სეპტოგალი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:ანტისეპტიკური საშუალება

შემადგენლობა:
1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს: ქლორიდის ბენზალკონის 50%-იან ხსნარი 1,0 მგ, მენთოლი 3,0 მგ, თიმოლი 0,6 მგ, პიტნის ზეთი 1,0 მგ, ევკალიპტის ზეთი 0,6 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, დაპრესილი შაქარი, საქაროზა.
აღწერილობა: სასიამოვნო სუნის მქონე ბრტყელცილინდრული ფორმის, მთლიანი კიდეების, მოთეთრო ან მოყვითალო ფერის, გამყოფი ხაზის მქონე ტაბლეტები. ერთ მხარეზე ამობეჭდილია პრეპარატის სახელწოდება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
არის კომბინირებული პრეპარატი. ქლორიდის ბენზალკონი – ზედაპირულ-აქტიური კათიონური ნივთიერება, არღვევს მიკროორგანიზმების უჯრედოვანი მემბრანის შეღწევადობასა და აფერხებს ფერმენტულ პროცესებს, აქტიურია მრავალი ბაქტერიის, ვირუსების გარკვეული სახეობების, სოკოებისა და უმარტივესების მიმართ. თიმოლი მიიღება Thymus vulgaris – ის ეთერ-ზეთებისაგან. ფლობს ანტისეპტიკურ, ბაქტერიოციდულ და ფუნგისტატურ მოქმედებას.
მენთოლი, პიტნის ზეთი და ევკალიპტის ზეთი ავლენს ზომიერ ანტისეპტიკურ, ტკივილგამაყუჩებელ, ანთებისსაწინააღმდეგო და მადეზოდირებელ მოქმედებას.

ჩვენებები:
პირის ღრუსა და ყელის ანთებით-ინფექციური დაავადებები.

მიღების წესები და დოზები:
1 ტაბლეტი ნელა იწუწნება პირის ღრუში მის მთლიან გახსნამდე, ყოველ 2-3 საათში.
4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებულია დღეში 4 ტაბლეტის გამოყენება;
10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებულია დღეში 6 ტაბლეტის გამოყენება;
მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებულია დღეში 8 ტაბლეტამდე გამოყენება;
ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული უშუალოდ კვების წინ და რძესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში, ვინაიდან, პრეპარატის შემადგენლობაში შედის საქაროზა. ბავშვთა ასაკი (4 წლამდე).

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25℃.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: საწუწნი ტაბლეტი #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Jadran Galenski Laboratorij, ხორვატია

გაფრთხილება