ნიდოლი 100მგ პაკეტი

  ნიდოლი 100მგ პაკეტი

ნიდოლი 100მგ პაკეტის ზოგადი ინფორმაცია

ნიდოლი 100მგ პაკეტი. NIDOL 100 mg Packet. პირაზოლინის წარმოებულების  ჯგუფის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ნიმესულიდი. Nimesulide. მწარმოებელი ფირმა – Polipharm Co. Ltd (ნიდერლანდები).

ნიდოლი 100მგ პაკეტის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ნიდოლი 100მგ პაკეტი. NIDOL 100 mg Packet გამოდის 100 მგ საშეს ფორმით. ყოველი საშეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: ნიმესულიდს 100 მგ. დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ლიმონის მჯავა, მანიტოლი, ფორთოხლის არომატიზატორი.

ნიდოლის (100მგ პაკეტი) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ნიდოლის (100მგ პაკეტი) ფასები ფარმადეპოში
ნიდოლის (100მგ პაკეტი) ფასები ავერსში
ნიდოლის (100მგ პაკეტი) ფასები psp-ში
ნიდოლის (100მგ პაკეტი) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ნიდოლი (100მგ პაკეტი) , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ნიდოლის (100მგ პაკეტი) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ნიდოლი 100მგ პაკეტის აქტიური ნივთიერება

ნიმესულიდი. Nimesulide. ქიმიური დასახელება – N-(4-ნიტრო-2-ფენოქსიფენილ) მეთანსულფონამიდი. ბრუტო–ფორმულა:C13H12N2O5S. ნიმესულიდს მიაკუთვნებენ სხვა არანარკოტიკული ანალგეტიკების ჯგუფს არასტეროიდული და სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჩათვლით. CAS-კოდი:51803-78-2.

ნიდოლი 100მგ პაკეტის სინონიმები 

მაგენოლი (MAGENOL, AVERSI, საქართველო), ნიდოლი გელი (NIDOL GEL, Eurodrug Laboratories, ნიდერლანდები), ნიდოლი ტაბლეტი (NIDOL, Eurodrug Laboratories, ნიდერლანდები), ნიმელიდი (NIMELIDE, S.K.impex, საბერძნეთი ), ნიმესილი (Nimesil, Berlin-Chemie Menarini, ესპანეთი), სუარონი (SUARON, GMP, საქართველო).

ნიდოლი 100მგ პაკეტის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ტკივილი მწვავე
  • ტკივილი, ოსტეათრიტით გამოწვეული
  • დისმერორეა პირველადი

ნიდოლი 100მგ პაკეტის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიდოლი არის სელექტიური COX-2 ინჰიბიტორი, არასტეროიდული ანთების საწინაღმდეგო მედიკამენტი, ანთების და ტკივილ გამაყუჩებელი თვისებებით. ნიდოლს ნორმამდე დაყავს ანთების ბიოქიმიური შემადგენლები, როგორც ადგილობრივად ისე ორგანიზმის მასშტაბით, რაც განაპირობებს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიურ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა
ნიმისულიდის გაჩნია კარგი ადსორბციის უნარი; პლაზმის შიგნით შემცველობა პიკს აღწევს 1-2 საათში; ნახევარ დაშლის პერიოდია 2-3 საათი, მოქმედების ხანგრძლივობა 6-8 საათი. იგი თითქმის მთლიანად გამოიყოფა საშარდე გზების მეშვეობით. იგი არ აკუმულირდება, განმეორებითი მიღების დროსაც კი და კარგად აითვისება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და მთელი ორგანიზმის მიერ.
ჩვენებები
მწვავე ტკივილის მკურნალობა
ოსტეათრიტით გამოწვეული ტკივილის სიმპტომური მკურნალობა
პირველადი დისმერორეა
მიღების წესები და დოზები
ნიმესული მიიღება კლინიკური ეფექტის მისაღწევად აუცილებელი დოზითა და სიხშირით, არაუმეტეს რეკომედირებული რაოდენობისა. ნიდოლი საშეტი იხსნება ერთ ჭიქა წყალში.
დოზება მოზრდილებისათვის:
გამოიყენება 100მგ ორჯერ დღეში. საკვების მიღების შემდეგ
დოზირება ბავშვებისათვის:
ნიმესულიდი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ბავშვებში.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად აღინიშნება კუჭნაწლავის ტრაქტის დარღვევები, მაგ: დიარეა, გულისრევა და ღებინება.
ალერგიული რეაქციები შედარებით იშვიათია: გამონაყარი და ქავილი. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ აღწერილია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ძილიანობა. ძალზედ იშვიათად აღწერილ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება: ოლიგურია, შეშუპება, მელენა (სავარაუდოდ კუჭნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების შედეგი), ქვედა კიდურებზე გამონაყარი და მცირე სისხლჩექცევები, იშვიათად თრომბოციტოპენიასთან ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ ნიმესულიდზე სერიოზული ალერგიული რეაქციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, უნდა გვახსოვდეს, რომ სხვა ანთების საწინააღმდეგო არა-სტეროიდული საშუალებების მსგავსად, მან შეიძლება გამოიწვიოს სტივენ-ჯონსონის, ლაიელის სინდრომი ან სტომატიტი.
უკუჩვენება
თუ აქვს ინდივიდუალური ადგილობრივი ჰიპერმგძნობელობა ნიმესულიდზე, აცეტილსაცილატზე ან სხვა არა სტეროიდულ ანთების საწინაღმდეგო მედიკამენტზე. წარსულში არსებული ჰეპატოხიური რეაქცია ნიმესულიდზე.
თორმეტგოჯა ნაწლავისა ან კუჭის მწვავე წყლულოვანი დაავადება, კუჭნაწლავის ტრაქტიდან განმეორებითი სისხლდენების ანამნეზური ისტორი, ცენტრალური ნერვული სისტემის სისხლის მიმოქცევის ჰემორაგიული მოშლა და სისხლდენებთან დაკავშირებული სხვა დაავადებები.
სისხლის შედედების სისტემის დაავადებები.
გულის გამოხატული უკმარისობა.
თირკმელთა გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის ინდექსი < 30მლ/წთ)
ნიმესულიდი უკუ ნაჩვენებია ბავშვებში 12 წლის ასაკის ქვემოთ.
ორსულობის მესამე ტრიმესტრი და ლაქტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია
ნიმესულიდის გამოყენება ორსულობასა და ლაკტაციისას რეკომენდირებული არ არის. სხვა ანთების საწინააღმდეგო არა-სტეროიდული საშუალებების მსგავსად იგი არ არის რეკომენდირებული ქალებისასთვის, რომლებიც ჩასახვას აპირებენ.
განსაკუთრებული მითითებები
ნიმესულიდის დანიშნვისას ყურადღებაა საჭირო პაციენტებში რომელთაც აღენიშნებოდათ სისხლდენები, კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები, უტარდებოდათ მკურნალობა შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებით. გამორიცხულ უნდა იქნას ალკოჰოლისა და ჰეპატოქსიური საშუალებების მიღება, რადგანაც ეს ზრდის ღვიძლისმიერი გართულებების რიცხვს. ნიმესულიდმა შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება. ამიტომ ყურადღება უნდა მიექციოს გულის დაავადებებისა და ჰიპერტონიული სნეულების მქონე პაციენტებს. მათ, ვისი პროფესია მოითხოვს კონცენტრაციას, ყურადღებით უნდა მოეპყრონ ძილიანობის და თავბრუსხვევის პოტენციურ საფრთხეს. რადგანაც სხვა ანთების საწინააღმდეგო არა-სტეროიდული საშუალებების გამოყენებისას მხედველობითი პრობლემები იყო დაფიქსირებული, მხედველობის ნებისმიერი საქვეითებისას ნიმესულიდით მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს ოფტალმოლოგიური გამოკვლევა.
ნიმესულიდი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ბავშვებში.
ჭარბი დოზირება
ნიმესულიდის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ინიშნება სიმპტომატიური მკურნალობა (კუჭის გამორეცხვა და აქტივირებული ნახშირი)
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ნიმესულიდის დანიშნვისას ყურადღებაა საჭირო პაციენტებში რომელთაც აღენიშნებოდათ სისხლდენები, კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები, უტარდებოდათ მკურნალობა შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებით. ნიმესულიდი აქვეითებს ფუროსემიდის პერორალურ შეწოვას. ფენოფიბრატი, სალიცილის მჟავა, ვალპროის მჟავა და ტოლბუტამიდი აძევებენ ნიმესულიდს მისი რეცეპტორებიდან. ნიმესულიდი აინჰიბირებს CYP2C9 ენზიმს. ნიმესულიდის ხანგრძლივი გამოყენებისას იზრდება იმ ენზიმის სუბსტრატების დონე სისხლის პლაზმაში. რადგანაც სხვა ანთების საწინააღმდეგო არა-სტეროიდული საშუალებების გამოყენებისას ქვეითდება ლითიუმის გამოყოფა, იზრდება სისხლში მისი დონე და ტოქსიურობა, იმ პაციენტებში ვიცნ ნიმესულიდს და ლითიუმს ერთად იღებს საყურადღებოა სისხლში ლითიუმის დონე. სიფრთხილე გვმართბეს თუ ნიმესულიდი მიღებულია მეტოტრექსატის დანიშვნამდე 24 საათის ადრე ან შემდეგ. ღადგანაც ამ დროს იზრდება სისხლში მეტოტრექსატის დონე და ტოქსიურობა. თირკმელთა პროსტაგლანდინებზე ზემოქმედების გამო ნიმესულიდს შეუძლია გაზარდოს ციკლოსპორინებს ნეფროტოქსიურობა როგორც პროსტაგლანდინ სინტეთაზის ინგიბიტორს.
შენახვის პირობები და ვადები
გრილ და მშრალ ადგილას (25oC).
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!