დოზა მოზრდილთათვის არ უნდა აჭარბებდეს 7 ტაბლეტს.
ჰიპერდოზირება
ჰიპერდოზირების სიმპტომები: პირისა და ყელის სიმშრალე, სახის სიწითლე., სუნთქვის გაძნელება, ცნობიერების აღრევა. ჰიპერდოზირების სიმპტომების გავითარების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები დრამინაზე

ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, პირის სიმშრალე, გულისრევა, მხედველობის დაბინდვა, მოძრაობითი რეაქციების შეფერხება.
გვერდითი ეფექტების შესახებ საჭიროა დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს.

დრამინას უკუჩვენებები

– პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა;
– 1 წლამდე ბავშვები
– ორსულობა;
– ლაქტაცია;

განსაკუთრებული მითითებები დრამინაზე

სიფრთხილით ინიშნება კრუნჩხვითი სინდრომის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, პროსტატის ჰიპერტროფიის, ბრონქული ასთმის დროს.

საჭიროა სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს სედატიური და ძილისმომგვრელი პრეპარატების, ანტიდეპრესანტების, ამინოგლიკოზიდებისა და ალკოჰოლის მოქმედებას.

დრამინას შენახვის პირობები და ვადები

ვარგისიანობა:

დამზადების მომენტიდან 3 წელიწადი
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის პერიოდის ამოწურვის შემდეგ
შენახვის წესი:

შეინახეთ მშრალ, და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დრამინას გაცემის წესი

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.