მულტი-ტაბსი პერინატალი

  მულტი-ტაბსი  პერინატალი

მულტი-ტაბსი  პერინატალის ზოგადი ინფორმაცია

მულტი-ტაბსი  პერინატალი. Multi-tabs Perinatal. პოლივიტამინები მაკრო და მიკროელემენტებით. აქტიური ნივთიერება – comb. drug. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A11AA01. მწარმოებელი ფირმა – ფეროსანი ას (დანია).

მულტი-ტაბსი  პერინატალის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მულტი-ტაბსი  პერინატალი. Multi-tabs Perinatal გამოდის ტაბლეტის ფორმით. ყოველი გარსგადაკრული ტაბლეტი შეიცავს:ვიტამინ A–ს  (რეტინოლის აცეტატი) 800 mkg≈2666ME, ვიტამინ D–ს (კოლეკალციფეროლი) 5 mkg≈200ME, ვიტამინ E–ს (D – a – ტოკოფეროლის აცეტატი) 10 mg≈14,90ME , ვიტამინ B1–ს (თიამინის ნიტრატი) 2,1 მგ, ვიტამინ B2–ს(რიბოფლავინი) 2,4 მგ, ვიტამინ B6–ს (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 3 მგ, ვიტამინ B12–ს (ციანოკობალამინი) 2 მკგ, ნიკოტინამიდს 27 მგ, პანტონტენის მჟავას 9 მგ, ფოლიუმის მჟავას 400 მკგ, ვიტამინ C–ს (ასკორბინის მჟავა) 90 მგ, კალციუმს (კალციუმის კარბონატი) 160 მგ, მაგნიუმს (მაგნიუმის ოქსიდი) 75 მგ, რკინას (რკინის ფუმარატი) 14 მგ, თუთიას (თუთიას ოქსიდი) 15 მგ, სპილენძს (სპილენძის სულფატი) 2 მგ, მანგანუმს (მანგანუმის სულფატი) 2,5 მგ, ქრომს (ქრომის ქლორიდი) 50 მკგ , სელენიუმს (ნატრიუმის სელენატი) 50 მკგ, იოდს (კალიუმის იოდიდი) 150 მკგ. არააქტიური ინგრედიენტები, რომლებიც შედიან აქტიური ნივთიერებების სუბსტანციების შემდგენლობაში : საქაროზა, ჟელატინი, სახამებელი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, ტრიგლიცერიდები, ჰიპრომელოზა, სიმინდის სახამებელი, მალთოდექსტრინი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, წყალი.შემავსებლებია:მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის დიჰიდრატის ორჩანაცვლებული ფოსფატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსსკარნელოზა, მეთილცელულოზა, ასკორბინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, უწყლო კოლოიდის სილიკოგელი, გლიცეროლი 85%, სტეარინის მჟავა, გაწმენდილი წყალი.ტაბლეტის გარსი : ჰიპრომელოზა 3, ჰიპრომელოზა 15, გლიცეროლი 85%, ტიტანიუმის დიოქსიდი, რიბოფლავინი, ტალკი. აღწერა:ორმხრივად ამობურცული, ოვალური, ყვითელი გარსით დაფარული ტაბლეტები.

მულტი-ტაბსი  პერინატალის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ორსულობისათვის მზადების პერიოდი
  • ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
  • ნაყოფის თანდაყოლილი მანკების განვითარების ( ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით გამოწვეული ) პროფილაქტიკა

მულტი-ტაბსი  პერინატალის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის მოქმედების ეფექტი განპირობებულია მის შემადგენლობაში მყოფი ვიტამინებით და მინერალებით. ორსული და ძუძუთი კვების პერიოდში ქალების არასაკმარისი უზრუნველყოფა ვიტამინებითა და მინერალებით ვნებს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობას და წარმოადგენს ნაადრევი მშობიარობის, თანდაყოლილი მანკების, ბავშვებში ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევის ერთ-ერთ მიზეზეს. მულტივიტამინების მიღება ჩასახვის პერიოდში ამცირებს სერიოზული თანდაყოლილი დეფექტების, ნაადრევი მშობიარობის და დაბადებისას დაბალი წონის საშიშროებას 50%-ით და აუმჯობესებს დედის ჯანმრთელობას ორსულობის პერიოდში. პოლივიტემინები და მულტიმინერალები ზრდიან იმუნური რეაქციებისა და ნივთიერებათა ცვლის აქტივობას.
B ჯგუფის ვიტამინები (ფოლის მჟავა, ვიტამინები B6 და B12) მოქმედებენ სისხლში ჰომოცისტეინის დონეზე – სისხლძარღვების დაავადებებისა და ორსულობისას გართულებების განვითარების რისკფაქტორი (გესტოზი, ნაყოფის ჰიპოტროფია, ნაყოფის ნერვული მილის დეფექტი). ამ ვიტამინების დამატებითი მიწოდება იწვევს სისხლში ჰომოცისტეინის დაქვეითებასა და ნორმალიზაციას. ფოლის მჟავის დეფიციტი ორსულებში წარმოადგნეს ნაადრევი მშობიარობის განვითარების, პლაცენტის ნაწილობრივი, ან სრული ჩამოშლის, სპონტანური აბორტის, ან მკვდრადშობადობის საწყის ფაქტორს. ზრდის ნაყოფის თანდაყოლილი მანკების საშიშროებას, კერძოდ ნერვული მილის დეფექტების, ჰიდროცელაფიის, ანენცეფალიის, ტვინის თიაქარის რისკს.
ორსულობის პერიოდში იოდის ოპტიმალური რაოდენობა აუცილებელია როგორც ნაყოფის ნერვული, იმუნური და რეპროდუქციული სისტემების ფორმირებისათვის, ასევე ჰორმონალური ბალანსის მხარდასაჭერად. იოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პირველსა და მეორე ტრიმესტრებში – ნაყოფის ორგანოებისა და სისტემების ფორმირების პერიოდი, ფარისებრი ჯირკვალის ჩათვლით.
ცინკი აუცილებელია ნაყოფის ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისათვის, მოქმედებს სქესობრივი ჰორმონების სინთეზზე, ხელსუწყობს ინსულარული აპარატის ფუნქციურ მდგომარეობას, ამცირებს საშოში ყოფნისას ანომალიების განვითარების საშიშროებას.
ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, სელენი იცავს იმუნურ სისტემას, ეწინააღმდეგება თავისუფალი რადიკალების, რომლებიც ვნებენ ორგანიზმს, წარმოქმნას.
ჩვენებები
– ორსულობისათვის მზადების პერიოდი;
– ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობის პროფილაქტიკა და მკურნალობა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
– ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით გამოწვეული ნაყოფის თანდაყოლილი მანკების განვითარების პროფილაქტიკა.
მიღების წესები და დოზები
ერთი ტაბლეტი დღეში ჭამის დროს, ან დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ.
უკუჩვენება
პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
განსაკუთრებული მითითებები
მულტი-ტაბს® პერინატალის მიღებისას არ არის რეკომენდირებული სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება, რათა არ მოხდეს დოზის გადაჭარბება. არ გადააჭარბოთ მითითებული დღიური დოზა.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილზე, ტემპერატურაზე არაუმეტეს +25oC.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
2 წელი. არ გამოიყენოთ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.