კლიმაკტ-ჰეელი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კლიმაქტერიული გართულებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.
1 ტაბ.

Sanguinaria D3 ……………. 30 მგ
Sepia D4 …………………… 30 მგ
Sulfur D4 ………………….. 30 მგ
Ignatia D4 …………………. 30 მგ
Cedron D4 ………………… 30 მგ
Stannum D12 …………….. 60 მგ
Lachesis  D12 …………….. 90 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კლიმაქტ-ჰეელი არ გამოიყენება როგორც ჰორმონალური პრეპარატების შემცვლელი. ის ბიოლოგიურ მასტიმულირებელ ზეგავლენას ახდენს საკვერცხეებსა და ორგანიზმის შიდასეკრეტორულ მაკონტროლებელ სისტემებზე.
ჩვენებები:
კლიმაქტერულ პერიოდში არსებული ვეგეტატური დარღვევები, როგორიცაა ტაქიკარდია, საყლაპავის ფუნქციური სპაზმი, ნეიროვეგეტატური სიმპტომები (დისტონიები), ზოგადი გამოფიტვა, ნევროზები, დეპრესიები, მელანქოლიური გუნება-განწყობა;
კრაუროზი.
მიღების წესი და დოზირება:
ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე, წყლის მიყოლების გარეშე.
გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები:
არ არის დადგენილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

გაფრთხილება