ზინატი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ცეფუროქსიმ აქსიტელი/  cefuroxime

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეორე თაობის ცეფალოსპორინები

შემადგენლობა:
ზინატის სუსპენზია შეიცავს ორალური სუსპენზიის მოსამზადებელ ცეფუროქსიმის გრანულებს. მრავალდოზიანი ფლაკონის ინსტრუქციის მიხედვით აღდგენა წარმოქმნის სუსპენზიას, რომელიც შეიცავს 125 ან 250მგ ცეფუროქსიმის სუსპენზიას (ცეფუროქსიმ აქსეტილის სახით) ყოველ 5 მლ-ში. ზინატის პაკეტები შეიცავს 125 ან 250მგ ცეფუროქსიმის გრანულებს (ცეფუროქსიმ აქსეტილის სახით) ერთჯერადი დოზირებისათვის

ფარმაცევტული ფორმა
მშრალი, თეთრი, ხილის არომატიანი გრანულები, ორალური სუსპენზიისათვის

კლინიკური მახასიათებლები
ჩვენება
ზინატი არის ბაქტერიოციდული ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკის ცეფუროქსიმის ორალური პროწამალი, რომელიც რეზისტენტულია ბეტა-ლაქტამაზების უმრავლესობის მიმართ და აქტიურია გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. ნაჩვენებია მგრძნობიარე ბაქტერირებით გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ.

ჩვენებები მოიცავს:
– ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციები მაგ. ყური, ცხვირის და ყელის ინფექციები, როგორიცაა შუა ოტიტი, სინუსიტი, ტონზილიტი და ფარინგიტი.).
– ქვემო რესპირატორული ტრაქტის  ინფექციები. მაგ. პნევმონია, მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებები.
– შარდ-სასქესო ტრაქტის ინფექციები (მაგ. პიელონეფრიტი, ცისტიტი და ურეთრიტი),
– გონორეა, მწვავე გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტები, და ცერვიციტები.
– კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები, მაგ: ფურუნკულოზი, პიოდერმია და იმპეტიგო).
– ნადრეული ლაიმის დაავადების მკურნალობა და მოგვიანებითი ლაიმის დაავადების პრევენცია მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

გამოშვების ფორმა: 125 მგ /5მლ: 50 მლ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: SmithKline group of companies, რუმინეთი

გაფრთხილება