ირუქსოლ-მონო

ირუქსოლ-მონო

ირუქსოლ-მონოს ზოგადი ინფორმაცია

ირუქსოლ-მონო. Iruxol. პროტეოლიზური პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – კოლაგენაზა. Collagenase. მწარმოებელი ფირმა – Smith and Nephew (ინგლისი).

ირუქსოლ-მონოს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ირუქსოლ-მონო. Iruxol გამოდის 30 მგ–იანი მალამოს ფორმით.

ირუქსოლ-მონოს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ირუქსოლ-მონოს ფასები ფარმადეპოში
ირუქსოლ-მონოს ფასები ავერსში
ირუქსოლ-მონოს ფასები psp-ში
ირუქსოლ-მონოს ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ირუქსოლ-მონო, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ირუქსოლ-მონოს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ირუქსოლ-მონოს აქტიური ნივთიერება

კოლაგენაზა. Collagenase. კოლაგენაზას მიაკუთვნებენ ფერმენტების და ანტიფერმენტების ჯგუფს.

ირუქსოლ-მონოს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ნეკროზული ქსოვილების ფერმენტული გასუფთავება
  • წყლულები ვარიკოზული
  • დამწვრობები
  • მოყინვები
  • ჭრილობები, ხანგრძლივად შეუხორცებელი
  • განგრენა
  • ნაწოლები
  • წყლულები ღრმა

ირუქსოლ-მონოს საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ირუქსოლ-მონო -ს შემადგენლობაში შემავალი კლოსტრიპეპტიდაზა, წარმოადგენს პროტეოლიტური (ცილების გამხლეჩი) მოქმედების ფერმენტს, რომელიც გამოიყოფა Clostridiumhistolicum – დან.
მალამო უზრუნველჰყოფს ჭრილობის ფერმენტულ გაწმენდას, აფერხებს ინფექციების განვითარებას, აჩქარებს რეგენერაციას.
ჩვენებები
ირუქსოლ-მონო გამოიყენება ნეკროზული ქსოვილების ფერმენტული გასუფთავების, ვარიკოზული წყლულების, დამწვრობების, მოყინვების, ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობების, განგრენის, ნაწოლების და აგრეთვე ღრმა წყლულების დამუშავებისათვის.
ჭრილობის ფერმენტული დამუშავება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გამოყენებად მეთოდს. იგი ნაკლებტრავმულია პაციენტისათვის და უზრუნველჰყოფს ნეკროზული ქსოვილების ეფექტურ მოშორებას და სრულჰყოფს ჭრილობის გრანულაციას.
ირუქსოლ-მონო
მალამო მოწოდებულია ნეკროზული ჭრილობების ფერმენტული დამუშავებისათვის. მისი აქტიური კომპონენტი – კოლაგენაზა-შლის ჭრილობის თავისუფალ კოლაგენს, უზრუნველჰყოფს ნეკროზული ქსოვილის სწრაფ და ეფექტურ მოცილებას, ამასთან არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილებს.
ირუქსოლ-მონო
მთელ მსოფლიოში მიღებული, ირუქსოლ-მონო 30Nწელზე მეტი გამოცდილებით ამტკიცებს თავის ეფექტურობას ფართო სპექტრის ქრონიკული ჭრილობების მკურნალობისას.
ირუქსოლ-მონო
ერთადერთი ფერმენტული პროდუქტია, რომელიც სელექტიურად მოქმედებს კოლაგენზე, ათავისუფლებს ჭრილობას ნეკროზული ქსოვილისაგან ისეთი სახით, რომ არ დაირღვეს ჭრილობის შეხორცების პროცესი.
ირუქსოლ-მონო
ნაზად მოქმედი, სელექტიური და ეფექტური მალამოა.
მიღების წესები და დოზები
ირუქსოლ-მონო თანაბრად დავიტანოთ ჭრილობაზე დღეში ერთხელ (საჭიროების მიხედვით შესაძლებელია მისი გამოყენება დღეში 2-ჯერ) 2მმ სისქით. სასურვლი ეფექტისთვის ჭრილობის არე თერაპიის დროს იყოს საკმარისად ტენიანი. ჭრილობა შესაძლებელია წინასწარ დავნამოთ ფიზიოლოგიური ხსნარით.
უკუჩვენება
შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებთან მიმართებაში. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა.