ეგილოკი რეტარდი

ეგილოკი რეტარდი

ეგილოკი რეტარდის ზოგადი ინფორმაცია

ეგილოკი რეტარდი. EGILOK Retard. ბეტა–ადრენომაბლოკირებელი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – მეტოპროლოლი. Metoprolol. მწარმოებელი ფირმა – ციმეკს აგ (შვეიცარია).

ეგილოკი რეტარდის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ეგილოკი რეტარდი. EGILOK Retard გამოდის 50მგ და 100მგ ტაბლეტის ფორმით. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ან 100 მგ აქტიურ ნივთიერებას მეტოპროლოლის ტარტრატს. დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ეთილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, შაქრის ბურთულები, კაჟბადის კოლოიდური დიოქსიდი უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, მაკროგოლი 6000, ტრიეთილციტრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიპრომელოზა.

ეგილოკ რეტარდის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ეგილოკ რეტარდის ფასები ფარმადეპოში
ეგილოკ რეტარდის ფასები ავერსში
ეგილოკ რეტარდის ფასები psp-ში
ეგილოკ რეტარდის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ეგილოკი რეტარდი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ეგილოკ რეტარდის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ეგილოკი რეტარდის აქტიური ნივთიერება

მეტოპროლოლი. Metoprolol. ქიმიური დასახელება – (±)-1-[4-(2-მეთოქსიეთილ)ფენოქსი]-3-[(1-მეთილეთილ)ამინო]-2-პროპანოლი (ტარტრატის ან სუქცინატის სახით). ბრუტო–ფორმულა: C15H25NO3. მეტოპროლოლს მიაკუთვნებენ ბეტა-ადრენობლოკატორების ჯგუფს. CAS-კოდი:37350-58-6.

ეგილოკი რეტარდის სინონიმები

ეგილოკი (EGILOK, EGIS, უნგრეთი), კორვიტოლი (Corvitol, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), ლოპრესორი (LOPRESOR, GMP, საქართველო), მეტოპროლოლი (Metoprolol, Your Pharmacy, საქართველო).

ეგილოკი რეტარდის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • მაღალი არტერიული წნევა
  • სტენოკარდია
  • სტენოკარდიის შეტევები
  • მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობები
  • ტაქიკარდია სინუსური
  • არითმიები პარკუჭზედა
  • ექსტრასისტოლია პარკუჭზედა
  • გულის უკმარისობა, ქრონიკული
  • გულის ფუნქციის დარღვევა, ჰიპერთირეოზის ფონზე
  • შაკიკის შეტევები

ეგილოკი რეტარდის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის აქტიური ნივთიერება – მეტოპროლოლი განეკუთვნება სელექციური ბეტა1-ადრენობლოკატორების ჯგუფს. მეტოპროლოლი ამცირებს მომატებულ არტერიული წნევას; გულის კუნთის სისხლით მომარაგებისა და ჟანგბადით უზრუნველყოფის გაუმჯობესებით ამცირებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირესა და ინტენსივობას და ზრდის დატვირთვების ამტანობას; ახდენს არითმიის საწინააღმდეგო მოქმედებას.
ჩვენებები
– მაღალი არტერიული წნევა,
– სტენოკარდია, მ.შ. სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა,
– მიოკარდის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობები, გულის რითმის დარღვევები (როგორებიცაა სინუსური ტაქიკარდია, პარკუჭზედა არითმიები, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია),
– გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა კომპენსაციის სტადიაში,
– გულის ფუნქციის ნორმალიზება ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის ფონზე და გულის ფუნქციური დარღვევების დროს,
– შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა.
ეგილოკ® რეტარდის გამოყენება ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზიით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას, ხოლო მიოკარდის ინფარქტის შემდეგ – ამცირებს განმეორებითი ინფარქტის განვითარების ალბათობას და სიკვდიალიანობას რითმის მძიმე დარღვევების პრევენციის ხარჯზე. ეგილოკ® რეტარდის დანიშვნა შეიძლება როგორც დამოუკიდებლად, ასევე კომბინაციაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან. ეს პრეპარატი არ არის განკუთვნილი სტენოკარდიის მწვავე შეტევების სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დანიშნული დოზებით. ნებისმირი ეჭვის დროს აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ეგილოკ® რეტარდი ხანგრძლივმოქმედი პრეპარატია, იგი მიიღება მხოლოდ დღეში ერთხელ. პრეპარატის სადღეღამისო დოზის მიღება რეკომენდებულია შიგნით დილას მცირე რაოდენობით წყალთან ერთად ტაბლეტის დაღეჭვის გარეშე. საკვების ან სასმელების ერთდროულად მიღება არ მოქმედებს პრეპარატის შეწოვაზე ან თერაპიულ ეფექტზე, ამიტომ ეგილოკ® რეტარდის მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად, მ.შ. ჭამის დროს.
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შემოგარსული ტაბლეტების შუაზე გაყოფა. ტაბლეტების დაღეჭვა ან უფრო წვრილ ნაწილებად დაშლა რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად და ნელ-ნელა გაიზაროს ძლიერი ბრადიკარდიის პრევენციის მიზნით.
ეგილოკ® რეტარდის საწყისი დოზა არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ შეადგენს 50 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში ექიმს შეუძლია დოზის თანდათან გაზრდა 100 მგ ან 200 მგ-მდე დღეში, ან ამავდროულად დანიშნოს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები.
ეგილოკ® რეტარდის საწყისი დოზა სტენოკარდიის სამკურნალოდ შეადგენს 50 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში ექიმს შეუძლია დოზის თანდათან გაზრდა 100 მგ ან 200 მგ-მდე დღეში, ან ამავდროულად დანიშნოს სხვა ანტიანგინალური საშუალებები.
ეგილოკ® რეტარდის საწყისი დოზა გულის ქრონიკული უკმარისობის სტენოკარდიის შემთხვევაში ორ კვირაში ექიმს შეუძლია დოზის გაზრდა 50 მგ-მდე, შემდეგ ორ კვირაში – 100 მგ-მდე, ხოლო კიდევ ორი კვირის შემდეგ – 200 მგ-მდე. უფრო ძლიერ გამოხატული გულის უკმარისობისას (ფუნქციური კლასი III NYHA – ს მიხედვით) რეკომენდებულია უფრო დაბალი დოზების ან სწრაფი გამოთავისუფლების პრეპარატ ეგილოკის® გამოყენება (ე.ი. ჩვეულებრივი).
ეგილოკ® რეტარდის დოზ ა
მიოკარდის ინფარქტის შემდგომი შემანარჩუნებელი თერაპიისათვის შეადგენს 200 მგ დღეში ერთხელ.
ეგილოკ® რეტარდის დოზა არითმიების სამკურნალოდ (სინუსური ტაქიკარდია, პარკუჭზედა არითმიები, პარკუჭების ექსტრასისტოლია), გულის შეკუმშვათა სიხშირის ნორმალიზებისათვის ჰიპერთირეოზის, გულისცემით მიმდინარე გულის ფუნქციური დარღვევების დროს ჩვეულებრივ შეადგენს 50_200 მგ დღეში ერთხელ. ეგილოკ® რეტარდის დოზა შაკიკის შეტევების პროფილაქტიკისათვის ჩვეულებრივ შეადგენს 100_200 მგ დღეში ერთხელ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
ეგილოკ® რეტარდის ტაბლეტების გამოყენების თვითნებურად შეწყვეტა არ შეიძლება!
ეგილოკ® რეტარდის დროულად მიღების დავიწყების შემთხვევაში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს გამოტოვებული ტაბლეტის მიღება, ხოლო შემდეგ პრეპარატის მიღება გაგრძელდება ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ შემდეგ დოზამდე რამოდენიმე საათი დარჩა ან უკვე შემდეგი დოზის მიღების დროა, გამოტოვებული დოზის კომპენსირებისათვის ეგილოკ® რეტარდის ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება. ამ შემთხვევაში უნდა გამოტოვოთ მიუღებელი ტაბლეტი და პრეპარატის მიღება ჩვეულებრივი დანიშნულებით გაგრძელდეს.
ეგილოკ® რეტარდის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, აუცილებელია სასწრაფოდ ექიმთან ან უახლოეს საავადმყოფოში მიმართვა
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად აიტანება. მაგრამ როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები. მძიმე, ან ამ ინსტრუქციაში მიუთითებელი გვერდითი ეფეტების განვითარებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები რეგისტრირებულია კლინიკურ ცდებში და მეტოპროლოლის თერაპიული გამოყენებისას. ზოგიერთ შემთხვევაში არასასურველ მოვლენასა და პრეპარატის მიღების შორის კავშირი დადგენილი არ არის. გვერდითი ეფექტების სიხშირის ქვემოთ მოყვანილი პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
– ძალიიან ხშირი: > 10%,
– ხშირი: 1 – 9.9%,
– არახშირი: 0.1 – 0.9%,
– იშვიათი: 0.01 – 0.09%,
– ძალიან იშვიათი: < 0.01%.
ყველაზე ხშირი (10%-მდე) გვერდითი ეფექტები: მომატებული დაღლილობა, თავბუსხვევა და თავის ტკივილი, განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დასაწყისში.
ხშირი გვერდითი ეფექტები: ორთოსტატული ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება ჰორიზონტალური მდგომარეობის შეცვლის დროს ვერტიკალური ან მჯდომარე მდგომარეობით), რომელსაც ძალიან იშვიათად ( < 0.01%) ახლავს გონების დაკარგვა, გულისცემა, ბრადიკარდია და კიდურების გაცივება, სუნთქვის დარღვევა ბრონქოსპაზმის მიმართ მიდრეკილ პაციენტებში (განსაკუთრებით თანმხლები სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების დროს).
არახშირი გვერდითი ეფექტები: ძილის დარღვევა, ძილიანობა, სიზმრების გახშირება, პარესთეზია, დეპრესია, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, კუნთების სპაზმი, წინაგულ-პარკუჭების სტენოკარდია I ხარისხის, პერიფერიული შეშუპება, ტკივილი გულის არეში, გულის უკმარისობის სიმპტომების გაძლიერება, კუჭისა-ნაწლავის ფუნქციების დროებითი დარღვევები (ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა და ყაბზობა), კანის ალერგიული რეაქციები (სიწითლე, ქავილი, გამონაყარი კანზე), ჭარბი ოფლიანობა, სასუნთქი გზების გამტარობის დარღვევა, სხეულის წონის მომატება, ცხიმოვანი ცვლის დარღვევები.
იშვიათი გვერდითი ეფექტები: ნერვული აგზნებულობა და შფოთვა, გამტარობის დარღვევა და არითმია, პირის სიმშრალე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ლაბორატორიული ნიშნები; გამელოტება, მხედველობის დარღვევები, თვალის სიმშრალე და/ან გაღიზიანება, კონიუნქტივიტი; ლიბიდოს დაქვეითება, პეირონის დაავადება.
ძალიან იშვიათი გვერიდი ეფექტები: მეხსიერების დაქვეითება, გონების დაბინდვა და ჰალუცინაციები, კუნთების სისუსტე; სტენოკარდიის შეტევების გახშირება და გაძლიერება, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის ადრე არსებული დარღვევების გაძლიერება (თითქმის განგრენის განვითარებამდე); ჰეპატიტი, ფოტოსენსიბილიზაცია გამონაყარით კანზე განათებისას, ფსორიაზის პროგრესირება ან კანის ფსორიაზის მსგავსი დაზიანება; შუილი ყურებში, გემოვნების დარღვევა; სისხლის ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები; სახსრების ტკივილი.
თუ ნებისმიერი ზემოაღნიშნული სიმპტომი აღინიშნა ხანგრძლივად აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
ამ ინსტრუქციაში მიუთითებელი ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღმოჩენისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
უკუჩვენება
– ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) მეტოპროლოლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
– სინუსური კვანძის ფუნქციის დარღვევა დ/ან გულში აგზნების გამტარობის დარღვევა (სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, II ან III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა);
– გულის პროგრესირებადი (დეკომპენსირებული) უკმარისობა;
– კარდიოგენული შოკი;
– გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლიური არტერიული წნევა ვერცხლ. წყლის 100 მმ-ზე ნაკლები);
– გულის რითმის გამოხატული ბრადიკარდია (გულის შეკუმშვების სიხშირე წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები);
– კიდურების არტერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევა;
– ვერაპამილის ი/ვენურ ინექციასთან კომბინირება;
– დეპრესიისა და პარკინსონიზმის სამკურნალო მაო-ს ინჰიბიტორების ჯგუფის საშუალებებთან ერთად (მაგალითად, ნიალამიდი, მოკლობემიდი, დეპრენილი);
– ლაქტაციის პერიოდი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატის ადამიანის მიერ გამოყენების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს, ორსულ ქალებში პრეპარატის დანიშვნა საჭიროებს დედისათვის შესაძლო სარგებლისა და ნაყოფისათვის შესაძლო რისკის შეფარდების შეფასებით და შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის გამოყეებით მიღებული სარგებელი ამართლებს რისკს. თუ შესაძლებელია, მეტაპროლოლის გამოყენება უნდა შეწყდეს 2_3 დღით ადრე მშობიარობის სავარაუდო ვადამდე. თუ პრეპარატის გამოყენება გარდაუვალია, აუცილებელია ნაყოფისა და ახალშობილის მდგომარეობის მეთვალყურეობა მშობიარობიდან პირველი 3_5 დღის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მეტოპროლოლის ჩვეულებრივი დოზებით გამოყენებისას პრეპარატი დედის რძეში აღწევს მცირ რაოდენობით და ბავშვზე მისი მოქმედების ალბათობა მცირეა, ლაქტაცია უნდა შეწყდეს, ან სამკურნალოდ გამოყენებულ უნდა იქნას სხვა პრეპარატები, რომლებსაც ამგვარი შეზღუდვები არ გააჩნიათ.
განსაკუთრებული მითითებები
ეგილოკ® რეტარდის გამოყენებისას საჭიროა გულის შეკუმშვათა სიხშირისა და არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი. ამ პრეპარატის გამოყენების დროს გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება ნორმალური მოვლენაა. მაგრამ თუ გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 55 დარტყმაზე მეტად შემცირდა, ან ეს ცუდ შეგრძნებებს იწვევს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის ეგილოკ® რეტარდი გამოყენება განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს ავადმყოფებში, რომლებსაც აწუხებთ ბრონქული ასთმა და ბრონქების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები (ფილტვების ემფიზემა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი), პერიფერიული სისხლძარღვების ობლიტერირებადი დაავადებები (რეინოს სინდრომი, ხანგამოშვებითი კოჭლობა), შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, მიასთენია, მეტაბოლური აციდოზის, ფეოქრომოციტომის, I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, დეპრესიის (მ.შ. ადრე აღნიშნულის), ფსორიაზის, ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობის დროს.
ეგილოკ® რეტარდით მკურნალობის დაწყებამდე ექიმს აუცილებლად უნდა ეცნობოს ჩამოთვლილი მდგომარეობების არსებობის შესახებ
მეტოპროლოლი ნაკლებად მოქმედებს ნახშირწყლების ცვლაზე, მაგრამ შეუძლია ჰიპოგლიკემიის სიმპტომების შენიღბვა, ამიტომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულების ეგილოკ® რეტარდით მკურნალობის დაწყებამდე, უნდა მოხდეს სისხლში გლუკოზის რაოდენობის რეგულარული კონტროლი და საჭროების შემთხვევაში- ინსულინის ან შაქრის დამწევი პრეპარატების დოზის დაზუსტება. მეტოპროლოლს შეუძლია ტაქიკარდიის შენიღბვა, როგორც ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის გამოვლინება. ფეოქრომოციტომით დაავადებულთა მკურნალობისას, უნდა მოხდეს მეტოპროლოლის კომბინირება ალფა-ადრენობლოკატორებთან.
გულის უკმარისობით დაავადებულებში ეგილოკ® რეტარდის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ კომპენსაციის სტადიის მიღწევის შემდეგ. მეტოპროლოლს შეუძლია არსებული ბრადიკარდიის გაძლიერება, ხოლო ძალიან იშვიათ შემთხვევებში – გააძლიეროს წინაგულოვან-პარკუჭოვანი გამტარობის ადრე არსებული ზომიერი დარღვევები. მეტოპროლოლს შეუძლია გააძლიეროს პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის სიმპტომები.
მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვის ფუნქციაზე კარდიოსელექციური ბეტა-ადრენობლოკატორების მოქმედება სუსტია, ბრონქული ასთმით დაავადებულების მიერ მეტოპროლოლის გამოყენების აუცილებლობისას, შესაძლოა საჭირო გახდეს ბეტა2-ადრენომიმეტურების ტაბლეტებში ან აეროზოლის ფორმით ერთდოულად მიღება ან მათი დოზის გაზრდა.
ბეტა-ადრენომიმეტურებით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ცრემლის პროდუქციის შემცირება, რაც გასათვალისიწნებელია კონტაქტური ლინზებით სარგებლობის შემთხვევაში.
აუცილებელია ექიმთან მიმართვა, თუ ეგილოკ® რეტარდის გამოყენების დროს გაძლიერდა გულის უკმარისობის სიმპტომები (სუნთქვის გაძნელება, წვივების შეშუპება), ან თუ სტენოკარდიის შეტევები გახშირდა და/ან გახანგრძლივდა და ამ სიმპტომების აღმოფხვრა არ ხერხდება ჩვეულებრივი სამკურნალო საშუალებების გამოყენებით.
აუცილებელია ექიმის ინფორმირება ეგილოკ® რეტარდის გამოყენების თაობაზე ქირურგიულ ოპერაციამდე და ანესთეზიამდე, მ.შ. სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებამდე, მაგრამ მკურნალობის შეწყვეტა რეკომენდებული არ არის.
Aასევე, ექიმს უნდა ეცნობოს ეგილოკ® რეტარდის მიმართ ალერგიის შესახებ. პრეპარატი ეგილოკ® რეტარდი შეიცავს საქაროზას (6 მგ საქაროზა თითოეულ 50 მგ ტაბლეტში და 12 მგ საქაროზა თითოეულ 100 მგ ტაბლეტში), რაც გასათვალისწინებელია ნივთიერებთა ცვლის დარღვევების მქონე ავადმყოფთა მკურნალობისას.
არ შეიძლება პრეპარატის ეგილოკ® რეტარდის გამოყენების უეცრად შეწყვეტა. პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათან, დოზების ნელ-ნელა შემცირებით 7-14 დღის განმავლობაში. მკვეთრმა მოხსნამ შეიძლება გააძლიეროს სტენოკარდიის სიმპტომები და გაზარდოს კორონარული დარღვევების რისკი, ხოლო პაციენტებში თირეოტოქსიკოზით – ტაქიკარდიისა და არითმიის სიმპტომები.
კლონიდინთან ერთად გამოყენებისას უნდა მოხდეს ჯერ მეტოპროლოლის მოხსნა, ხოლო შემდეგ (რამოდენიმე დღეში) – კლონიდინის. ჯერ კლონიდინის მოხსნის შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ჰიპერტონიული კრიზი.
არ შეიძლება პრეპარატის ეგილოკ® რეტარდის გამოყენების თვითნებურად შეჩერება ან შეწყვეტა! პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა ან დოზის შემცირება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულებითა და კონტროლით.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:
ღვიძლის მძიმე დაავადებებისას ეგილოკ® რეტარდით მკურნალობა მცირე დოზებით უნდა დაიწყოს.
ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ ეგილოკ® რეტარდის გამოყენება ნაჩვენებია არ არის კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატის მიღებაზე ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით მეტაპროლოლს შეუძლია თავბრუსხვევისა და დაღლილობის გამოწვევა. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პაციენტის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე და უბედურ შემთხვევათა მაღალი რისკის სამუშაოთა შესრულებაზე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და ერთდროულად ალკოჰოლის მიღებისას. ამიტომ პრეპარატის დოზა, რომლის დროსაც ნებადართულია ავტოტრანსპორტის მართვა და ავარიულ-საშიში სამუშაოს შესრულება, ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს.
ჭარბი დოზირება
შეიძლება აღინიშნოს ჰიპოტენზია, სინუსური ბრადიკარდია, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, ასისტოლია, ღებინება, გულისრევა, ბრონქოსპაზმი, ციანოზი, ჰიპოგლიკემია, გონების დაკარგვა, კომა. ჭარბი დოზის სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლის, სხვა ჰიპოტენზიური და ანტიარითმული პრეპარატების, ბარბიტურატების ერთდროულად მიღებისას.
ჭარბი დოზის პირველი სიმპტომები ვლინდება 20 წუთში – 2 საათში პრეპარატის მიღებიდან.
ჭარბი დოზის მკურნალობა: არტერიული წნევის მნიშვნელოვნად დაწევისას ავადმყოფი უნდა დაწვეს ზურგზე ფეხების შემაღლებულ მგდომარეობაში მოთავსებით. თუ პრეპარატი მიღებულია არც ისე დიდიხნის წინ, მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირისა და ოსმოტური საფაღარათე საშუალების მიღება. აუცილებელია სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების მონიტორირება და შენარჩუნება ინტენსიური თერაპიის განყოფილების პირობებში. მძიმე ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის და გულის უკმარისობის საშიშროების დროს უნდა მოხდეს დობუტამინის ვენაში შეყვანა 2_5 წთ ინტერვალით ან ინფუზიის გზით სასურველი ეფექტის მიღწევამდე. სელექციური ბეტა1-აგონისტების არარსებობის შემთხვევაში, ვენაში შეიყვანება ატროპინი ან დოპამინი. სასურველი ეფექტის მიუღწევლობის შემთხვევაში შესაძლებელია სხვა ადრენომიმეტურების გამოყენება. ბეტა-რეცეპტორების ბლოკადის ეფექტის შექცევადობის მისაღწევად სასარგებლოა გლუკაგონის შეყვანა დოზებში 1-10მგ. გამოხატული ბრადიკარდიის, თერაპიის მიმართ მდგრადობის დროს, შესაძლოა საჭირო გახდეს გულის რითმის ხელოვნური მატარებლის გამოყენება. ბრონქოსპაზმის მოხსნა შეიძლება ვენაში სალბუტამოლის ან ტერბუტალინის შეყვანით. ამ ანტიდოტების გამოყენება შეიძლება თერაპიულ დოზებზე მაღალ დოზებში. ჰემოდიალიზი ნაკლებეფექტურია
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ექიმს უნდა ეცნობოს გამოყენებული სხვა სამკურნალო საშუალებების შესახებ, ვინაიდან მათ შეუძლიათ ერთმანეთის ეფექტების შეცვლა.

ეგილოკ® რეტარდის კომბინირება არ შეიძლება შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:
– ვერაპამილის ი/ვენური ინექცია – შესაძლოა გამოიწვიოს ასისტოლია;
– მაოს ინჰიბიტორები – შესაძლებელია ჰიპოტენზიური მოქმედების მნიშვნელოვნად გაძლიერება. ეგილოკ® რეტარდისა და მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენებებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 14 დღე.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა ეგილოკ® რეტარდისა და შემდეგი სამკურნალო საშუალებების კომბინირების დროს:
– სხვა ჰიპოტენზიური და ანტიარითმიული საშუალებები (კალციუმის არხების ბლოკატორები, გუანეტიდინის ჯგუფის პრეპარატები, რეზერპინი, ალფა-მეთილდოფა, კლონიდინი და გუანფაცინი), ნიტრატები, პარასიმპათომიმეტურები, განგლიობლოკატორები, სხვა ბეტა-ადრენობლოკატორები (მ.შ. თვალის წვეთების სახით – თიმოლოლი, ბეტაქსოლოლი, ლევობუნოლოლი) – ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადის რისკი;
– საგულე გლუკოზიდები – ბრადიკარდიის, გამტარობის დარღვევის რისკი;
– ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი ზოგიერთი პრეპარატი (საძილე, ტრანკვილიზატორები, ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესიულები, ნეიროლეფსიურები, ნარკოტიკული საშუალებები) – ჰიპოტენზიისა და გულის ფუნქციის დათრგუნვის რისკი;

– ფერმენტების ინჰიბიტორები (მაგალითად, ციმეტიდინი, ჰიდრალაზინი); სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (მაგალითად, პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი, სერტრალინი) – მეტოპროლოლის ეფექტების გაძლიერება;
– ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგალითად, დიკლოფენაკი, პიროქსიკამი, იბუპროფენი), ესტროგენები – შესაძლებელია ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება;
– ღვიძლის ფუნქციაზე მოქმედი პრეპარატები (მაგალითად, რიფამპიცინი და ბარბიტურატები) – მეტოპროლოლის ეფექტების შემცირება;
– ალფა – და ბეტა-სიმპათომიმეტურები (მ.შ. ბრონქების გამაფართოვებელი პრეპარატები, როგორიცაა მაგალითად, ტერბუტალინი, სალბუტამოლი); ერგოტამინი, ანტიმადეპოლარიზებელი მიორელაქსიურები.
ურთიერთქმედება ალკოჰოლთან
ეგილოკ® რეტარდით მკურნალობის დროს სპირტიანი სასმელების გამოყენება არ შეიძლება. ალკოჰოლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითება.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.