ოსტეოჰელ ს

ოსტეოჰელ ს. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ძვლების და სახსრების დაავადების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც
1 ტაბ.
Hekla Lava D6…………………………     30 მგ
Kalium jodatum D4……………………      30 მგ
Asa foetida D4……………………….        30 მგ
Stillingia sylvatica D4…………………..     30 მგ
Araneus diadematus D6……………         30 მგ
Natrium sulfuricum D4……………….       30 მგ
Mercurius praecipitatus ruber D9……      60მგ
Calcium phosphoricum D6…………         60მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის  შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:
ძვლების, ხრტილების და შემაერთებელი ქსოვილის სხვადასხვა დაავადებები – ოსტიტები, ოსტეომიელიტები, ასევე ძვლის ფისტულები, კბილის ტკივილი და პაროდონტოზი, ორსულობის დროს კალციუმის ცვლის მოშლა, ოსტეომალაცია, ტკივილი ძვლებში;
პერიოსტიტები, ეგზოსტოზები, მათ შორის, ქუსლის დეზი, გაცივების შემდეგად გამოწვეული ძვლისსაზრდელას ინფილტრაცია, ასევე, დეგენერაციული ცვლილებებისადმი მიდრეკილება.

მიღების წესი და დოზირება:
ჩვეულებრივ ინიშნება თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე. წყლის მიყოლების გსარეშე.

გვერდითი მოვლენები:
გაძლიერებული ნერწყვდენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედებააღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

გაფრთხილება