გლიზი-ემ

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მეტფორმინი, გლიკლაზიდი  /metformin, gliclazide

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები. ბიგუანიდები
შემადგენლობა
თითოელი შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
გლიკლაზიდი ბ.ფ 80 მლ
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ბ.ფ 500 მლ
ფარმაკოლოგიური თვისებები
გლიზი-ემში შემავალი ორი წამალი ერთმანეთის მოქმედებას აძლიერებს. გლიკლაზიდი ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს ინსულინის გამოყოფის დეფიციტსა და პერიფერიული ქსოვილების ინსულინის მიმართ რეზისტენტობის შემთხვევაში, რაც რეალიზდება K + არხების პანკრეასის ბეტა უჯრედებთან შეკავშირებით. ამის შედეგად იხსნება CA 2+ არხები რაც ზრდის უჯრედის მიერ კალციუმისა და ინსულინის გამოყოფის დონეს. გლიკლაზიდი ასევე ზრდის გლუკოზის მიმართ ბეტა უჯრედების მგრძნობელობას. გლიკლაზიდი ზრდის ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, ისეთი როგორიცაა ჰეპატური გლუკოზის სისუფთავის გაზრდა. გლიკლაზიდს გააჩნია ანტიაგრეგანტული მოქმედება და იგი ამცირებს თავისუფალი რადიკალების დონეს, რითაც ხელს უშლის ვასკულური გართულებების განვითარებას. ცნობილია, რომ გლიკლაზიდი ამცირებს პლაზმაში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდის დონეს შესაბამისი გამოყენების შემდეგ. პრეპარატების აღნიშნული kombinacia ეფექტურია დამაკმაყოფილებელი გლიკემიური კონტროლის მისაღწევად და ამდენად ხელს უწყობს ზოგიერთ პაციენტში ინსულინის გამოყენების პრევენციას. მეტფორმინი მოქმედებს როგორც ანტიჰიპერგლიკემიური აგენტი ინსულინის მიმართ ღვიძლი და პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობის გაუმჯობესებით. იგი ზრდის გლუკოზის შეთვისებასა და გამოყენებას. მას აგრეთვე დადებითი ზემოქმედება გააჩნია შრატის ლიპიდების დონესა და ფიბრონოლიზურ აქტივობაზე. მეტფორმინით თერაპია არ არის დაკავშირებული სხეულის წონის მომატებასთან. მიუხედავად ამისა, იგი ჭარბი წონის პაციენტებში ახდენს სხეულის წონის ნორმალიზაციას.

აღწერა:
გილიზი-ემ შედგება გლიკლაზიდისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდისაგან გლიკლაზიდი ქიმიურად არის ერთი 1-(3-აზაბიციკლო{3.3.0} oct -3-yl)-3-p-ტოლილსულფონილურეა. მეტფორმინის ჰიდროქლორიდი არის 1,1-დიმეთილ ბიგუანიდის ჰიდროქლორიდი. გლიზი-ემ არის თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ზომის შემოუგარსავი ტაბლეტები. ერთი ბრტყელი და მეორე ამოზნექილი ზედაპირით.
ფარმაკოკინეტიკა
გლიკლაზიდის ერთი ორალური დოზის 40 დან 120 მგ მიღებისას ვლინდება მაქსიმუმ 2.2-დან 8მგ/ლ რაოდენობით 2-დან 8 საათამდე დროის ინტრევალში. სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა გლიკლაზიდის 40-120მგ მიღებიდან ორი დღის შემდეგ. გლიკლაზიდის მიღება საკვებთან ერთად ამცირებს Cmax-ს და Tmax. მისი განაწილების მოცულობა დაბალია, ხოლო პროტეინებთან კავშირი შეადგენს (85-97%). გლიკლაზიდის მოქმედების ხანგრძლივობა მერყეობს 8.1 დან 20.5 საათამდე მისი ერთი დოზის მიღების შემდეგ. გლიკლაზიდი ექსტენსიურად მოტაბოლიზდება 7 მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომლებიც გამოიყოფა შარდში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აღინიშნება კარბოქსილის მჟავას დერივატი. მისი დოზის 60-70% გამოიყოფა შარდით,10-20% ფეკალური მასებით.
მეtფორმინის აბსოლიტური ორალური ბიოშეღწევადობა შეადგენს 60-70%. კუჭნაწლავიდან ვითარდება შიგნით მიღებიდან 6 საათის განმავლობაში, ვინაიდნ მეტფორმინი სწრაფად ვრცელდება ორგანიზმში აბსორბაციის შემდეგ. მეტფორმინის თირკმლისმიერი ელიმინაცია არის ბიფაზურია. აბსორბირებული მეტფორმინის 95% -ის ელიმინაცია წარმოებს პირველი ფაზის განმავლობაში 6 საათიანი ხანგრძლივობით. დარჩენილი 5 % -ის ელიმინაცია წარმოებს ტერმინალური ფაზის სახით 20 საათიანი ხანგრძლივობით. მეტფორმინი არ უკავშირდება პლაზმის პროტეინებს, დოზის 40-60% შარდით გამოიყოფა შეუცვლელი წამლის სახით,ხოლო დარჩენილი 30% ფეკალურ მასებში.
რაციონალური:
ფარმაკოკინეტიკური თვალსაზრისით, ორივე წამალი შეთავსებადია, ვინაიდან მეტფორმინი არ უკავშირდება პლაზმის პროტეინებს და არ ხდება მისი მეტაბოლიზმი ღვიძლში. აქედან გამომდინარე გლიკლაზიდთან (რომელსიც 80-90%-ით უკავშირდება პლაზმის პროცენტებს და მეტაბოლიზდება ღვიძლის საშუალებით) ურთიერთქმედება არ არის შესაძლებელი. ასე რომ, გლიკლაზიდისა და მეტფორმინის კომბინაცია ეფექტურია NIDDM -ის მკურნალობის დასახმარებლად და სავარაუდოდ თავიდან ავიცილებთ მასთან დაკავშირებულ მაკროვასკულურ და მიკროვასკულურ გართულებებს.
ჩვენებები
გლიზი-ემ ინიშნება ჭარბი წონის მქონე და არაჭარბი წონის მქონე II ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. რომელთაც გააჩნიათ არაადეკვატური გლიკემიური კონტროლი მხოლოდ დიეტით ან ინსულინ დამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში.
მიღების წესები და დოზები
1-2 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორჯერ საჭმელთან ერთად. მაქსიმუმ 4 ტაბლეტი დღეში.
გვერდითი მოვლენები
გასტროდუოდენური დარღვევები, გულისრევა, დიარეა, კუჭის არეში ტკივილი,ყაბზობა, ღებინება.
დერმატოლოგიური: გამონაყარი, ქავილი, ჰიპერემია.
სხვადასხვა: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.
დადგენილია რომ გლიკლაზიდს უკავშირდება ჰიპოგლიკემიის
უკუჩვენება
გლიზი-ემ წინააღმდეგ ნაჩვენებია პაციენტებში, თირკმლის და ღვიძლის დაზიანებით, ალკოჰოლიზმის დროს, მწვავე კეტოზითა და აციდოზით გართულებული NIDDM, დიაბეტური კომის პრეკომის და კომის დროს, პეროფერიულ სისხლძარღვთა დაავადების, ორსულობისა და ქრონიკური ობსტრუქციული პულმონური დაავადების შემთხვევაში.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ გრილ, ბნელ და მშრალ ადგილას 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: წარმოებიდან 36 თვე
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Zee Laboratories, ინდოეთი

გაფრთხილება