ბილობა-რიცი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბილობა-რიცის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სისხლის მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი საშუალება. ანგიოპროტექტორი.


ბილობა-რიცი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა – 1 კაფს. შეიცავს 40 მგ Ginkgo bilobae-ს ფოთლების მშრალი სტანდარტიზირებული ექსტრაქტს (24% გინკგოს ჰეტეროზიდები (Ginkgo flavon glycosides) და 6% გინკოლიდ ბილობალიდები (Terpene lactones)).
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ბილობა-რიცი მცენარეული წარმოშობის ვაზორეგულატორი ან ანტიოქსიდანტია. აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას და ათვისების უნარს. ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები – ფლავონოიდური გლიკოზიდები, გინკგოლიდები და ბილობალიდები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და მის რეოლოგიურ მახასიათებლებს, აფართოებენ სისხლძარღვებს, აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას.

პრეპარატი ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას, ახასიათებს ქსოვილებზე ანტიჰიპოქსიური მოქმედება. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის მიწოდებას. ასევე – კიდურებში სისხლის მიმოქცევას. აქვს გამოხატული შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება თავის ტვინსა და პერიფერიულ ქსოვილებზე. ეფექტურია თავბრუსხვევებისა და დიაბეტური რეტინო- და ანგიოპათიების დროს.

ჩვენება:
– თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, რომელსაც ახლავს მეხსიერების, ყურადღებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, ძილის დარღვევა;
– ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის მოშლა, რომელსაც ახლავს ტკივილი სიარულის დროს. სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი

ინიშნება თითო კაფსულა დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ. მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება ერთი თვის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობაა სამი თვე.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი.

უკუჩვენება: პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, თუმცა დადგენილი არ არის ნაყოფზე მისი უარყოფითი გავლენა.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

ფორმა, შეფუთვა – კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.
მწარმოებელი – GMP, საქართველო

გაფრთხილება