ბიონექტი კრემი

ბიონექტი კრემი

ბიონექტი კრემის ზოგადი ინფორმაცია


ბიონექტი კრემი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ბიონექტი კრემი. Bionect krem. ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი. Hyaluronic acid sodium. მწარმოებელი ფირმა – FIDIA pharmaceutical.

ბიონექტი კრემის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბიონექტი კრემი. Bionect krem გამოდის 0.2% კრემის ფორმით 15გ ტუბში. ბიონექტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 0,2% ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილს. სხვა ინგრედიენტებია: პოლიეთილენგლიკოლი 400 მონოსტეარატი, ოლეინის მჟავას დეცილ-ეთერი, ემულგატორი, გლიცერინი, 70% სორბიტოლის ხსნარი, ნატრიუმის დეჰიდროაცეტატი, მეტილ პ-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატი, არომატი, გამოხდილი წყალი.

ბიონექტის (კრემი) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბიონექტი (კრემი) , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბიონექტის (კრემი) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბიონექტის (კრემი) ფასები ფარმადეპოში
ბიონექტის (კრემი)  ფასები ავერსში
ბიონექტის (კრემი)  ფასები psp-ში
ბიონექტის (კრემი) ს ფასები სხვა აფთიაქებში

ბიონექტი კრემის აქტიური ნივთიერება

ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი. Hyaluronic acid sodium.

ბიონექტი კრემის სინონიმები

ქსილოიალი (Xiloial, Farmigea, იტალია).

ბიონექტი კრემის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • მწვავე ჭრილობების შეხორცება
  • ქრონიკული ჭრილობების შეხორცება
  • კანის დაზიანება
  • კანის გაღიზიანება
  • დაჟეჟილობა
  • ტრანსპლანტანტის აღების და გადანერგვის არე
  • ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები
  • დამწვრობა პირველი ხარისხის
  • დამწვრობა  მეორე ხარისხის
  • წყლულები სისხლძარღვოვანი
  • წყლულები მეტაბოლური
  • იარები
  • ნაწოლები
  • რადიოდერმატიტები

ბიონექტი კრემის საფირმო აღწერიდან

ბიონექტი* კრემი – პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის.
შეიცავს ჰიალურონის მჟავას – პოლისახარიდს (გლიკოზამინოგლიკანი), რომელიც მდებარეობს ყველა ქსოვილის გარე მატრიქსში. თავისი ჰიდროფილური თვისებების გამო უზრუნველყოფს უჯრედებში და უჯრედშორის ჰიდრატირებული სივრცის შენარჩუნებას, რითაც ხელს უწყობს მათ მიგრაციას. უზრუნველყოფს ჭრილობის ტენიანობას,რითაც იცავს ჭრილობას მაცერეციისაგან, გახეხვისაგან, გაუხეშებისაგან და დერივაციისაგან (გაშრობა).
ჩვენებები
• მწვავე და ქრონიკული ჭრილობების შესახორცებლად
• კანის დაზიანება ან გაღიზიანება
• დაჟეჟილობა
• ტრანსპლანტანტის აღების და გადანერგვის არე
• ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები
• პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობა
• სისხლძარღვოვანი და მეტაბოლური წყლულები
• იარები
• ნაწოლები
• რადიოდერმატიტები
მიღების წესები და დოზები
მკურნალობამდე ჭრილობა უნდა დამუშავდეს და მოხდეს მისი დეზინფიცირება.
დავადოთ ჭრილობას კრემის თხელი ფენა 2-ჯერ ან მეტჯერ დღეში.
დამუშავებული არე უნდა დაიფაროს სტერილური დოლბანდის საფენით და სტე-რილური ბინტით(სახვევით).
უკუჩვენება
არ გამოიყენოთ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გაძლიერებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
არ გამოიყენოთ დაზიანებული კრემის ტუბი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ვადაში იგულისხმება პროდუქტის ვადა, რომელიც მოთავსებულია ორიგინალურ ყუთში და ინახება ოთახის ტემპერატურაზე (30° C)
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სიფრთხილის ზომები
ბიონქტის კრემის თითოეული ტუბი გამოიყენება მხოლოდ ერთი პაციენტისთვის, რომ გამოირიცხოს სხვა ინფექციით ინფიცირება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ გამოიყენოთ პარალელურად მადეზინფიცირებელ საშუალებებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ ოთხმხრივ ამონიუმის მარილებს, რადგან ჰიალურონის მჟავა მათი ზემოქმედებისას წარმოქმნის ნალექს.
ჭრილობის ერთდროული გარეგანი მკურნალობა ანტიბიოტიკებით და სხვა აქტუალური საშუალებებით არ ახდენს ურთიერთ ზემოქმედებას და შეუთავსებლობას ბიონექტ კრემთან.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (არა უმეტეს 30oC)