კოლდრექსი

კოლდრექსი

კოლდრექსის ზოგადი ინფორმაცია

კოლდრექსი. COLDREX. გაციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება სისტემური გამოყენებისათვის. აქტიური ნივთიერებები – პარაცეტამოლი + ფენილეფრინი + ასკორბინის მჟავა. Paracetamol + Phenylephrine + Ascorbic acid. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N02B-E51. მწარმოებელი ფირმა – გლაქსოსმიტკლაინ კონსიუმერ ჰლსქერ (ირლანდია).

კოლდრექსის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კოლდრექსი. COLDREX გამოდის ტაბლეტის ფორმით. ყოველი ტაბლეტი შეიცავს პარაცეტამოლს 500მგ, კოფეინს 25მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს 5მგ, ტერპინჰიდრატს 20მგ, ვიტამინ C–ს (ასკორბინის მჟავა) 30მგ. დამხმარე ნივთიერებებია: ხსნადი სახამებელი, სიმინდის სახამებელი. ტალკი, სტეარინის მჟავა, პოვიდონი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, საღებავი. აღწერილობა: ორშრიანი ტაბლეტები კაფსულის ფორმის, ნარინჯისფერ – თეთრი ფერის. ნარინჯისფერი შრე შეიძლებს შეიცავდეს თეთრ ჩანართებს. ტაბლეტის ერთ მხარეზე აღინიშნება მარკირება . Coldrex.

კოლდრექსის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კოლდრექსის ფასები ფარმადეპოში
კოლდრექსის ფასები ავერსში
კოლდრექსის ფასები psp-ში
კოლდრექსის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კოლდრექსი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კოლდრექსის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კოლდრექსის აქტიური ნივთიერებები

პარაცეტამოლი + ფენილეფრინი + ასკორბინის მჟავა. Paracetamol + Phenylephrine + Ascorbic acid. პარაცეტამოლს + ფენილეფრინს + ასკორბინის მჟავას მიაკუთვნებენ ანილიდებია ჯგუფს.

კოლდრექსის სინონიმები         

კოლდრექს მაქს გრიპი (COLDREX MAX GRIP, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი), კოლდრექს ჯუნიორი ჰოთდრინქი (COLDREX JUNIOR HOT DRINK, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი),კოლდრექს ჰოტრემი ლიმნის არომატით (COLDREX HOTREM LEMON FLAVOUR, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი),  კოლდრექს ჰოტრემი შავი მოცხარის არომატით (COLDREX HOTREM BLACK CURRANT FLAVOUR, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი), ტერაფლუ (THERAFLU, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., კანადა).

კოლდრექსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • მომატებული ტემპერატურა, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • ტკივილი თავის, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • კანკალი, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • ტკივილი კუნთების, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • ტკივილი სახსრების, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • შეგუგება ცხვირის, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული
  • ყელის ტკივილი, გაციებასთან ან გრიპთან დაკავშირებული

კოლდრექსის საფირმო აღწერიდან

კოლდრექსის ფარმაკოლოგიური თვისებები

ტაბლეტები «კოლდრექსი»- კომბინირებული პრეპარატია. პარაცეტამოლი ახდენს ტკივილგამაყუჩებელ და სიცხისდამწევ მოქმედებას. ფენილეფრინი ამცირებს ცხვირის ლორწოვადი გარსის შეშუპებას, რის შედეგადაც აუმჯობესებს სუნთქვას, კოფეინი ახდენს ზოგადმატონიზებელ ეფექტს. ასკორბინის მჟავა (ვიტამინ C) აკმაყოფილებს გაციებისა და გრიპის დროს C ვიტამინზე გაზრდილ მოთხოვნილებას.

კოლდრექსის ჩვენებები

«კოლდრექსი»-ს ტაბლეტები უზრუნველყოფს გაციებისა და გრიპის სიმპტომების გაქრობას, ისეთი როგორიცაა მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, ცხვირის შეგუბება, ყელის ტკივილი.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილები და ბავშვები 12 წლიდან: 2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში ბავშვები ( 6-12 წლამდე): 1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე არ არის რეკომენდებული. Aსევე მისი 5 დრეზე მეტი ხანგრძივობით გამოყენება. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, მიმართეთ ექიმს.
ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დოზას. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

კოლდრექსის გვერდითი მოვლენები

რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქცია, მაგალითად კანზე გამონაყარი, ჭინჭრისციება, ანგიონევროზული შეშუპება. იშვიათად სისხლის სურათის დარღვევა. ხანგრძლივი მიღებისას ,რეკომენდებული დოზის გადაჭარბებით, შეიძლება აღინიშნოს ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება. შპეციფიურ ანტიდოტს პარაცეტამოლით მოცამვლისას წარმოადგენს აცეტილცისტეინი.
ფენილეფრინს შეუძლია გამოიწვიოს გულისრევა, თავის ტკივილი, არტერიული წნევის უმნიშვნელო მატება და იშვიათ შემთხვევაში ტაქიკარდია, რაც პრეპარატის მოხსნისთანავე ქრება.
ჩაის და ყავის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევასი, კოლდრექსით მკურნალობისას, შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და ნერვული აშლილობა. ნებისმიერი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას მიმარტეთ ექიმს. დოზის გადაჭარბება:
ჰიპერდოზირების ნიშნებია – გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, ოფლიანობა, კანის სიფერმკრთალე, არითმია, ორი დღე-ღამის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის დაზიანება. მძიმე შემთხვევებსი ვითარდება ღვიძლის უკმარისობა და კომატოზური მდგომარეობა. Mოწამვლის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

კოლდრექსის უკუჩვენებები

არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება სხვა პარაცეტამოლის შემცველ პრეპარატებთან ერთად, პრაპარატში შემავალი ინდრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზის გენეტიკური არ არსებობისას, სისხლის დაავადებების , ღვიძლის და თირკმლის მძიმე ფუნქციური დარღვევების, თირეოტოქსიკოზის, დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის დროს.

კოლდრექსის განსაკუთრებული მითითებები

«კოლდრექსი»-ს მიღებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს
– თუ თქვენ იღებთ სხვა სამკურნალო პრეპარატებს
– თუ თქვენ იღებთ მეტოკლოპრამიდს, დომპერიდონს( გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ) ან კოლესტირამინ ( სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად).
– ფეხმძიმობის და ძუძუთი კვების დროს.
ღვიძლის ტოქსიური დაზიანების თავიდან ასაცილებლად, პარაცეტამოლის მიღება ალკოჰოლურ სასმელთან ერთად არ არის რეკომენდებული, ასევე იმ პირებისათვის ვინც მიდრეკილია ალკოჰოლის ქრონიკული გამოყენებისაკენ

კოლდრექსის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად. Aასევე მათი მოხსნიდან 14 დღის განმავლობაში. ჰიპერტოქსიური მოქმედების განვითარების რისკი მატულობს ბარბიტურატებთან, დიფენინთან, კარბამაზეპინთან, რიფამპიცინთან, ზიდოვუდინთან და სხვა ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუქტორებთან ერთად გამოყენებისას.
მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის თუ თქვენ იღებთ მეტოკლოპრამიდს, დომპერიდონს ( გულისრევისა და ღებინების მკურნალობისას) ან ქოლესტირამინს ( სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად), მეტოკლოპრამიდი და დომპერიდოლი ზრდის პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარეს, ხოლო ქოლესტირამინი აქვეითებს.

კოლდრექსის შენახვის პირობები და ვადები

4 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ ნუ გამოიყენებთ პრეპარატს.

კოლდრექსის გაცემის წესი

რეცეპტის გარეშე