მულტი-ტაბს ქიდსი კალციუმი

  მულტი-ტაბს ქიდსი კალციუმი

მულტი-ტაბს ქიდსი კალციუმის ზოგადი ინფორმაცია

მულტი-ტაბს ქიდსი კალციუმი. Multi-Tabs kid Calcium. პოლივიტამინები მაკრო და მიკროელემენტებით. აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – ფეროსან ა/ს (დანია).

მულტი-ტაბს ქიდსი კალციუმის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მულტი-ტაბს ქიდსი კალციუმი. Multi-Tabs kid Calcium გამოდის საღეჭი ტაბლეტების ფორმით ფორთოხალ-ვანილის არომატით.ერთი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინ A–ს (რეტინოლა აცეტატი) 1333 სე ≈ 400 მკგ, ვიტამინ D–ს (ქოლეკალციფეროლი) 400 სე ≈ 10 მკგ, ვიტამინ E–ს (დლ-ა – ტოკოფეროლ აცეტატი) 8,94 სე ≈ 6 მკგ, ვიტამინ B-1–ს (თიამინის ნიტრატი) 0,7 მგ, ვიტამინ B-2–ს (რიბოფლავინი) 0,8 მგ, ვიტამინ B-6–ს (პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) 0,7 მგ, ვიტამინ B-12–ს (ციანოკობალამინი) 1 მკგ, ნიკოტინამიდს (ნიკოტინამიდი) 8 მგ, პანტოტენის მჟავას (კალციუმის პანტოთენატი) 3 მგ, ფოლის მჟავას (ფოლის მჟავა) 50 მკგ, ბიოტინს 20 მკგ, ვიტამინ C–ს (ასკორბინის მჟავა) 50 მგ, ვიტამინ K–ს (ფიტომენადიონი) 15 მკგ, კალციუმს (კალციუმის კარბონატი) 200 მგ, მაგნიუმს (მაგნიუმის ოქსიდი) 25 მგ, რკინას (რკინის ფუმარატი) 8 მგ, თუთიას (თუთიას ჟანგი) 6 მგ, სპილენძს (სპილენძის სულფატი) 0,4 მგ, მანგანუმს (მანგანუმის სულფატი) 1 მგ, ქრომს (ქრომის ქლორიდი) 20 მკგ , სელენს (ნატრიუმის სელენატი) 20 მკგ, იოდს (კალიუმის იოდიდი) 70 მკგ .

მულტი-ტაბს ქიდსი კალციუმის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მულტი-ტაბს ქიდსი კალციუმის ფასები ფარმადეპოში
მულტი-ტაბს ქიდსი კალციუმის ფასები ავერსში
მულტი-ტაბს ქიდსი კალციუმის ფასები psp-ში
მულტი-ტაბს ქიდსი კალციუმის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც მულტი-ტაბს ქიდსი კალციუმი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია მულტი-ტაბს ქიდსი კალციუმის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

მულტი-ტაბს ქიდსი კალციუმის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ძცლოვანი სისტემის ზრდა, ფორმირება და განვითარება
  • კუნთოვანი სისტემის ზრდა, ფორმირება და განვითარება
  • კბილის მინანქრის გამაგრება
  • კარიესი
  • ფიზიკური განვითარება სწორი (ბავშვის)
  • გონებრივი განვითარება სწორი (ბავშვის)
  • იმუნიტეტის ამაღლება
  • ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების გაზრდა ბავშვის

მულტი-ტაბს ქიდსი კალციუმის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი A
წარმოადგენს ორგანიზმის თავდაცვის ანტიოქსიდანტური სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს. ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის სწორ ზრდასა და განვითარებას. ასრულებს მნიშვნელოვან როლს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირების მხარდაჭერაში, აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობას სხვა და სხვა ინფექციების მიმართ.
აუცილებელია ნორმალური მხედველობითი ფუნქციის უზრუნველყოფისათვის.
ვიტამინი D
ვიტამინ D – ს ადეკვატური მიწოდება ბავშვის ორგანიზმისათვის აუცილებელია მოძრაობის აპარატის სწორი ფორმირებისათვის, ძვლებისა და კბილების ზრდისათვის.
წარმოადგენს აუცილებელ ელემენტს ორგანიზმის მიერ კალციუმის ათვისებისათვის.
ვიტამინი C
მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოლაგენის წარმოქმნაში, რომელიც შედის ძვლების, ხრტილოვანი ქსოვილებისა და კბილების შემადგენლობაში. აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.
ვიტამინი E
წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. ხელსუწყობს ბავშვის ძვლოვან-კუნთოვანი სისტემის სწორ განვითარებასა და ფუნქციონირებას, ფიზიკური დატვირთვების ადეკვატურ ამტანობას.
ვიტამინი B1
ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში, წარმოადგენსნერვული სისტემის სწორი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ელემენტს.
ვიტამინი B2
დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმის ცვლისათვის. წარმოადგენს აუცილებელ ელემენტს ჰემოგლობინის სინთეზისათვის. ხელს უწყობს კანისა და ლორწოვანი გარსების ნორმალურ მდგომარეობას.
ვიტამინი B6
აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ნიკოტინამიდი
მნიშვნელობა აქვს ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას ორგანოებსა და ქსოვილებში.
პანტოტენის მჟავა
დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირბადებისა და ლიპიდების ცვლაში. აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.
ფოლის მჟავა
მონაწილეობს ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში, უჯრედების დაყოფაში, მათ შორის სისხლის ფორმული ელემენტების.
ვიტამინი B12
აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სისხლის წარმოქმნისათვის.
ბიოტინი
მხარს უჭერს კანის ნორმალურ მდგომარეობას, ამცირებს ეგზემისა და დერმატიტის გამოვლინებებს.
კალციუმი
წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მაკროელემენტს, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს. აუცილებელია მოძრაობის აპარატის ფორმირებისა და განვითარებისათვის, ძვლებისა და კბილების ქსოვილების მინერალიზაციისათვის, კბილის ემალის გამაგრებისათვის.
მაგნიუმი
აქვს დიდი მნიშვნელობა გულ-სისხლძარვთა და ნერვული სისტემების რეგულაციური მოქმედებისათვის. აუცილებელი ელემენტია ორგანიზმში კალციუმის ასათვისებლად.
რკინა
მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესებში. ხელს უწყობს იმუნური სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას.
თუთია
წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესებში. ხელს უწყობს იმუნური სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას, ზრდის ბავშვის მიერ ინფორმაციის ათვისების უნარს.
ვიტამინი K
აუცილებელია სისხლის შედედების ნორმალური პროცესისათვის, ბავშვის ორგანიზმის ზრდისათვის და განვითარებისათვის, ძვლოვან-კუნთოვანი სისტემის სწორი ფორმირებისათვის.
სპილენძი
წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს. მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესებში და ძვლოვანი ქსოვილების ფორმირებაში.
ქრომი
მონაწილეობს ინსულინის სინთეზის პროცესში. ქრომის შემცირებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მკვეთრი მერყეობა და ხელი შეუწყოს დიაბეტის განვითარებას.
სელენი
წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. აძლიერებს იმუნიტეტს.
მანგანუმი
შედის რამდენიმე ფერმენტული სისტემის შემადგენლობაში, აუცილებელია ძვლის ქსოვილის ნორმალური სტრუქტურის მხარდასაჭერად.
იოდი
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს იოდი, ასრულებენ მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციებს: უზრუნველჰყოფენ ორგანიზმის ზრდას, ფიზიკურსა და ინტელექტუალურ განვითარებას, არეგულირებენ ნერვული სისტემის მოქმედებას.
ჩვენებები
წარმოადგენს ვიტამინების, მინერალების – კალციუმის ჩათვლით – დამატებით წყაროს.
მიღების წესები და დოზები
ბავშვებს 2-დან 7 წლამდე – 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს.1-3 თვე
უკუჩვენება
ბიოლოგიურად აქტიური დანამატის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.
არ უნდა მიიღოთ ვიტამინს D-ს შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთდროულად.
შენახვის პირობები და ვადები
მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +25 oC. ვადა 2 წელი