კოგნიციდი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პირაცეტამი/piracetam

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ნოოტროპული პრეპარატები

ფარმაკოლოგიური თვისებები
კოგნიციდი წარმოადგენს ნოოტროპულ საშუალებას. იგი აძლიერებს დოფამინის სინთეზს, ზრდის ტვინში ნორადრენალინის შემცველობას. მისი ზეგავლენით იზრდება აცეტილქოლინის შემცველობა სინაფსურ დონეზე და ქოლინორეცეპტორების სიმჭიდროვე.
კოგნიციდი აუმჯობესებს თავის ტვინში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლისა და სისხლმიმოქცევის პროცესებს, კერძოდ, იშემიურ უბნებში ზრდის გლუკოზის უტილიზაციას, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებსა და მიკროცირკულაციას, აინჰიბირებს აქტივირებული თრომბოციტების აგრეგაციას, დადებითად მოქმედებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე.
კოგნიციდი ატფ-ის ცვლის დაჩქარებით, აძლიერებს ორგანიზმის ენერგეტიკულ პოტენციალს, რაც თვის მხრივ უზრუნველყოფს ტვინის ქსოვილის დაცვას ჰიპოქსიისა და სხვადასხვა ტოქსიური ფაქტორების ზემოქმედებისგან.
კოგნიციდი აძლიერებს ცნს-ის ინტეგრაციულ მოქმედებას, ხელს უწყობს მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებას, აღადგენს გონებრივ შრომისუნარიანობას, აძლიერებს შესწავლის უნარს,
ფარმაკოკინეტიკა
კოგნიციდი სწრაფად აბსორბირდება და სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 45წთ-ის შემდეგ. პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოვებით 4,5სთ-ს. კოგნიციდი საერთოდ არ აკუმულირდება. იგი ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და თავ–ზურგ–ტვინის სითხეში აღმოჩნდება 2 სთ-ის შემდეგ. თავ-ზურგ-ტვინის სითხიდან გამოიყოფა მნიშვნელოვნად უფრო ნელა (ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 7,5სთ-ს). პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება. 97% ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელების საშუალებით უცვლელი სახით.
ჩვენებები
– აუმჯობესებს ცერებრალურ მიკროცირკულაციასა და მეტაბოლურ პროცესებს
– უზრუნველყოფს თავის ტვინის ქსოვილის დაცვას ჰიპოქსიისა და სხვადასხვა ტოქსიური ფაქტორების ზემოქმედებისგან.
– აძლიერებს ცნს-ის ინტეგრაციულ მოქმედებას
– აუმჯობესებს მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარს
– აღადგენს გონებრივ შრომისუნარიანობას,
– ზრდის შესწავლის უნარს

ნევროლოგიურ პრაქტიკაში:
• მწვავე და ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული უკმარისობა
• პოსტინსულტური, გადატანილი თავის ტვინის ტრავმისა და ინტოქსიკაციის შემდგომი ნარჩენი მოვლენები: აფაზია, გონებრივი და ფიზიკური აქტივობის დარღვევები,
• ნერვული სისტემის დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ინტელექტუალური ფუნქციის დაქვეითება და ემოციური სფეროს დაზიანება;
• სენილური დემენციის დროს, ალცჰაიმერის დაავადების ჩათვლით;კომპლექსური თერაპიის სახით
• კორტიკალური მიოკლონია
• ფსიქოორგანული სინდრომი, როდესაც აღინიშნება მეხსიერების დაქვეითება, მოტივაციის დეფიციტი, ყურადღების კონცენტრაციის უნარის და საერთო აქტივობის შემცირება, მეტყველების მოშლა, გუნება-განწყობილების შეცვლა, ქცევის დარღვევები, თავბრუსხვევა;

ფსიქიატრიულ პრაქტიკაში:
• ნევროზული და ასთენო-ადინამიური დეპრესიული მდგომარეობები
• იდეატორული შეკავების ნიშნებით მიმდინარე დუნე აპათიური დეფექტური მდგომარეობები
• ანტიდეპრესანტების მიმართ რეზისტენტული დეპრესიული მდგომარეობები
• ნეიროლეპტიური საშუალებების აუტანლობა

ნარკოლოგიურ პრაქტიკაში:
• ქრონიკული ალკოჰოლიზმი – ალკოჰოლური აბსტინენციის, პრედელირიული და დელირიული მდგომარეობების კუპირებისათვის,
• ალკოჰოლით, მორფინით, ბარბიტურატებით მწვავე მოწამვლის დროს;
• ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია (კომპლექსური მკურნალობისას)

პედიატრიულ პრაქტიკაში
• ცერებროსთენიული, ენცეფალოპათიური დარღვევები.
• მეხსიერების დაქვეითება და ინტელექტუალური უკმარისობა,
• ღამით შარდის შეუკავებლობა
• შესწავლის სირთულისა და დისლექსიის მქონე ბავშვებში გონებრივი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

კოგნიციდის გამოყენება მიზანშეწონილია მწვავე ვირუსული ნეიროინფექციების დროს – ჰიპოქსიისა და ტვინის იშემიის შესამცირებლად;

ჩვენება დაავადების პერიოდი დოზირება 1 ტაბლეტი-800მგ თერაპიული კურსის ხანგრძლივობა
მწვავე ცერებრო-ვასკულარული უკმარისობა

იშემიური ინსულტი

ადრეული აღდგენითი პერიოდი 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
(სადღეღამისო დოზა 4.8 გ
8 კვირა
ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული უკმარისობა
პოსტინსულტური დეფექტები
თერაპიის დასაწყისი 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
(სადღეღამისო დოზა 4.8 გ)
8 კვირა
შემანარჩუნელი თერაპია 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
(სადღეღამისო დოზა 2.4გ)
პოსტტრავმული ენცეფალოპათია თერაპიის დასაწყისი სადღეღამისო დოზა 9 -12გ 1-2 კვირა
შემანარჩუნელი თერაპია 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
(სადღეღამისო დოზა 2.4 გ)
არანაკლებ 3 კვირისა
ქრონიკურლი ალკოჰოლიზმი აბსტინენციური სინდრომი სადღეღამისო დოზა 9 -12გ
შემანარჩუნელი თერაპია 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
(სადღეღამისო დოზა 2.4გ)
მეხსიერების დარღვევა თერაპიის დასაწყისი 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
(სადღეღამისო დოზა 4.8 გ)
4 კვირა
აფაზია შემანარჩუნელი თერაპია 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში
(სადღეღამისო დოზა 1.6-2.4 გ)
კორტიკალური მიოკლონია დასაწყისში სადღეღამისო დოზა 7.2 მკურნალობის კურსი შეადგენს 1,5-დან 3 თვეს. რთულ შემთხვევებში, 6-დან 12 თვეს.
სადღეღამისო დოზა იზრდება 4,8გრ-ით მგ (დოზის გაზრდა ხდება ყოველ მესამე ან მეოთხე დღეს)
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 20გ

გვერდითი მოვლენები
კოგნიციდს ჩვეულებრივ კარგად იტანენ პაციენტები. გვერდითი მოვლენები ძირითადად აღინიშნება დღეში 5 გ-ზე მეტი დოზის მიღებისას. ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია მომატებული გაღიზიანებადობა, აგზნება, ძილის დარღვევა, დისპეფსიური დარღვევები, მოძრაობის აქტივობის მომატება, ხანდაზმულ პაციენტებში იშვიათად მოსალოდნელია კორონარული უკმარისობის გამოვლენა. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
უკუჩვენება
პირაცეტამის ან მის შემადგენლობაში პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თირკმელების მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 20მლ/წთ); ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 1 წლამდე ასაკის ბავშვები.
განსაკუთრებული მითითებები
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:
ცნს-ის მხრივ გვერდითი მოვლენების მქონე პირებს პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებების მართვისას სიფრთხილე მართებთ.
ჭარბი დოზირება
ცნობილია ისეთი დიდი დოზების შესახებ, როგორიცაა 400მგ სხეულის 1 კგ–ზე, რაც კარგად არის გადატანილი. პრეპარატი პრაქტიკულად არ არის ტოქსიკური. განსაკუთრებული მკურნალობა არაა ნაჩვენები. რეკომენდებულია ფორსირებული დიურეზი
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კოგნიციდი აძლიერებს: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების, ნეიროლეპტიური საშუალებების, ცნს-ის მასტიმულირებელი, ასევე არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების (პირაცეტამის დიდ დოზების შემთხვევაში) მოქმედებას
გამოშვების ფორმა: 800მგ ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Venus International, ინდოეთი

გაფრთხილება