კოლდრექს ჰოტრემი ლიმნის არომატით

კოლდრექს ჰოტრემი ლიმნის არომატით

კოლდრექსის ჰოტრემი ლიმნის არომატით ზოგადი ინფორმაცია

კოლდრექს ჰოტრემი ლიმნის არომატით. COLDREX HOTREM LEMON FLAVOUR. გაციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება სისტემური გამოყენებისათვის. აქტიური ნივთიერებები – პარაცეტამოლი + ფენილეფრინი + ასკორბინის მჟავა. Paracetamol + Phenylephrine + Ascorbic acid. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N02B. მწარმოებელი ფირმა – გლაქსოსმიტკლაინ კონსიუმერ ჰლსქერ (ესპანეთი).

კოლდრექსის ჰოტრემი ლიმნის არომატით შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კოლდრექს ჰოტრემი ლიმნის არომატით. COLDREX HOTREM LEMON FLAVOUR გამოდის ფხვნილის (ხსნარის დასამზადებლად, სჰიგნით მისაღებათ, ლიმონის) ფორმით  5გ პაკეტში. აღწერილობა: კრისტალური ფხვნილი ღია-ყვითელიდან ყვითელ შეფერილობამდე, ლიმონისთვის დამახასიათებელი სურნელით. 1 საშეთში შემავალი ფხვნილი იხსნება 200მლ ცხელ წყალში, ყვითელი ფერის, ლიმონის დამახასიათებელი სურნელის წარმოქმნით.შემადგენლობა: (1 საშეტის): აქტიური ნივთიერებები: პარაცეტამოლი 750მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10მგ, ასკორბინის მჟავა 60მგ;დამხმარე ნივთიერებები: ლიმონის მჟავა, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ციტრატი, საქაროზა(3გ), ლიმონის ტეტრარომი 100%, ლიმონის არომატიზატორი, ქინოლინის ყვითელი.

კოლდრექს ჰოტრემის (ლიმნის არომატით) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კოლდრექს ჰოტრემის (ლიმნის არომატით) ფასები ფარმადეპოში
კოლდრექს ჰოტრემის (ლიმნის არომატით) ფასები ავერსში
კოლდრექს ჰოტრემის (ლიმნის არომატით) ფასები psp-ში
კოლდრექს ჰოტრემის (ლიმნის არომატით) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კოლდრექს ჰოტრემი (ლიმნის არომატით) , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კოლდრექს ჰოტრემის (ლიმნის არომატით) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კოლდრექსის ჰოტრემი ლიმნის არომატით აქტიური ნივთიერებები

პარაცეტამოლი + ფენილეფრინი + ასკორბინის მჟავა. Paracetamol + Phenylephrine + Ascorbic acid. პარაცეტამოლს + ფენილეფრინს + ასკორბინის მჟავას მიაკუთვნებენ ანილიდებია ჯგუფს.

კოლდრექსის ჰოტრემი ლიმნის არომატით სინონიმები

კოლდრექს მაქს გრიპი (COLDREX MAX GRIP, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი), კოლდრექს ჯუნიორი ჰოთდრინქი (COLDREX JUNIOR HOT DRINK, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი),  კოლდრექს ჰოტრემი შავი მოცხარის არომატით (COLDREX HOTREM BLACK CURRANT FLAVOUR, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი), კოლდრექსი (COLDREX, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ირლანდია), ტერაფლუ (THERAFLU, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., კანადა).

კოლდრექსის ჰოტრემი ლიმნის არომატით გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • მომატებული ტემპერატურა, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • ტკივილი თავის, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • კანკალი, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • ტკივილი კუნთების, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • ტკივილი სახსრების, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • შეგუგება ცხვირის, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • ყელის ტკივილი, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული

კოლდრექსის ჰოტრემი ლიმნის არომატით საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
გრიპისა და გაციების ძიითადი სიმპტომების კუპირება:
– მომატებული ტემპერატურე
– თავის ტკივილი
– კანკალი
– კუნთებისა და სახსრების ტკივილი
– ცხვირის შეგუბება
– ყელის ტკივილი
მიღების წესები და დოზები
1 საშეტის შიგთავსი (ფხვნილი) უნდა მოთავსდეს ფინჯანში, დაესხას ცხელი წყალი, და მოირიოს მის გახსნამდე. საჭიროების შემთხვევაში, დაემატოს ცივი წყალი და შაქარი. მოზრდილები: 1 საშეტი ყოველ 4-6 საათში. არაუმეტეს 4 საშეტის 24საათის განმავლობაში. მიღებებს შორის შუალედი არაუმცირეს 4საათისა. 12 წლიდან ბავშვებში: 1 საშეტი ყოველ 6საათში. არაუმეტეს 3 საშეტისა 24 საათში..
12წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე. არ არის რეკომენდებული პრეპარატის 5 დღეზე მეტი ხანგრძლივობით გამოყენება, ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, მიმართეთ ექიმს.
ნუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზას. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, კარგი თვითშეგრძნების მიუხედავათ, აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ვინაიდან მოგვიანებით ღვიძლის სერიოზული რისკი არსებობს. პარაცეტამოლით მოწამვლის დროს სპეციფიურ ანტიდოტს წარმოადგენს აცეტიცისტეინი.
გვერდითი მოვლენები
პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით ეფექტებს. შესაძლოა ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ჭინჭრისციება, ანგიონევროზული შეშუპება. იშვიათად – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი. ხანგრძლივი დროით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება. ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკი იზრდება ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის და სხვა ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებთან ერთად მიღებისას.
ფენილეფრინმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, თავის ტკივილი, სისხლის წნევის უმნიშვნელო მატება და იშვიათად გულისცემის გახშირება, რაც პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე ქრება. უჩვეულო რეაქციის გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
– ღვიძლისა და თირკმლის გამოხატული დისფუნქცია;
– ჰიპერთირეოიდიზმი ( თირეოტიქსიკოზი)
– შაქრიანი დიაბეტი და შაქრის შეწოვის მემკვიდრეობითი დარღვევა (შეიცავს შაქარს);
– გულის დაავადებები ( აორტალური სარქვლის გამოხატული სტენოზი, მწვავე მიოკარდის ინფარქტი, ტაქიარითმია);
– არტერიული ჰიპერტენზია;
– ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ბეტა-ადრენობლოკატორების, მაო-ს ინჰიბიტორების მიღება. ასევე მათი მოხსნიდან 14 დღის განმავლობაში.
– სხვა პარაცეტამოლის შემცველი საშუალებების მიღება , გაციების და გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად.
– დახურულკუთხოვანი ? გლაუკომა;
– ასაკი 12 წლამდე
სიფრთხილით მიიღება:
გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას გენეტუკური არ არსებობის, კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემიების, ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს
გაფრთხილება:
მიღებამდე ექიმის კონსულტაცია აუცილებელია: მეტოკლოპამიდის, დომპერიდონის, ქოლესტირამინის, ანტიკოაგულანტების (ვარფარინი) მიღების შემთხვევაში. Aუცილებელია ჰიპონატრიული დიეტის შენარჩუნება (ყოველი საშეტი შეიცავს 0,12 გ ნატრიუმს)
ღვიძლის ტოქსიური დაზიანების თავიდან ასაცილებლად, პარაცეტამოლის მიღება ალკოჰოლურ სასმელთან ერთად არ არის რეკომენდებული, ასევე იმ პირებისთვის რომელნიც ქრონიკულად იღებენ ალკოჰოლს.
განსაკუთრებული მითითებები
ვინაიდან პრეპარატის აქტიური კომპონენტები არ ახდენენ სედატიურ ეფექტს, რეკომენდებული დოზით მიღებისას ავტომობილის მართვა და დანადგარებთან მუშაობა შეიძლება შეზღუდვის გარეშე
ჭარბი დოზირება
პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ რეკომენდებული დოზით
დოზის გადაჭარბება ძირითადად გამოწვეულია პარაცეტამოლით. შესაძლოა: კანის სიფერმკრთალე, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ჰეპატონეკროზი, ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების აქტივობის მატება, პროთრომბინის დროის მატება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა; სიმპტომატური თერაპია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს მაო-ს ინჰიბიტორების, საძილე საშუალებების, ეთანოლის ეფექტს. ანტიდეპრესანტები, პარკინსონისმ საწინააღმდეგო და ანტიფსიქოზური საშუალებები და ფენოთიაზინის წარმოებულები ზრდიან შარდის შეკავების, პირის ღრუს გამოშრობის და ყაბზობის განვითარების რისკს.
გლუკოკორტიკოსტეროიდები ზრდიან გლაუკომის განვითარების რისკს. პარაცეტამოლი აქვეითებს დიურეზული პრეპარატების ეფექტს. გალოტანი ზრდის პარკუჭოვანი არითმიის რისკს.
ფენილეფრინი აქვეითებს გუანეტიდინის ჰიპოტენზიურ ეფექტს.. გუანეტიდინი აძლიერებს ალფა-ადრენომასტიმულირებელი, ხოლო ტრიციკლური ანტიდეპრესანტები – ფენილეფრინის სიმპატომიმეტიკურ ეფექტს.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ტემპერატურე არაუმეტეს 25 oC
შენახვის ვადა 3 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომნუ გამოიყენებთ პრეპარატს.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე