პოლიდექსა ფენილეფრინით

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნეომიცინი, პოლიმიქსინ B სულფატი, დექსამეტაზონი, ფენილეფრინი /dexamethasone, Polymyxin B sulfate, neomycin, phenylephrine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მიკრობების და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა

სამკურნალო ფორმა: ნაზალური სპრეი
შემადგენლობა და რაოდენობრივი შემცველობა 100 მლ-ში:
მოქმედი ნივთიერებებები:
ნეომიცინის სულფატი- 1გ, რაც შეესაბამება 650 000 ME
პოლიმიქსინ B- ს სულფატი – 1 000 000ME
დექსამეტაზონი ნატრიუმის მეტასულფობენზოატი – 0.025g
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – 0.250g
სხვა კომპონენტები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ლითიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავა, ლითიუმის ჰიდროქსიდი, მაკროგოლი 4000, პოლისორბატ 80, გასუფთავებული წყალი 100მლ ხსნარის მისაღებად.
აღწერილობა:
გამჭვირვალე უფერული სითხე
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული ანთების საწინააღდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტოლანირგოლოგიაში. Pპრეპარატის ეფექტი განპირობებულია დექსამეტაზონის ანთების საწინააღმდეგო და ანტიობიოტიკების – ნეომიცინისა და პოლიმიქსინ B B- ს ანტიბაქტერიული მოქმედებით. აღნიშნული ანტიობიოტიკების შერწყმით ფართოვდება ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი ცხვირის ღრუსა და მისი წიაღების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების გამომწვევ გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე. Aადრენომიმეტიკი ფენილეფრინი ვაზოკონსტრიქტულ მოქმედებას ახდენს და ამცირებს ცხვირის ღრუს ლორწოვანის შეშუპებას.
ჩვენებები
ცხვირის ღრუს, ხორხის, ცხვირის წიაღების ანთებითი და ინფექციური დაავადებები
– მწვავე და ქრონიკული რინიტი;
– მწვავე და ქრონიკული რინოფარინგიტი;
– სინუსიტი.
ოპერაციის შემდგომი პერიოდი, ენდონაზალური ჩარევის დროს
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში: თითოეულ ნესტოში ერთი შეშხაპუნება 3-5 ჯერ დღეღამეში; 2.5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში: თითოეულ ნესტოში ერთი შეშხაპუნება 3-ჯერ დღეღამეში
მკურნალობის ხანგრძლივობა – 5-10 დღე
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები, იშვიათად ვითარდება გამონაყარი კანზე
უკუჩვენება
– დახურულკუთხოვან გალაუკომაზე ეჭვის შემთხვევაში;
– მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიოტორების ერთდროული გამოყენება;
– თირკმლების დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ალბუმინურია;
– ორსულობა და ლაქტქაციის პერიოდი;
– ბავშვების ასაკი (2.5 წლამდე ასაკი);
– პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია
უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით იხმარება არტერიული ჰიპერტენზიის, ჰიპერთირეოიდიზმის, გულის იშემიური დაავადებების დროს. სპორტსმენების საყურადღებოდ: პრეპარატი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებმაც დოპინგ-კონტროლზე შესაძლოა მოგცეთ ცრუ დადებითი ეფექტი.
შენახვის პირობები და ვადები
3 წელიწადი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC-ისა.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას
გამოშვების ფორმა: ცხვირის აეროზოლი 15მლ ფლაკონი # 1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: BOUCHARA-RECORDATI, საფრანგეთი

გაფრთხილება