ბიგეტრიკი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბიგეტრიკის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დომპერიდონი, სიმეთიკონი/ domperidone, simethicone

ბიგეტრიკის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები


ბიგეტრიკი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
ბიგეტრიკის ტაბლეტები:
თითოეული ტაბლეტი შიცავს:
დომპერიდონი 10.000 მგ, სიმეთიკონი 200.000 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ხორბლის სახამებელი 12.059 მგ, კალციუმის კარბონატი 194.100 მგ, მსუბუქი მაგნიუმის კარბონატი 208.200 მგ, მიკოკრისტალური ცელულოზა 62.300 მგ, პოვიდონი K-30 83.800 მგ, ნატრიუმის საქარინი 0.600 მგ, ნატრიუმის კროსკარმელოზა 22.900 მგ, მაგნიუმის სტეარატი 5.880 მგ.

ჩვენებები
გასტროკინეზური, ღებინების და გაზების დაგროვების საწინააღმდეგო პრეპარატი.

მიღების წესები და დოზები
ბიგეტრიკის ტაბლეტები: 1-2 ტაბლეტი, 3-4-ჯერ დღეში, სასურველია საკვების მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები
პირის სიმშრალე, ნაწლავის სპაზმი, შაკიკი, ძილიანობა, ნევროზი, ქავილი.
ანტაგონისტები და ანტიდოტები:
არ წარმოდგენილა

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა დომპერიდონის მიმართ. თუმცა დომპერიდონზე ჩატარებულ კვლევებში ტერატოგენული ეფექტები არ გამოვლენილა, ორსულებებში პრეპარატის დანიშვნამდე სასურველია მისი რისკის შეფასება.

განსაკუთრებული მითითებები
იგი არ გამოიყენება ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ერთად, რადგან ისინი ამცირებენ ბიგეტრიკის თერაპიულ მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ცივ და მშრალ ადგილას, 15-30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი კომპანია: CASASCO laboratories, არგენტინა

გაფრთხილება