ზინგოსინი+ომეგა-3

ზინგოსინი+ომეგა-3

ზინგოსინი+ომეგა-3–ის ზოგადი ინფორმაცია

ზინგოსინი+ომეგა-3. Zingosin. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – Ferrosan A/S (დანია).

ზინგოსინი+ომეგა-3–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ზინგოსინი+ომეგა-3. Zingosin გამოდის კაფსულის ფორმით. ზინგოსინი+ომეგა-3 2 კაფსულა შეიცავს თევზის ქონს (პოლიარაგაჯერებული ცხიმოვანი მჟავები-ომეგა-3-1000 მგ, კოჭას (Имбирь) ექსტრაქტს – 300 მგ, ჩინური კოჭას (Калган) ექსტრაქტს – 30 მგ.

ზინგოსინ+ომეგა-3 –ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ზინგოსინ+ომეგა-3 –ის  ფასები ფარმადეპოში
ზინგოსინ+ომეგა-3 –ის ფასები ავერსში
ზინგოსინ+ომეგა-3 –ის ფასები psp-ში
ზინგოსინ+ომეგა-3 –ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ზინგოსინ+ომეგა-3, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ზინგოსინ+ომეგა-3 –ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ზინგოსინი+ომეგა-3–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ართრიტი
  •  ართროზი
  • ოსტეოართროზი
  • ქოლესტერინის ცვლის ნორმალიზაცია
  • ათეროსკლეროზი
  • კუჭის მოტორულ და სეკრეტორულ ფუნქციების სტიმულაცია
  •  ღვიძლის ანტიტოქსიური ფუნქციის გაუმჯობესება
  • მონელების პროცესს გაუმჯობესება
  • მეტეორიზმი
  • ენტერიტი ქრონიკული (წვრილი ნაწლავის ანთება)
  • შინაგანი ორგანოების ქრონიკული დაავადებების რეციდივები
  • ანტიოქსიდანტური მოქმედება
  • გრიპი
  • გაციება
  • ტკივილი მენსტრუალური
  • ტკივილი თავის
  • კლიმაქსი
  • სიმსივნე სარძევე ჯირკვლის
  • სიმსივნე პროსტატის

ზინგოსინი+ომეგა-3–ის საფირმო აღწერიდან

ტრადიციული ანტიბაქტერიული, ანთებისსაწინააღმდეგო და ანალგეტიკური პრეპარატების ხანგრძლივი მიღება იწვევს არასასურველ გვერდით მოვლენებს კერძოდ: კუჭნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის მძიმე დაზიანებებს. გარდა ამისა, კომბინირებული მკურნალობა ანტიბიოტიკებითა და არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპა-რატებით იწვევს ურთიერთგავლენას რაც არ გამორიცხავს ფარმაკოთერაპიის საფრთხეს.
ბიოკომპლექსი ზინგოსინი ომეგა-3-ით საშუალებას იძლევა მოვახდინოთ ტრადიციული პრეპარატებით (ანტიბიოტიკები და არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები) მკურნალობის ხანგრძლივობის და დოზის კორექცია.
კოჭას ექსტრაქტის უნიკალური კომბინაცია (Zingiber officinale და Alpinia officinarum) ომეგა-3-ით იძლევა ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.
ორივე კომპონენტი-კოჭა და ომეგა-3 ხელს უწყობს ზინაქსინ კომპლექსის ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების უკეთ შეღწევას უჯრედში და იონების ნაკადის ნორმალიზებას უჯრედიდან და უჯრედში. კოჭას ექსტრაქტის აქტიური კომპონენტები თრგუნავენ ციკლოოქსიგენაზის აქტივობას და ამცირებენ ანთებისსაწინააღმდეგო პროსტაგლანდინ E2-ის გამომუშავებას. კოჭას ექსტრაქტი ომეგა-3-თან ერთად ახდენს არა მარტო ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას, არამედ წარმოადგენს უჯრედული მეტაბოლიზმის სტიმულატორს. ნივთიერებათა ცვლის აღდგენა უჯრედულ დონეზე ხელს უშლის დაავადების ადრეულ სტადიაზე თავისუფალი რადიკალების მავნე მოქმედებას.
კოჭას ექსტრაქტს ომეგა-3 – თან ერთად ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ონკოპროტექტორული და ანტიოქსიდანტური მოქმედება. ომეგა-3 ანელებს სიმსივნეების განვითარებას და წარმოადგენს გინეკოლოგიური ონკოდაავადებების პროფილაქტიკის ეფექტურ საშუალებას. ეს ხდება იმის გამო, რომ ომეგა-3-ს აქვს უნარი მოახდინოს იმუნიტეტის სტიმულირება და ლიპიდური ცვლის ნორმალიზება. ომეგა-3 კონკურენტულად ანაცვლებს ომეგა-6-სს უჯრედის მემბრანაში. მეცნიერთა მონაცემებით, ომეგა-3-ის უკმარისობა სამჯერ ზრდის პროსტატის კიბოთი დაავადების რისკს.
ომეგა-3-ის თვისებები:
შეუცვლელია ადამიანის ორგანიზმის უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციას
ებრძვის ართრიტებს,ართროზებს და ოსტეოართროზებს.
კოჭას თვისებები:
-ოფლმდენი
-ტკივილგამაყუჩებელი
-ამოსახველებელი
-ღებინების საწინააღმდეგო
-ხსნის მენსტრუალურ ტკივილს
-ხელს უწყობს მშობიარობის შემდეგ ორგანიზმის აღდგენას
-მოქმედებს როგორც სისხლის ზოგადი გამწმენდი საშუალება
-ანტირევმატიული
-ანტიჰისტამინური
-სპაზმოლიტიკური
-ანტიოქსიდანტური საშუალება
-ასტიმულირებს კუჭის მოტორულ და სეკრეტორულ ფუნქციებს
-ღვიძლის ანტიტოქსიური ფუნქცია
-მეტეორიზმი
-ქრონიკული ენტერიტი(წვრილი ნაწლავის ანთება)
-შინაგანი ორგანოების ქრონიკულ დაავადებათა რეციდივების პროფილაქტიკა
კოჭას ყველა ეს სასწაულმოქმედი თვისება იმითაა განპირობებული, რომ ის შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას (ტრიპტოფანი, ტრეონინი, ლეიზინი,მეთიონინი, ფენილანინი და ვალინი), აგრეთვე ეთერზეთებს (კამფინი,ფელანდრინი,ცინეოლი, ბორნეოლი,ციტრალი და გინგეროლი). კოჭას ახასიათებს კარგი შეღწევადობა ანთებით ქსოვილებში. ამის ხარჯზე კომპლექსი ზინგოსინი ორგანიზმში მოხვედრისას მიზანმიმართულად მიემართება ანთების კერისკენ.
ნანო ტექნოლოგიები
ნანოტექნოლოგია (წარმოდგება სიტყვიდან “ნანომეტრი”- მეტრის ერთი მემილიარდედი ნაწილი), ნივთიერების ცალკეული ატომის დონეზე მუშაობის საშუალებას იძლევა. ნანოტექნოლოგიების დახმარებით დანიელმა მეცნიერებმა კოჭას საფუძველზე შეიმუშავეს კომპლექსი ზინგოსინი.
მკურნალი მოლეკულები მოთავსებულია ნანოკონტეინერებში (მათ როლს ასრულებს ლიპოსომალური მიკროკაფსულები). ასე “შეფუთული” სახით ისინი ხვდებიან ორგანიზმში, აღწევენ ორგანოებსა და სამიზნე უჯრედებს.
ხდება წამლის გამოთავისუფლება, თვითონ კაფსულები კი იშლებიან უსაფრთხო ნაწილებად. ორგანოებიდან გამოძევების დროს ნანონაწილაკები ადვილად აღწევენ სისხლძარღვთა კედლებსა თუ ნაწლავის ლორწოვანში და ხვდებიან ზუსტად დანიშნულების ადგილას საჭირო სამკურნალო დოზით. კომპლექსი ზინგოსინი შექმნილი უნიკალური LipoCap ტექნოლოგიით უზრუნველყოფს მედიკამენტური პრეპარატის მაქსიმალურ ბიოშეღწევადობას და ინარჩუნებს კოჭას აქტივობას.
LipoCap ტექნოლოგია
LipoCap – მიმართული ზემოქმედების დაპატენტებული ტექნოლოგიაა,რის შედეგადაც კოჭას აქტიური კომპონენტების ათვისება ზრდის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიწოდებას უშუალოდ ანთების კერაში და უზრუნველყოფს ბიოკომპლექს ზინგოსინის სტაბილურობას.
ზინგოსინის კაფსულის გარსი შედგება დიგლიცერიდების დიაცეტატისგან, რომელსაც ტუტოვან გარემოში სტაბილურობა ახასიათებს. ეს იცავს ბიოკომპლექს ზინაქსინს (კოჭა+ლიპოსომალური მიკროკაფსულა) ინაქტივაციისაგან (თავისი ბიოლოგიური აქტივობის დაკარგვისაგან) კუჭის აგრესიულ გარემოში.
ჩვენებები
რევმატოლოგია:
– ართრიტი
– ართროზი
– ოსტეოართროზი
კარდიოლოგია:
-ქოლესტერინის ცვლის ნორმალიზაცია
-ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა
გასტროენტეროლოგია:
-ასტიმულირებს კუჭის მოტორულ და სეკრეტორულ ფუნქციებს
-აუმჯობესებს ღვიძლის ანტიტოქსიურ ფუნქციას
-აუმჯობესებს მონელების პროცესს
-მეტეორიზმი
-ქრონიკული ენტერიტი(წვრილი ნაწლავის ანთება)
-შინაგანი ორგანოების ქრონიკული დაავადებების რეციდივების პროფილაქტიკა
იმუნური სისტემა:
-ანტიოქსიდანტური მოქმედება
-გრიპი
-გაციება
გინეკოლოგია:
-მენსტრუალური ტკივილი
-თავის ტკივილი
-კლიმაქსი
ონკოლოგია:
-სარძევე ჯირკვლის სიმსივნე
-პროსტატის სიმსივნე
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებისათვის და ბავშვებისათვის 12 წლის ზევით: 1-2 კაფსულა 1 დღეში ჭამის დროს. ძინგოსინი ომეგა-3-ის მიღების დროს, პირველი 2 კვირის განმავლობაში რეკომენდებულია 2 კაფსულა დღეში. მიღების ხანგრძლივობა არანაკლებ 2 კვირისა. მიზანშეწონილია ხანგრძლივი მიღება: 3-6 თვე. მიღების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენება
კომპონენტისადმი ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა.
ორსულობა
ლაქტაცია

ომეგა-3-ის თვისებები: