ოქსიბრალი

ოქსიბრალი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ვინკამინი/vincamine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო პრეპარატები. სხვა პერიფერიული ვაზოდილატაციური საშუალებები.

ათქ კოდი C04AX07

სამკურნალწამლო ფორმა
30მგ კაფსულები პროლონგირებული გამოთავისუფლებით

შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება – ვინკამინი 30მგ,
დამხმარე ნივთიერებები: შაქრის სფეროები, ლაქტოზა, მეტაკრილის მჟავის კოპოლიმერი, ტიპი A; შელაქი, პოვიდონი, ტალკი,  ჟელატინის კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, ერითროზინი (E127), ინდიგოკარმინი (E132).

აღწერილობა
გამჭვირვალე კაფსულები, უფერო კორპუსით და ლურჯი ფერის თავსახურით, წარწერით <<Oxybral>> კაფსულის თავსახურზე. კაფსულის შიგთავსი – თეთრი ფერის ბურთულების ფორმის მიკროგრანულები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა

ვინკამინი როგორც ცხიმში ხსნადი ნაერთი, შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ჩმახ მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათში. კაფსულების სახით შემუშავებული სამკურნალწამლო ფორმა განაპირობებს აქტიური ნივთიერების თანდათანობით გამოთავისუფლებას და შესაბამისად ნახევარგამოყოფის უფრო ხანგრძლივ პერიოდს, რომელიც შეადგენს დაახლოებით 2 საათს. პლაზმის ცილებთან კავშირი – 64%. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 5ლ/კგ-ს. პრეპარატი აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. ვინკამინი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში და მიღებული დოზის მხოლოდ 4-6% გამოიყოფა თირკმელებით, შუცვლელი სახით.
პრეპატრატის 55-70% გამოიყოფა შარდით და 27-30% განავლით.

ფარმაკოდინამიკა
ოქსიბრალი® – მცენარეული წარმოშობის პრეპარატი, მცირე ბავრინკას ალკალოიდი (Vinca minor L).
პრეპარატით ოქსიბრალი® თერაპიისას ხდება თავის ტვინის უჯრედების მიერ ჟანგბადის და გლუკოზის მოხმარების გაძლიერება, სისხლის ცერებრული ცირკულაციის გაძლიერებით.
იმის მიუხედავადდ, რომ პრეპარატის მოქმედების ზუსტი მექანიზმი აღწერილი არ არის, სავარაუდოა, რომ მეტაბოლური აქტივაციის მექანიზმები და კალციუმის ანტაგონიზმი ხელს უშლის დეგენერაციული პროცესების განვითარებას, პრეპარატის ცირკულატორული მოქმედების ხარჯზე.
ოქსიბრალს® ნორმაში მოჰყავს ფსიქიკური გადახრები და ზრდის ყურადღებას და კონცენტრაციას ალფა-რითმების სიხშირის შემცირების და დელტა და ტეტა-რითმების გაზრდის გზით.შედეგს წარმოადგენს თავის ტვინის ქერქის მიკროცირკულაცია და აერობული მეტაბოლიზმი ნერვული სისტემის გლიებში.
ოქსიბრალი® შერჩევითად აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს თავის ტვინის მიკროცირკულაციას, რაც დადებითად მოქმედებს პაციენტებზე, მსუბუქი და საშუალო ხარისხის დემენციით.
ოქსიბრალი® ამუხრუჭებს თრომბოციტების აგრეგაციას, ამცირებს სისხლის მომატებულ სიბლანტეს, ზრდის ერითროციტების ელასტიკურობას. აუმჯობესებს ჰიპოქსიის ამტანობას თავის ტვინის უჯრედებში, ჯანგბადის ერითროციტებთან შეერთების შემცირების, გლუკოზის შთანთქმის და მეტაბოლიზმის გაძლიერების ხარჯზე. აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციას (გონებრივ შრომისუნარიანობას, ყურადღების კონცენტრაციას, აადვილებს დამახსოვრების პროცესებს).

მიღების ჩვენებები
ცერებრული სისხლის მიმოქცევის ნორმალიზაცია და ადაპტაცია, თავის ტვინის ფუნქციის გაუმჯობესება, რეგულაცია და მხარდაჭერა, შემდეგი პათოლოგიების დროს:
– ცერებრული დარღვევები ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (მეხსიერების გაუარესება, ყურადღების კონცენტრაციის და სააზროვნო ფუნქციების შემცირება)
– დეგენერაცული ტროფიკული დარღვევები (დიაბეტური ანგიოპათია, თავის ტვინის ათეროსკლეროზული დაზიანებები)
– თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგები (ქალა-ტვინის ტრავმები, იშემიური ინსულტის შემდგომო მდგომარეობები, ჰიპერტონული ენცეფალოპათია)
– თავბრუსხვევა, სისხლძარღვოვანი განეზის თავის ტკივილი და შაკიკი.
– სმენის და მხედველობის სისხლძარღვოვანი გენეზის დარღვევები
– ფსიქიკური დარღვევები (დროში და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა, ემოციური სფეროს მოშლა, ცერებრული და ფსიქიკური დარღვევევბი, მათ შორის ტვინის იშემია)
– ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესება

გამოყენების მეთოდი და დოზები
მოზრდილებს, ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით ენიშნებათ 1 კაფსულა (30მგ) შიგნით, დღეში ორჯერ.
მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ღვიძლის უკმარისობა
ხანგრძლივი თერაპიისას აუცილებელია ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლების მონიტორინგი.

გვერდითი მოქმედება
უცნობია
– გულისრევა, გულძმარვა, დიარეა ან ყაბზობა, პირის სიმშრალე
– QT ინტერვალის დაგრძელება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია <<პირუეტის>> (Torsade de Pointe) ტიპის, პარკუჭოვანი არითმია (მხოლოდ ვინკამინის ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად შეყვანისას)
– ალერგიული რეაქციები კანის გამონაყრის ან ქავილის სახით
– არაგამოხატული ფსიქოსომატური ეფექტები (განწყობის ლაბილობა, ქცევის დარღვევები)
პოსტმარკეტინგული კვლევების მონაცემები
– პაროქსიზმული ტაქიკარდია
– სისხლიანი ხველა
– სახის შეშუპება, ალერგიული დერმატიტი, კანის საფარველების ჰიპერემია
– ცხვირის გაგუდვა
– ჰალუცინაციები

უკუჩვენებები
– ჰიპერმგრძნობელობა ვინკამინზე ან პრეპარატის სხვა კომპონენტებზე
– თავის ტვინის სიმსივნე
– ქალასშიდა წნევის მომატების თანხლებით მიმდინარე დაავადებები
– კრუნჩხვითი სინდრომი
– თავის ტვინის სისხლის მომოქცევის მწვავე დარღვევა
– გულის არითმია
– ელექტროლიტური ბალანსის მძიმე დარღვევა, ჰიპოკალიემია ან ჰიპოკალციემია
– ლაქტოზის/გალაქტოზის, ფრუქტოზის მემკვიდრული აუტანლობა ან მალაბსორბციის სინდრომი, ლაქტაზის დეფიციტი, ფერმენტების – საქარაზას და იზომალტაზას დეფიციტი
– ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
– ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე

წამლისმიერი ურთიერთქმედებები
აუცილებელია ისეთ პრეპარატებთან ერთობლივად გამოყენებისგან თავის შეკავება, რომელთა მოქმედებამაც შეიძლება გამოიწვიოს პარკუჭოვანი ტაქიკარდია, <<პირუეტის>> ტიპის (Torsade de Pointe) პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკთან დაკავშირებით. თუ ამ პრეპარატების კომბინაციის დანიშნვა გარდაუვალია, რეკომენდებულია კლინიკური სიმპტომების საფუძვლიანი მონიტორინგი, ეკგ-ს ჩათვლით.
კვინუპრისტინი და დალფოპრისტინი წარმოადგენენ ფერმენტის ციტოქრომ P450 3A4 პოტენციურ ინჰიბიტორს და ერთდროული დანიშნვისას შეუძლიათ გაზარდონ ოქსიბრალის® კონცენტრაცია. ერთობლივი გამოყენებისას აუცილებელია ვინკამინით გამოწვეული გვერდითი რეაქციების (ნეიროპათია, კრუნჩხვები, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია) საფუძვლიანი მონიტორინგი.
იტრაკონაზოლის და ვინკამინის შესაძლო ურთიერქმედების მექანიზმი მოიცავს იტრაკონაზოლის მიერ ფერმენტის ციტოქრომ P450 3A4 ინჰიბირებას. იტრაკონაზოლს ასევე შეუძლია მოახდინოს P-გლიკპროტეინული ტუმბოს მოქმედბის ინჰიბირება, რომელიც ახდენს ვინკამინის გამოყოფას. ამგვარად, იტრაკონაზოლის და ოქსიბრალის® ერთობლივის დანიშნვის დროს საჭიროა სიფრთხილე.
აძლიერებს ჰიპოტენზიური საშუალებების და ანტიაგრეგაციული საშუალებების მოქმედებას.

განსაკუთრებული მითითებები
არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
პრეპარატის ოქსიბრალი® გამოყენება უკუნაჩვენებია ჰიპოკალიემიური მდგომარეობებისას და QT ინტერვალის გაზრდის დროს, რადგანაც ეს პათოლოგიები წარმოადგენენ პარკუჭივანი არითმიის განვითარების წინასწარგანმწყობ ფაქტორებს.
სიფრთხილით ინიშნება მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ, გულის დაავადებების ან გულის უკმარისობის დროს. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია საწყისი დოზის შემცირება, ყურადღებიანი ეკგ და პაციენტის კლინიკური კონტროლი.
ღვიძლის უკმარისობა
იმის მიუხედავად, რომ ოქსიბრალის® გამოყენებისას ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები გამოვლენილი არ არის, ხანგრძლივი თერაპიისას რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლების კონტროლი.
პრეპარატი ოქსიბრალი® შეიცავს ლაქტოზას და შაქრის მიკროსფეროებს, რის გამოც არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში, ლაქტოზის/გალაქტოზის, ფრუქტოზის მემკვიდრული აუტანლობით ან მალაბსორბციის სინდრომით, ლაქტაზის დეფიციტით, ფერმენტების – საქარაზას და იზომალტაზას დეფიციტით.
პრეპარატის ოქსიბრალი® მიღების ფონზე დაფიქსირდა პარესთეზიის კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვის შემთხვევები.
სამკურნალო საშუალების სატრანსპორტო საშუალებების და პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვაზე გავლენის თავისებურებები
პრეპარატის გვერდიტი მოქმედების გათვალისწინებით, ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვისას აუცილებელია სიფრთხილე.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შესახებ ცნობები არ არის.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 30მგ კაფსულა #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:: SmithKline group of companies, რუმინეთი

გაფრთხილება