კლაციდი სრ

კლაციდი სრ

კლაციდი სრ–ის ზოგადი ინფორმაცია

კლაციდი სრ. KLACID SR. მაკროლიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – კლარითრომიცინი. Clarithromycin. მწარმოებელი ფირმა – Aesica Queenborough Ltd (დიდი ბრიტანეთი).

კლაციდი სრ–ის  შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კლაციდი სრ. KLACID SR გამოდის 500 მგ ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს კლარიტრომიცინის 500 მგ;  დამხმარე ნივთიერებებია:ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ალგინატი, ნატრიუმის კალციუმის ალგინატი, ლაქტოზა, პოვიდონი K30, ტალკი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი; გარსი: მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი 400, პოლიეთილენგლიკოლი 8000, დიოქსიდის ტიტანი (E 171), ქინოლინის ყვითელი (E 104), სორბინის მჟავა.წამლის ფორმა. ტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით, პროლონგირებული მოქმედების. აღწერა: ყვითელი, აპკიანი გარსით დაფარული ოვალიდური ფორმის ტაბლეტები.

კლაციდ სრ–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კლაციდ სრ–ის ფასები ფარმადეპოში
კლაციდ სრ–ის ფასები ავერსში
კლაციდ სრ–ის ფასები psp-ში
კლაციდ სრ–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კლაციდი სრ, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კლაციდ სრ–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კლაციდი სრ–ის აქტიური ნივთიერება

კლარითრომიცინი. Clarithromycin. ქიმიური დასახელება – 6-O-მეთილერითრომიცინი. ბრუტო–ფორმულა:C38H69NO13. კლარითრომიცინს მიაკუთვნებენ მაკროლიდების და აზალიდების ჯგუფს. CAS-კოდი:81103-11-9.

კლაციდი სრ–ის სინონიმები 

კლარიციდი 250 მგ (CLARICIDE 250 mg, Bilim, თურქეთი), კლაციდი (Klacid, Abbott, საფრანგეთი), რომიკლარი 125 მგ (Romiclar, Asfarma, თურქეთი), კლაციდი ი.ვ (Klacid, Abbott, საფრანგეთი), ულცერონი (ULCERON, AVERSI, საქართველო).

კლაციდი სრ–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ინფექციები ქვედა სასუნთქი გზების
  • ბრონქიტი
  • პნევმონია
  • ინფექციები ზედა სასუნთქი გზების
  • სინუსიტი
  • ფარინგიტი
  • ინფექციები კანისა და რბილი ქსოვილების
  • ფოლიკულიტი
  • ერიზიპელოიდი

კლაციდი სრ–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამკა.
კლარიტრომიცინი – მაკროლიდების ჯგუფის ნახევრად სინთეთიკური ანტიბიოტიკი. კლარიტრომიცნის ანტიბაქტერიული მოქმედება განისაზღვრება მისი კავშირით 5Oშ-რიბოსომალურ სუბერთეულის მგრძნობელობის ბაქტერიებთან და ცილის ბიოსინთეზის დათრგუნვით. პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები ერთგვარი კრისტალური საფუძველია, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლისას უზრუნველყოფს მოქმედი ნივთიერების ხანგრძლივ გამოთავისუფლებას. პრეპარატი ამჟღავნებს მაღალ ეფექტურობას in vitro farTo სპექტრის აერობული და ანაერობული გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, ჰოსპიტალური შტამების ჩათვლით. მინიმალური ინჰიბირებული კონცენტრაციით (მიკ) კლარიტრომიცინი ჩვეულებრივ ორჯერ დაბალია ვიდრე ერიტრომიცინის მიკ.
კლარიტრომიცინი in vitro მაღალეფექტურია Legionella pneumophila და Mycoplasma pneumonie წინააღმდეგ. მოქმედებს ბაქტერიციდულარდ H. Pylori wიინააღმდეგ, კლარიტრომიცნის აქტიურობა ნეიტრალური pH დროს მაღალია, ვიდრე მჟავე pH დროს. in vitro და in vivo მონაცენები ადასტურებენ კლარიტრომიცინის მაღალ ეფექტურობას მიკრობაქტერიების შტამების კლინიკური მნიშვნელობის წინააღმდეგ. in vitro გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ Enterobacteriaceae შტამები და Pseudomonas, ისევე როგორც ლაქტოზას არა პროდუცირებადი გრამუარყოფითი ბაქტერიები, არ არიან მგრძნობიარენი კლარიტრომიცნის მიმართ.

მიკრობიოლოგია
კლარიტრომიცინი აქტიურია in vitro და კლინიკურ პრაქტიკაში შემდეგი მიკროორაგნიზმების უმეტესობა შტამებთან შედარებით.
აერობული გრამდადებით მიკროორგანიზმები:
Staphylococcus aureus,
Streptococcus pneumoniae,
Streptococcus pyogenes,
Listeria monocytogenes.
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:
Haemophilus influenzae,
Haemophilus parainfluenzae,
Moraxella catarrhalis,
Neisseria gonorrhoeae
Legionella pneumphila
სხვა მიკროორგანიზმები:
Mycoplasma pneumoniae,
Chlamydia pneumoniae (TWAR).
მიკრობაქტერიები:
Mycobacterium laprae
Mycobacterium kansasii
Mycobacterium chelonae
Mycobacterium fortuitum
Mycobacterium avium complex (MAC), romlebic dairTaven Mycobacterium avium, Mycobacterium intracellulare.
მიკროორგანიზმების ბეტა-ლაქტოზები არ მოქმედებენ კლარიტრომიცნის ეფეტურობაზე.
უმეტესობა მეტიცილინი – და ოქსაცილინრეზისტენტული შტამები სტაფილოკოკებისა არ არიან მგრძნობიარენი კლარიტრომიცინის მიმართ.
კლარიტრომიცინი აქტიურია in vitro ასეთი მიკროორგანიზმების შტამების უმრავლესობის მიმართ, თუმცა კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება მისი გამოყენებისა არ არის დადგენილი.

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:
Sterptococcus agalactiae,
Streptococci (ჯგუფები C,F,G)
Viridans group streptococci.
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:

Bordetella pertussis,
Pasteuerela multocida
სხვა მიკროორგანიზმები:
Chlamydia trachomatis.
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:

Clostridium perfringens
Peptococcus niger
Propinibacterium acens.
aerobuli gramuaryofiTi mikroorganizmebi:
Bacteriodes melaninogenicus
სპიროხეტები:
Borrelia burgdorferi , Treponema pallidum
კამპილობაქტერიები
Camyilobacter jejuni
კლარიტომიცინი ახდენს ბაქტერიციდულ ზემოქმედებას ბაქaტერიების რამდენიმე შტამის წინააღმდეგ:

Haemophilus influenzae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae, Maraxella (Branhamella) catarrhalis, Neisseria gonorrhoeae, H. pylori და Campylobactere spp.
კლარიტრომიცინის ძირითად მეტაბოლიტად ითვლება ადამიანის ორგანიზმში მიკრობიოლოგიური აქტივობა 14 – ჰიდროქსიკლარიტრომიცინი (14-OH – კლარიტრომიცინი). მიკროორგანიზმების უმრავლესობისათვის მეტაბოლიტის მიკრობიოლოგიური აქტივობა ტოლია ან 1-2 – ჯერ სუსუტია საწყის ნვთიერებაზე, H. influenzae გამოკლებით, რომელთან მიმართებაში მეტაბოლიტის ეფექტურობა 2 –ჯერ მეტია. in vitro და in vivo პირობებში საწყისი ნივთიერება და მისი ძირითადი მეტაბოლიტი ავლენს ან ადიტიურ ან სინერგიულ ეფექტს H. influenzae წინააღმდეგ, მიკროორგანიზმების შტამებზე დამოკიდებულებით.

ფარმაკოკინეტიკა
პროლონგირებელი მოქმედების კლარიტრომიცინის ტაბლეტების კინეტიკა შედარებული იყო ამგვართან დაუყოვენბლივ გამოსათავისუფლებელ ტაბლეტებთან 250 მგ და 500 მგ. აბსორბაციის სიდიდე ეკვივალენტური იყო ეკვივალენტური დოზის გამოყენებისას. აბსოლიტური ბიომიღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50%. პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენებისას კუმულაცია არ იყო აღმოჩენილი და მეტაბოლიზმის ხასიათი ადამიანის ორგანიზმში არ შეცვლილა.
ჯანმრთელი სუბიექტები

კლარიტრომიცინის მიღების შემდეგ, პროლონგირებული მოქმდების ტაბლეტებისა, შიგნით ჭამის შემდეგ 500 მგ დღეში თანაბარი მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) კლარიტრომიცინის და 14-OH-კლარიტრომიცინის სისხლის პლაზმაში შეადგენს 1,3 და 0, 48 მკგ/მლ შესაბამისად. პრეპარატის ნახევრად გამოყოფის პერიოდი და მისი მეტაბოლიტის შეადგენს შესაბამისად 5, 3 და 7, 7 საათს. დღეში კლარიტრომიცინის სრ 1000 მგ მიღების შემდეგ (2 ტაბლეტი 500 მგ) თანაბარი მაქსიმალური კონცენტრაციის კლარიტომიცინის და 14-OH – კლარიტრომიცინის შეადგენს საშუალოდ 2, 4 მკგ/მლ და 0, 67 მკგ/მლ შესაბამისად. დედის სუბსტანციის ნახევრად გამოყოფის პერიოდი და მისი ძირითადი მეტაბოლიტის შეადგენს 5, 8 და 8, 9 საათს შესაბამისად. Tmax მიღებისას 500 მგ და 1000 მგ დღეში მიიღწევა 6 საათის შემდეგ. თანაბარი კონცენტრაცია 14-OH-კლარიტრომიცინისა არ მატულობს კლარიტრომიცინის დოზის პროპორციულად, არამედ კლარიტრომიცინის ნახევრად გამოყოფის პერიოდი და მისი ძირითადი მეტაბოლიტის იზრდება დოზის მომატებით. კლარიტრომიცინის ფარმაკოკინეტიკის არახაზოვანი ხასიათი დაკავშირებულია 14 – ჰიდროქსილირებული და N – დემეთილრებული მეტაბოლიტების წარმოქმნის შემცირებასთან მაღალი დოზების მიღებისას.
შარდთან ერთად გამოდის კლარიტრომიცინის დაახლოებით 40%, ნაწლავით – 30%. პაციენტები
კლარიტრომიცინი და მისი 14-OH – მეტაბოლიტე ფართოდ არის განაწილებული ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში. პერორალური მიღების შემდეგ კლარიტრომიცინი ზურგის ტვინის სითხეში რჩება არც ისე მაღალი (1-2% სისხლის შრატის დონიდან ჰემატოენცეფალური ბარიერის ნორმალური მდგომარეოისას). კლარიტრომიცნის კონცენტრაცია ქსოვილებში ჩვეულებრივ რამდენჯერმე მაღალია, ვიდრე სისხლის შრატში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევით, მაგრამ თირკმელის შენახული ფუნქციით, კლარიტრომიცინის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმელის ფუნქციის დარღვევა.
თირკმელის ფუნქციის დარღვევისას იზრდება მინიმალური და მაქსიმალური კონცნეტრაცია სისხლის პლაზმაში, კლარიტრომიცინის და 14-OH-კლარიტრომიცინის ნახევრად გამოყოფის პერიოდი და ფართობი მრუდეს ქვეშ “კონცენტრაცია/დრო”. ელიმინაციის კონსტანტა და გამოყოფა შარდთან ერთად მცირდება. ამ მაჩვენებლების ხარისხის ცვლილება დამოკიდბულია თირკმელის ფუნქციის დარღვევის ხარისხზე- რაც უფრო ძლიერია დარღვევა, მით უფრო გამოხატულია მაჩვენებლების ცვლილებები.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში სისხლში კლარიტრომიცინისა და 14-OH-კლარიტრომიცინის დონე იყო მაღალი, ხოლო გამოყოფა ნელი ახალგაზრდებთან შედარებით. ხანდაზმულ ადამიანებში ფარმაკოკინეტიკის შეცვლა დაკავშირებულია პირველ რიგში თირკმელების ფუნციური მდგომარეობის დარღვევასთან, და არა პაციენტსი ასაკთან.

ჩვენებები
კლარიტრომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროოგანიზმებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა:

– ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია და სხვ.)
– ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (სინუსიტი, ფარინგიტი და სხვ.);
– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ფოლიკულიტი, ერიზიპელოიდი და სხვ.).

მიღების წესები და დოზები
კლარიტრომიცინის რეკომენდებული დოზა უფროსებისა და ბავშვებისათვის 12 წლიდან შეადგენს 500 მგ, დღეში ერთხელ ჭამის დროს. უფრო მძიმე ინფექციების დროს დოზა შეილება გაიზარდოს 1000 მგ დღეში ერთხელ (2 ტაბლეტი 500მგ). ჩვეულებრივი მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5 დღიდან 14 Dდღეს, საავადმყოფოს გარეთ პნევმონიისა და სინუსიტების მკურნალობის გარდა, რომლებიც ითხოვენ 6-14 დღიან თერაპიას.

ტაბლეტების მიღება სასურველია მთლიანად, დაუღეჭავად.

გამოყენება პაციეტებში თირკმელის უკმარისობით: ჩვეულებრივ დოზის კორექტირება საჭირო არ არის იმ პაციენტების გამოკლებით, რომლებსაც თირკმელის უკმარისობა აქვთ (კლირენსის კრეატინი < 30 მლ/წთ), ვინაიდან ის საშუალებას არ იძლევა ადეკვატურად შეამციროს დოზა. ასეთი პაციენტები იყენებენ დაუყოვნებლივ გამოთავისუფლების კლარიტრომიცინის ტაბლეტებს (კლაციდი, ტაბლეტები 250 მგ). პაციენტებში თირკმელის უკმარისობის საშუალო სიმძიმით (კლირენსის კრეატინი < 30-60 მლ/წთ) დოზა უნდა შემცირდეს 50% კლარიტრომიცინის მაქსიმალურ დოზამდე- დღეში 1 ტაბლეტი, პროლონგირებული მოქმედების.

გვერდითი მოვლენები
ჩვეულბრივ კლარიტრომიცინი კარგად გადაიტანება.
ტაბულა 1-ში მოცემულია გვერდითი მოვლენები, რომლებიც წარმოექმნათ პაციენტებს, კლარიტრომიცინის გამოყენებისას კლინიკური გამოკვლევების დროს. გვერდითი მოვლენები განაწილებული ორგანოების სისტემისა და წარმოქმნის სიხშირის მიხედვით (1-10% – ხშირი).
ტაბულა 1
ორგანოები და ორგანოთა სისტემა წარმოქმნის სიხშირე გვერდითი მოვლენები

დარღვევა ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან ხშირად თავის ტკივილი, გემოს შეგრძნების შეცვლა
დარღვევა საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან ხშირად დიარეა, გულისრევა მუცლის ტკივილი, დისპეპსია, ღებინება
ზოგადი მოშლილობა და შეყვანის ადგილი* ხშირად შეყვანის ადგილას ანთება, ტკივილი ან პალპაცია, ფლებიტი, ტკივილი
ლაბორატორიული გამოკვლევები ხშირად ღვიძლის ფერმენტების აქტიურობის მომატება
ტაბულა 2-ში წარმოდგენილია გვერდითი მოვლენები, წარმოქმნილი სხვადასხვა სამკურნალო ფორმის პოსტმარკეტინგული გამოყენებისა და კლარიტრომიცინის დოზირების დროს, მათ შორის დაუყოვნებლივ გამონთავისუფლებისას.
ტაბულა 2
ორგანოები და ორგანიზმის სისტემები გვერდითი მოვლენები
ინფექციები და ინვაზიები პირის ღრუს კანდიდოზი
დარღვევა სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია
დარღვევა იმუნური სისტემის მხრიდან ანაფილაქსიური რეაქცია, ჰიპერმგრძნობელობა
მეტაბოლიზმისა და კვების 1 დაღვევა ჰიპოგლიკემია
ფსიქიკის მოშლილობა ფსიქოზი, ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, აზროვნების არევა, დეპერსონალიზაცია, დეპრესია, მღელვარება, უძილობა, ცუდი სიზმრები
დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, აგევზია (გემოს მგრძნობელობის დაკარგვა), ანოსმია, დიზგევზია (გემოს მგრძნობელობის დარღვევა), პაროსმია
დარღვევა საყრდენ–მამოძრავებელი აპარატისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრიდან მიალგია
დარღვევა სმენის ორგანოების მხრიდან და ლაბირინთული დარღვევები სმენის დაკარგვა, (ჩვეულებრივ აღდგება პრეპარატის მოხსნის შემდეგ), თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური
კარდინალური დარღვევები2 პარკუჭის პირუეტული ტაქიკარდია (torsarde de pointes), QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ბამწვავე პანკრეატიტი, გლოსიტი, სტომატიტი, ენის შეფერადება, კბილების შეფერადე
ჰეპატობილიარული სისტემის3 დარღვევა ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, ქოლესტატიური ჰეპატიტი, ქოლესტატიური სიყვითლე, ჰეპატოცელულარული სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
დარღვევა კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან სტივენს- ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროზი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი
დაღვევა შარდის გამომყოფი სისტემის მხრიდან ინტერსტიციალური ნეფრიტი
ლაბორატორიული გამოკვლევები სისხლის კრეატინინის მომატება, ღვიძლის ფერმენტების აქტიურობის მომატება
1 – იყო იშვიათი ჰიპოგლიკემიის შემთხვევები, მათ შორის პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ან ინსულინის გამოყენებისას.
2 – ასევე სხვა მაკროლიდების გამოყენებისას, კლარითრომიცინით მკურნალობისას იშვიათად იყო შეტყობინება QT ინტერვალის გახანგრძლივების, პარკუჭოვანი ტაქიკარდისა და პირუეტული ტაქიკარდის (Torsarde de Pointes) შესახებ.
3 – ძალიან იშვიათად შეტყობინება იყო ღვიძლის უკმარისობის ფატალური განვითარების შესახებ, ჩვეულებრივ მძიმე თანმხლები დაავადებების ან/და სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების ფონზე.
იყო შეტყობინება კოლხიცინის ტოქსიკურობის განვითარებაზე (მათ შორის ფატალური შედეგით) კლარიტრომიცინისა და კოლხიცინის ერთობლივად გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, მათ შორის თირკმელის უკმარისობის ფონზე.

უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდური ანტიბიოტიკებისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
– კლარიტრომიცინისა და ასტემიზოლის, ციზაპრიდის, პიმოზიდის, ტერფენადინის, ერგოტამინის ან დიჰიდროერგოტამინის ერთად გამოყენება.
– პაციენტებში კლირენსის კრეატინით 300 მლ/წთ ნაკლები (ვინაიდან პრეპარატის ეს ფორმა საშუალებას არ იძლევა დოზა შემცირდეს დღეში 500 მგ ქვემოთ)

ორსულობა და ლაქტაცია
კლარიტრომიცინის უსაფრთხო გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში არ არის დადგენილი. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, სარგებლობის/რისკის სათანადო თანაფარდობის დადგენის გარეშე, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში. კლარიტრომიცინი გამოიყოფა დედის რძეში.
ბავშვები.
12 წლის ასაკამდე ბავშვებმა პრეპარატი უნდა მიიღონ სუსპენზიის ფორმით.

განსაკუთრებული მითითებები
ანტიბიოტიკების ხანგრძილვმა ან განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ბაქტერიებისა და სოკოს ჭარბი მომატება. სუპერ ინფექციის წარმოქმნისას უნდა მოხდეს კლარიტრომიცინის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დაწყება.
დიარეის განვითარების შესახებ, სიმძიმის მსუბუქი ხარისხიდან ფსევდომემბრანოზულ კოლიტამდე ფატალური შედეგით, გამოწვეული Clostridium difficile (CDAD), შეტყობინება იყო პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკის პრეპარატების გამოყენებისას, მათ შორის კლარტირომიცინისაც. საჭიროა გვახსოვდეს დიარეის შესაძლო განვითარების შესახებ, გამოწვეული Clostridium difficile მიერ, ყველა პაციენტს დიარეით ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ. ამას გარდა, აუცილებელია გულდასმით შეგროვდეს ანამნეზი, ვინაიდან დიარეის განვითარების შესახებ, გამოწვეული Clostridium difficile, შეტყობინება იყო ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებიდან 2 თვის შემდეგ.
ასევე შეტყობინება იყო პაციენტებში მიასტენია გრავის myasthenia gravis სიმპტომების გაძლიერების შესახებ, რომლებიც იყენებდნენ კლარიტრომიცინს.
პრეპარატი გამოიყოფა ღვიძლიდან და თირკმელებიდან. სიფრთხილე უნდა დავიცვათ პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, თირკმელის უკმარისობით ზომიერი ან მძიმე ხარისხით.
ყურადღება უნდა მიექცეს ჯვარედინი რეზისტენტობის შესაძლებლობაზე კლარიტრომიცინსა და სხვა მაკროლიდებს შორის, ასვე ლინკომიცინსა და კლინდამიცინს შორის.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომაც პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანობის , ლაქტოზის უკმარისობის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბაციის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმებით არ უნდა გამოიყენონ პრეპარატი.

ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექნიზმებთან მუშაობის დროს რეაქციის სისწრაფეზე ზემოქმედების უნარი
ზემოქმედება ნაკლებადმოსალოდნელია. თუმცაღა აუცილებელია ყურადღების გამოჩენა ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს ნერვული სისტემის მხრიდან გვერდითი რეაქციების წარმოქმნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, როგორიცაა კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, გონების არევა და სხვ.

ჭარბი დოზირება
არსებული შეტყობინებები მიუთითებენ იმაზე, რომ კლარიტრომიცინის ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სიმპტომები. ერთმა პაციენტმა ანამნეზში ბიპოლარული ფსიქოზით, მიიღო 8გ კლარიტრომიცინი, მას განუვითარდა გონებრივი მდგომარეობის შეცვლა, პარანოიდული ქცევა, ჰიპოკალიემია და ჰიპოქსემია.
გვერდითი რეაქციების მკურნალობა, რომლებიც თან ახლავს ჭარბ დოზას, უნდა მოხდეს კუჭის გამორეცხვითა და სიმპტომატური ტერაპიით. ისევე როგორც სხვა მაკროლიდების შემთხვევაში, ნაკლებსავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზმა ან პერიტონიალურმა დიალიზმა არსებითად შეცვალეს სისხლის პლაზმაში კლარიტრომიცინის დონე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ქვემოთ მითითებული პრეპარატების გამოყენება მკაცრად უკუნაჩვენებია ურთიერთმოქმედების შედეგად მძიმე შედეგების განვითარების გამო

ციზაპრიდის, პიმოზიდის და ტერფენადინის დონის მომატება სისხლის შრატში აღინიშნებოდა კლარიტრომიცინთან ერთად მათი გამოყენებისას, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს QT ინტერვალის გაგრძელებისაკენ და არითმიის გამოწვევისაკენ, მათ შორის პარკუჭის ტახიკარდიისაკენ, პარკუჭების ფიბრილაციისაკენ და torsade de pointes. მსგავსი ეფეტქები აღინიშნებოდა ასტემიზოლისა და სხვა მაკროლიდების ერთობლივად გამოყენებისას.
ერგოტამინი/დიჰიდროერგოტამინი
კლატრიტრომიცინისა და ერგოტამინის ან დიჰიდროერგოტამინის ერთად გამოყენება ასოცირდება მწვავე ერგოტიზმის ნიშნებთან, რაც ხასიათდება ვაზოსპაზმითა და კიდურების და სხვა ქსოვილების იშემიით, ცენტრალური ნერვული სისტემის ჩათვლით.
სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება კლარიტრომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე ამ სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება კლარიტრომიცინის კონცენტრაციაზე სისხლში ცნობილია ან ნავარაუდევია, ამიტომაც შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა ან ალტერნატიული თერაპიის გამოყენება.
ეფავირენცი, ნევირაპინი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი და რიფაპენტინი.
ცოხოტრომის P450 ფერმეტების მძლავრმა ინდუქტორებმა, ისეთები როგორიცაა ეფავირენცი, ნევირაპინი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი და რიფაპენტინი შეიძლება დააჩქარონ კლარიტრომიცინის მეტაბოლიზმი, მისი კონცენტრაციის შემცირებით, მაგრამ 14-OH – კლარიტრომიცინის კონცენტრაციის – მიკრობიოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის გაზრდით. ვინაიდან, კლარიტრომიცინისა და 14-OH – კლარიტრომიცნის მიკრობიოლოგიური აქტიურობა სხვადასხვაა სხვადასხვა ბაქტერიების მიმართ, მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი შეიძლება არ იქნას მიღწეული კლარიტრომიცინისა და ცოხოტრომი P450 ფერმენტების ინდუქტორების ერთად გამოყენების გამო.
ფლუკონაზოლი

14-OH-კლარიტრომიცნის აქტიური მეტაბოლიტის თანასწორი კონცენტრაციები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას. კლარიტრომიცნის დოზის შეცვლა საჭირო არ არის.

რიტონავირი

რიტონავირისა და კლარიტრომიცნის გამოყენებას კლარიტრომიცინის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვან დათრგუნვამდე მივყავართ. კლარიტრომიცინის Cmax გაიზარდა 31% – ით, Cmax –182% – ით და AUC – 77 %- ით. შეინიშნებოდა 14-OH – კლარიტრომიცინის წარმოქმნის სრული დათრგუნვა. დიდი თერაპიული ფანჯრის გამო, პაციენტებისათვის თირკმელის ნორმალური ფუნქციით, კლარიტრომიცნის დოზის შემცირებას საჭირო არ არის. პაციენტებისათვის, თირკმელის უკმარისობით აუცილებელია დოზის კორექცია: კლარიტრომიცინის დოზა CLCR – სას 30-60 ml/წთ აუცილებელია შემცირდეს 50%-ით, CLCR – სას < 30მლ/წთ- 75%-ით. კლარიტრომიცინი დოზებში, რომელიც აღემატება 1 გ/დღეში, არ უნდა იქნეს გამოყენებული რიტონავირთან ერთად.
კლარიტრომიცინის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე ანტიარითმიული საშუალება
არსებობს პოსტმარკეტინგული შეტყობინება პარკუჭის პირუეტული ტახიკარდიის შესახებ, რომელიც წარმოიშვა კლარიტრომიცინის ხინიდინთან ან დიზოპირამიდთან ერთად გამოყენებისას. რეკომენდებულია ჩატარდეს ეკგ–მონიტორირება QT ინტერვალის გაგრძელების დროულად გამოსავლენად. კლარიტრომიცინის თერაპიის დროს საჭიროა თვალი ვადევნოთ ამ პრეპარატების კონცენტრაციას სისხლის შრატში.
CYP3A
კლარიტრომიცინის, ფერმენტი CYP3A ცნობილი ინჰიბიტორისა და პრეპარატის ერთობლივმა გამოყენებამ, უმთავრესად მეტაბოლიზირებულმა CYP3A, შეიძლება გამოიწვიოს უკანასკნელის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის პლაზმაში, რამაც თავის მხრივ შეიძლება გააძლიეროს ან გაახანგრძლივოს მისი თერაპიული ეფექტი და გვერდითი რეაქციების გაჩენის რისკი.
ფრთხილად უნდა ვიყოთ კლარიტრომიცინის გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომლებიც თერაპიას გადიან სამკურნალო საშუალებებით – სუბსტრატებით CYP3A, განსაკუთრებით თუ CYP3A– სუბსტრატს გააჩნია ვიწრო თერაპიული დიაპაზონი (მაგალითად, კარბამაზეპინი) და /ან ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ამ ენზიმით.
შეიძილება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა და შეძლებისდაგვარად, სამკურნალო საშუალებების შრატის კონცენტრაციის საგულდაგულო მონიტორინგი, მეტაბოლზირებელი CYP3A პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კლარიტრომიცინს.
ასეთი სამკურნალო საშუალებები ან პრეპარატის ჯგუფები მეტაბოლიზირდება ერთი და იგივე CYP3A იზოფერმენტით: ალპრაზოლით, ასტემიზოლით, კარბამაზეპინით, ცილოსტაზოლით, ციზაპრიდით, ციკლოსპორინით, დიზოპირამიდით, ალკალოიდის სპორინით, ლოვასტატინით, მეტილპრედნიზოლონით, მიდაზოლამით, ომეპრაზოლით, პერორალური ანტიკოაგულანტებით (მაგალითად, ვარფარინი), პიმოზიდი, ხინიდინი, რიფაბუტინი, სილდენაფილი, სიმვასტატინი, ტაკროლიმუსი, ტერფერადილი, ტრიაზოლამით და ვინბლასტინით. ურთიერთმოქმედების მსგავსი მექანიზმი აღნიშნულია ფენიტოინის, თეოფილინის და ვალპროატის გამოყენებისას მეტაბოლიზირებულები ციტოხრომის P 450 სისტემის სხვა იზოფერმენტებით.
ინჰიბიტორები ჰმჰ-კოა-რედუქტაზები
ისევე, როგორც სხვა მაკროლიდები, კლარიტრომიცინს მივყავართ ინჰიბიტორები ჰმჰ-კოა-რედუქტაზების კონცენტრაციის მომატებისკენ, ისეთი როგორიცაა ლოვასტატინი და სიმვასტატინი. იშვიათად იყო შეტყობინება პაციენტებში რაბდომიოლიზის განვითარების შესახებ ამ სამკურნალო საშუალებების ერთად გამოყენებისას.
ომეპრაზოლი

კლარიტრომიცინის გამოყენებას ომეპრაზოლთან კომბინაციაში უფროს ჯანმრთელ მოხალისეებში მივყავართ ომეპრაზოლის თანაბარი კონცენტრაციის მომატებისკენ. მხოლოდ ომეპრაზოლის გამოყენებისას კუჭის წვენის pH საშუალო მაჩვენებელი გასინჯვისას 24 საათის განმავლობაში შეადგენდა 5,2, ომეპრაზოლის კლარიტრომიცინთან ერთად გამოყენებისას – 5, 7.
პერორალური ანტიკოაგულანტები

კლარიტრომიცინისა და პერორალური ანტიკოაგულანტების კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება მოახდინოს უკანასკნელის პოტენცირების ეფექტი, რაც ითხოვს პოტრომბინის დროის საგულდაგულო კონტროლს პაციენტებში.
სილდენაფილი, ტადალაფილი და ვარდენაფილი
არსებობს ფოსფოდიესტერაზების ინჰიბიტორების პლაზმური კონცენტრაციის გაზრდის ალბათობა (სილდენაფილის, ტადალაფილის და ვარდენაფილის) კლარიტრომიცინთან ერთად მათი გამოყენების დროს, რამაც შეიძლება მოითხოვოს ფოსფოდიესტერაზების ინჰიბიტორების დოზის შემცირება.
თეოფილინი, კარბამაზეპინი
კლინიკური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ არსებობს უმნიშვნელო, მაგრამ თეოფილინის ან კარბამაზეპინის კონცენტრაციის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა სისხლის პლაზმაში კლარიტრომიცინთან ერთად მათი გამოყენების დროს.
ტოლტეროდინი
ტოლტეროდინი დოზის შემცირება შეიძლება საჭირო გახდეს კლარიტრომიცინთან ერთად მისი გამოყენებისას.
ტრიაზოლბენზოდიაზეპინები (მაგალითად, ალპრაზოლამი, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი)
უნდა მოვერიდოთ პერორალურად მიდაზოლამისა და კლარიტრომიცინთან კომბინირებაულად მიღებას. კლარიტრომიცინთან ერთად მიდაზოლამისა ინტრავენური მიღების დროს უნდა ჩატარდეს საგულდაგულო მონიტორინგი პაციენტებში დოზის დროული კორექციისთვის.
უნდა დავიცვათ იგივე უსაფრთხოების ზომები ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზირდება CYP3A, ტრიაზოლამისა და ალპრაზოლამის ჩათვლით. ბენზოდიაზეპინებისთვის, რომელთა ელიმინაცია არ არის დამოკიდებული CYP3A (თემაზეპამი, ინტრაზეპამი, ლორაზეპამი), კლინიკურად მნიშვნელოავანი ურთიერთმოქმედების განვითარება კლარიტრომიცინთან ნაკლებად სავარაუდოა.
არის პოსტმარკეტინგული შეტყობინება სამკურნალო ურთიერთმოქმედებაზე და გვერდითი მოვლენების გავრცელებაზე ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან (ისეთი, როგორიცაა ძილიანობა და გონების დაბინდვა) კლარიტრომიცინთან და ტრიაზოლამთან ერთად მიღებისას. თვალი უნდა ვადევნოთ პაციენტებს, ცნს მხრიდან ფარმაკოლოგიური ეფექტების გაზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით. სხვა სახის ურთიერთმოქმედებები

კოლხიცინი

კოლხიცინი არის CYP3A და P – გლიკოპროტეინის (Pgp) substrati. ცნობილია, რომ კლარიტრომიცინს და სხვა მაკროლიდებს შეუძლიათ დათრგუნონ CYP3A და Pgp. კლარიტრომიცინისა და კოლხიცინის ერთდროულად მიღებისას Pgp და/ან CYP3A დათრგუნვამ კლარიტრომიცინით შეიძლება გამოიწვიოს კოლხიცინის ექსპოზიციის მომატება. აუცილებელია დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე კოლხიცინის ტოქსიკურობაზე კლინიკური სიმპტომების გამოვლენის საგანზე.
დიგოქსინი
პოსტმარკეტინგული დაკვირვებისას ცნობილი გახდა დიგოქსინის კონცენტრაციის მომატების შესახებ პაციენტების სისხლის შრატში, რომლებიც მას კლარიტრომიცინთან ერთად იღებდნენ.
ზიდოვუდინი. აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ერთდროულად კლარიტრომიცინის დაუყოვნებელი გათავისუფლების ტაბლეტების და ზიდოვუდინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიდოვუდინის თანაბარი კონცენტრაციის დაწევა სისხლის შრატში. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია ინტერვალის დაცვის გზით, კლარიტრომიცინსა და ზიდოვუდინის მიღებას შორის. ბავშვებში, ასეთ ურთიერთმოქმედებაზე კლარიტრომიცინსა და ზიდოვუდინის სუსპენზიის ან დიდოექსინოზის მიღების დროს ცნობა არ არის.
ასევე შესაძლებელია ორმხრივ მიმართული ურთიერთმოქმედება კლარიტრომიცინსა და ათაზანოვირს, ინტრაკონაზოლის, საქვინავირს შორის.
ვერაპამილი. შეტყობინება იყო არტერიული ჰიპოთენზიის, ბრადიარითმიის და ლაქატოაციდოზის განვითარების შესახებ კლარიტრომიცინსა და ვერაპამილის ერთობლივად მიღებისას.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა. 5 წელი;
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25oC ტემპერატურისა.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით