კოლდრექს მაქს გრიპი

კოლდრექს მაქს გრიპი

კოლდრექს მაქს გრიპის ზოგადი ინფორმაცია

კოლდრექს მაქს გრიპი. COLDREX MAX GRIP. გაციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატების ჯგუფის მუკოლიზური და ამოსახველებელი სამკურნალო საშუალება სისტემური გამოყენებისათვის. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N02B. აქტიური ნივთიერებები – პარაცეტამოლი + ფენილეფრინი + ასკორბინის მჟავა. Paracetamol + Phenylephrine + Ascorbic acid. მწარმოებელი ფირმა – გლაქსოსმიტკლაინ კონსიუმერ ჰელსქერ, ესპანეთი (ესპანეთი).

კოლდრექს მაქს გრიპის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კოლდრექს მაქს გრიპი. COLDREX MAX GRIP გამოდის ფხვნილის (ხსნარის დასამზადებლად, სჰიგნით მისაღებათ) ფორმით პაკეტში. ყოველი პაკეტი შეიცავს აქტიური ინგრედიენტებს: პარაცეტამოლი 1000მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10მგ, ასკორბინის მჟავა ( ვიტამინი C) 40მგ; ყოველი პაკეტი ასევე შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს: ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ციტრატე, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის საქარინი, უწყლო кремниа კოლოიდური ოქსიდი, ლიმონის არომატიზატორი და ნატურალური კურკუმინი?( E 100). აღწერილობა: ღია-ყვითელი ჰეტეროგენული ფხვნილი, ლიმონის სურნელით. ფხვნილი იხსნება ცხელ წყალში, მღვრიე მოყვითალო-მომწვანო სითხის წარმოქმნით, ზედაპირული აპკის და მკვრივი ჩანართების გარეშე, ლიმონის სურნელით.

კოლდრექს მაქს გრიპის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კოლდრექს მაქს გრიპის ფასები ფარმადეპოში
კოლდრექს მაქს გრიპის ფასები ავერსში
კოლდრექს მაქს გრიპის ფასები psp-ში
კოლდრექს მაქს გრიპის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კოლდრექს მაქს გრიპი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კოლდრექს მაქს გრიპის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კოლდრექს მაქს გრიპის აქტიური ნივთიერებები

პარაცეტამოლი + ფენილეფრინი + ასკორბინის მჟავა. Paracetamol + Phenylephrine + Ascorbic acid. პარაცეტამოლს + ფენილეფრინს + ასკორბინის მჟავას მიაკუთვნებენ ანილიდებია ჯგუფს.

კოლდრექს მაქს გრიპის სინონიმები

კოლდრექს ჯუნიორი ჰოთდრინქი (COLDREX JUNIOR HOT DRINK, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი), კოლდრექს ჰოტრემი ლიმნის არომატით (COLDREX HOTREM LEMON FLAVOUR, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი), კოლდრექს ჰოტრემი შავი მოცხარის არომატით (COLDREX HOTREM BLACK CURRANT FLAVOUR, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი), კოლდრექსი (COLDREX, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ირლანდია), ტერაფლუ (THERAFLU, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., კანადა).

კოლდრექს მაქს გრიპის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • მომატებული ტემპერატურა, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • ტკივილი თავის, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • კანკალი, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • ტკივილი კუნთების, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • ტკივილი სახსრების, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • შეგუგება ცხვირის, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • ყელის ტკივილი, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
კოლდრექს მაქს გრიპის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით – კომბინირებული პრეპარატი. პარაცეტამოლი ახდენს ტკივილგამაყუჩებელ და სიცხისდამწევ მოქმედებას. პრეპარატი შეიცავს მის მაქსიმალურ ერთჯერად დოზას, რაც დაშვებულია ურეცეპტოდ მისაღებად. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება, ხსნის ცხვირის შეგუბებას,( ავიწროებს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს) და აუმჯობესებს სუნთქვას.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) აკმაყოფილებს C ვიტამინზე გაზრდილ მოთხოვნილებას, გაციებისა და გრიპის დროს, განსაკუთრებით დაავადების საწყის სტადიაზე.
კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით არ იწვევს ძილიანობას.
ჩვენებები
კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით უზრუნველყოფს გაციებისა და გრიპის ყველა სიმპტომის კუპირებას: მომატებული ტემპერატურე, თავის ტკივილი,კანკალი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცხვირის შეგუბება, ყელის ტკივილი.
მიღების წესები და დოზები
1 საშეტის შიგთავსი (ფხვნილი) უნდა მოთავსოთ ფინჯანში, დავასხათ ცხელი წყალი, და მოვურიოთ მის გახსნამდე. დაუმატეთ ცივი წყალი და შაქარი გემოვნებით
მოზრდილები:
1 საშეტი ყოველ 4-6 საათში. არაუმეტეს 4 საშეტის 24საათის განმავლობაში. მიღებებს შორის შუალედი არაუმცირეს 4საათისა.
ნუ მისცემთ პრეპარატს 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, გამონაკლისი ექიმის დანიშნულების შემთხვევაში.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის 5 დღეზე მეტი ხანგრძლივობით გამოყენება, ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, მიმართეთ ექიმს.
ნუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზას.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, კარგი თვითშეგრძნების მიუხედავათ, აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ვინაიდან მოგვიანებით ღვიძლის სერიოზული რისკი არსებობს. პარაცეტამოლით მოწამვლის დროს სპეციფიურ ანტიდოტს წარმოადგენს აცეტიცისტეინი.
გვერდითი მოვლენები
პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით ეფექტებს. შესაძლოა ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ჭინჭრისციება, ანგიონევროზული შეშუპება. იშვიათად – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი. ხანგრძლივი დროით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება. ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკი იზრდება ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის და სხვა ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებთან ერთად მიღებისას. ფენილეფრინმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, თავის ტკივილი, სისხლის წნევის უმნიშვნელო მატება და იშვიათად გულისცემის გახშირება, რაც პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე ქრება. უჩვეულო რეაქციის გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება
სხვა პარაცეტამოლის შემცველი საშუალებების მიღება , გაციების და გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად. ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვები.
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
– ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება .
– ღვიძლისა და თირკმლის გამოხატული დისფუნქცია
– სისხლის დაავადებები
– ჰიპერთირეოიდიზმი ( თირეოტიქსიკოზი)
– შაქრიანი დიაბეტი და შაქრის შეწოვის მემკვიდრეობითი დარღვევა , ყოველი საშეტი შეიცავს 4გრ შაქარს
– წინამდებარე ჯირკვლის ადენომა
– გულის დაავადებები ( აორტალური სარქვლის გამოხატული სტენოზი, მწვავე მიოკარდის ინფარქტი, ტაქიარითმია);
– არტერიული ჰიპერტენზია;
– ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ბეტა-ადრენობლოკატორების, მაო-ს ინჰიბიტორების მიღება. ასევე მათი მოხსნიდან 14 დღის განმავლობაში.
– სხვა პარაცეტამოლის შემცველი საშუალებების მიღება , გაციების და გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად.
– დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
– გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას გენეტუკური არ არსებობის.
განსაკუთრებული მითითებები
გაფრთხილება:
კოლდრექსი მაქსგრიპის ლიმონის არომატით მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს
– თუ თქვენ იღებთ მეტოკლოპამიდს, დომპერიდონს ( გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ) ან ქოლესტირამინს, სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად
– ანტიკოაგულანტების (ვარფარინი) მიღების შემთხვევაში. A
– თუ თქვენ იცავთ დიეტას ნატრიუმის დაბალი შემცველობით (ყოველი საშეტი შეიცავს 0,12 გ ნატრიუმს)
ღვიძლის ტოქსიური დაზიანების თავიდან ასაცილებლად, პარაცეტამოლის მიღება ალკოჰოლურ სასმელთან ერთად არ არის რეკომენდებული, ასევე იმ პირებისთვის რომელნიც ქრონიკულად იღებენ ალკოჰოლს.
ჭარბი დოზირება
პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ რეკომენდებული დოზით
დოზის გადაჭარბება ძირითადად გამოწვეულია პარაცეტამოლით. შესაძლოა: კანის სიფერმკრთალე, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ჰეპატონეკროზი, ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების აქტივობის მატება, პროთრომბინის დროის მატება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა; სიმპტომატური თერაპია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს მაო-ს ინჰიბიტორების, საძილე საშუალებების, ეთანოლის ეფექტს. ანტიდეპრესანტები, პარკინსონისმ საწინააღმდეგო და ანტიფსიქოზური საშუალებები და ფენოთიაზინის წარმოებულები ზრდიან შარდის შეკავების, პირის ღრუს გამოშრობის და ყაბზობის განვითარების რისკს.
გლუკოკორტიკოსტეროიდები ზრდიან გლაუკომის განვითარების რისკს. პარაცეტამოლი აქვეითებს დიურეზული პრეპარატების ეფექტს. გალოტანი ზრდის პარკუჭოვანი არითმიის რისკს.
ფენილეფრინი აქვეითებს გუანეტიდინის ჰიპოტენზიურ ეფექტს.. გუანეტიდინი აძლიერებს ალფა-ადრენომასტიმულირებელი, ხოლო ტრიციკლური ანტიდეპრესანტები – ფენილეფრინის სიმპატომიმეტიკურ ეფექტს.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 C
შენახვის ვადა 3 წელი.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ ნუ გამოიყენებთ პრეპარატს.
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე