კორტოპი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): კარვედილოლი/CARVEDILOL
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
:
ბეტა- და ალფა1-ადრენობლოკატორი. ჰიპოტენზიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
კარვედილოლი………….      6.25 მგ
1 ტაბ.
კარვედილოლი……………..12.5 მგ
1 ტაბ.
კარვედილოლი…………….25 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მიოკარდიუმის ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადის შედეგად
აქვეითებს
არტერიულ წნევას,
ამცირებს
გულის შეკუმშვათა სიხშირეს და გულის წუთმოცულობას.
ალფა1-ადრენორეცეპტორების ბლოკირებით პრეპარატი
იწვევს პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოებას და საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი
წინააღმდეგობის შემცირებას. ამის შედეგად
მცირდება გულზე პრე- და პოსტდატვირთვა, მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილება და მიოკარდიუმის იშემიის განვითარების ალბათობა (ანტიანგინალური ეფექტი).
მარცხენა პარკუჭის დარღვეული ფუნქციის ან სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს კორტოპი დადებითად მოქმედებს ჰემოდინამიკურ მაჩვენებლებზე,
აუმჯობესებს მარცხენა პარკუჭის ზომებს და განდევნის ფრაქციას.
ფარმაკოკინეტიკა:
კარვედილოლი მიღების შემდეგ სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში Cmax მიიღწევა დაახლოებით 1 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 30%-ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება 98-99%. ახასიათებს “პირველადი გავლის” ეფექტი. კარვედილოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში და წარმოიქმნება ბეტა-ადრენობლოკატორული თვისებების მქონე მეტაბოლიტები. საშუალო T1/2 შეადგენს 6-10 საათს. კარვედილოლი ძირითადად ნაღვლის გზით გამოიდევნება.
ჩვენებები:
არტერიული ჰიპერტენზია (მონო- და კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
სტაბილური სტენოკარდია;
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის უკმარისობა.
მიღების წესი და დოზირება:
არტერიული ჰიპერტენზიის დროს მოზრდილებში პრეპარატის საწყისი დღიური დოზა შეადგენს 12.5 მგ-მ ერთ მიღებაზე ან განაწილებული 2 მიღებაზე (6.25 მგ 2-ჯერ დღეში) 7-14 დღის განმავლობაში. შემდეგ ინიშნება 25 მგ დღეში ერთხელ დილით ან 12.5 მგ 2-ჯერ დღეში. საჭიროებისას 14 დღის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა.
სტაბილური სტენოკარდის დროს საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ-ს 2-ჯერ დღეში, 7-14 დღის შემდეგ შესაძლებელია დოზის გაზრდა 25 მგ-მდე 2-ჯერ დღეში. საჭიროებისას შესაძლებელია დოზის გაზრდა 2 კვირიანი ინტერვალებით მაქსიმალური დოზით – 100 მგ/დღეში განაწილებული 2 მიღებაზე (50 მგ 2-ჯერ დღეში) მიღწევამდე.
ასაკოვან პაციენტებში მაქსიმალური დღიური დოზა 50 მგ-ია (25 მგ 2-ჯერ დღეში).
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის უკმარისობის დროს დოზირება ინდივიდუალურია. საწყისი დოზა შეადგენს 3.125 მგ 2-ჯერ დღეში, პირველი 2 კვირის განმავლობაში. პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში დღიური დოზის გაზრდა შესაძლებელია 2 კვირიანი ინტერვალებით. მაქსიმალური დღიური დოზა 85 კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებში შეადგენს 25 მგ-ს, ხოლო 85 კგ-ზე მეტი წონის პაციენტებში – 50 მგ-ს განაწილებული 2 მიღებაზე.
პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
პრეპარატის მოხსნის აუცილებლობისას დოზას ამცირებენ თანდათანობით 1-2 კვირის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია (ნაკლები 55 დარტყმა/წთ), ორთოსტატული ჰიპოტენზია; იშვიათად – გულის წასვლა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), AVბლოკადა (დოზის შერევისას), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები (კიდურების გაცივება), შეშუპება, მკერდის არეში ტკივილი.
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში); იშვიათად – დეპრესია, ძილის დარღვევა, პარესთეზიები.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, ბრონქოსპაზმი (წინასწარგანწყობილ პაციენტებში);
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის არეში ტკივილი;
იშვიათად – ყაბზობა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ცვლილებები.
სისხლმბადი სისტემის მხრივ ერთეულ შემთხვევაში – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათად – ჰიპერგლიკემია, ჰიპერქოლესტერინემია, წონაში დაკლება.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, ქავილი.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: დიზურია.
სხვადასხვა: მიალგია, ართრალგია, პირის სიმშრალე, ცრემლის გამომუშავების დაქვეითება. მძიმე გვერდითი მოვლენების გამოვლინების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მოხსნა.
უკუჩვენებები:
* ბრონქული ასთმა;
* ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დააადებები;
* ღვიძლის გამოხატული ფუნქციური დარღვევები;
* ბრადიკარდია (<50 დარტყმა/წთ);
* II და III ხარისხის AV ბლოკადა;
* დეკომპენსირებული გულის უკმარისობა;
* სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (მათ შორის სინოატრიალური ბლოკადა);
* გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (ა/წ სისტოლური მაჩვენებელი ნაკლები 85 მმ.ვწყ. სვ.-ზე);
* პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში კარვედილოლი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისთვის მოსალოდნელი შედეგი აჭარბებს ნაყოფზე უარყოფითი გავლენის რისკს;
* რადგან ამ ჯგუფის პაციენტებში კარვედილოლის კლინიკური გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. კარვედილოლი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები:
*
თერაპიის დასაწყისში და პრეპარატის დოზის მომატებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა (განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში გულის უკმარისობით ან კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში), რადგან შესაძლოა არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითება გამოიწვიოს. ასევე, სიფრთხილით გამოიყენება პრინცმეტალის სტენოკარდიის დროს, რადგან შესაძლებელია ტკივილის განვითარება გამოიწვიოს.
*
კარვედილოლი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებებით, რადგან შესაძლოა დაავადების მიმდინარეობის დამძიმება გამოიწვიოს.
*
გულის შეკუმშვათა სიხშირის 55 დარტყმა/წთ-მდე შემცირებისას საჭიროა პრეპარატის მოხსნა.
*
პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით და დაბალი არტერიული წნევით (სისტოლური ა/წ ნაკლები 100 მმ.ვ.წყ.სვ.-ზე), გულის იშემიური დაავადებით, სისხლძარღვთა დიფუზური ცვლილებით და/ან თირკმლის ფუნქციური უკმარისობით, კორტოპის დანიშვნისას საჭიროა თირკმლის ფუნქციური მაჩვენებლების ლაბორატორიული კონტროლი და მათი გაუარესების შემთხვევაში პრეპარატის დოზის შემცირება ან მოხსნა.
*
კორტოპისა და კალციუმის არხების ბლოკატორების (ვერაპამილის ან დილთიაზემის ტიპის), ასევე I კლასის ანტიარითმიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, საჭიროა ა/წ და ეკგ-ის კონტროლი. კორტოპის მკურნალობის ფონზე ამ პრეპარატების ვენაში შეყვანა არ შეიძლება.
*
კორტოპმა შესაძლოა თირეოტოქსიკოზის სიმპტომების შენიღბვა გამოიწვიოს.
*
კორტოპი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, რადგან კარვედილოლმა შესაძლოა ჰიპოგლიკემიის ადრეული ნიშნების წაშლა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი კონტროლი და საჭიროებისას ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია.
*
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ფსორიაზით დაავადებულებში, რომლის მიმდინარეობა ადრე სხვა ბეტა-ბლოკერების გამოყენების გამო გამწვავდა, ასევე პაციენტებში, რომლებიც კონტაქტურ ლინზებს იყენებენ (ცრემლის გამომუშავების შემცირების გამო).
*
კორტოპი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ფეოქრომოციტომით. ასეთ დროს თერაპიის დაწყებამდე პაციენტებს ალფა-ადრენობლოკატორებს უნიშნავენ.
*
კლონიდინით და კორტოპით კომბინირებული თერაპიის მოხსნის დროს, კორტოპი უნდა მოიხსნას პირველი და რამდენიმე დღით ადრე კლონიდინის დოზის თანდათანობით შემცირებამდე.
*
პრეპარატით მკურნალობისას იზღუდება ალკოჰოლის გამოყენება.
*
კარვედილოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის დადგენილი.
*
პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ყურადღების მოდუნება და ფსიქომოტორული რეაქციების შენელება.
*
კორტოპი იწვევს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედების პოტენცირებასა და ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მოქმედების გაძლიერებას.
*
საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში კარვედილოლი იწვევს AV გამტარობის შენელებას.
*
ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებთან (მაგ: რიფამპიცინი) ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა სისხლის პლაზმაში კარვედილოლის კონცენტრაციის შემცირება, ხოლო ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორებთან (მაგ. ციმეტიდინი) – კარვედილოლის კონცენტრაციის მატება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი:
GMP, საქართველო

გაფრთხილება