სინტე

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მოცვის ექსტრაქტი/bilberry extract

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი საშუალება, ანგიოპროტექტორი

შემადგენლობა
სინტეს ერთი კაფსულა შეიცავს 100 მგ მოცვის მშრალ ექსტრაქტს (Bilberry extract 25%) – სტანდარტიზებულს 25% ანტოციანოზიდებზე, 6 მგ ლუტეინს და 1.5 მგ ზეაქსანტინს.

მოქმედების მექანიზმი
სინტე მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია. მოცვის ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები – ანტოციანოზიდები ხელს უწყობენ თვალის ფოტორეცეპტორებში ბადურის სინათლისადმი მგრძნობიარე პიგმენტის – როდოპსინის სინთეზს, რითაც აუმჯობესებენ სინათლის ცვალებადი ინტენსივობისადმი თვალის მგრძნობელობას, სიბნელისადმი ადაპტაციას და მხედველობის სიმახვილეს; თრგუნავენ თვალის ბროლის ქსოვილებში პათოლოგიურ ალდოზო-რედუქტაზულ აქტივობას, ხელს უშლიან კატარაქტის განვითარების პროცესს. უჯრედულ მემბრანებში ფოსფოლიპიდების სინთეზის გზით ანტოციანოზიდები ამცირებენ კაპილარების სიმყიფეს, აღადგენენ მათ გამტარობას სისხლძარღვოვანი თრომბოზის დროს, რაც ხელს უწყობს თვალის ბადურის ტროფიკის გაუმჯობესებას. ლუტეინი და ზეაქსანტინი კაროტინოიდებია, რომლებიც ბადურის ყვითელი ხალის (მაკულას) ძირითად პიგმენტებს წარმოადგენენ. ისინი იცავენ ბადურას მზის სხივების რადიაციული და სხვა სახის პათოლოგიური ზემოქმედებით გამოწვეული ჟანგვითი დეგენერაციისგან. ასევე, იცავენ თვალის ბროლს არასასურველი ზემოქმედებისგან, რითაც აფერხებენ კატარაქტის განვითარებას.

ჩვენებები
სინტე გამოიყენება, როგორც სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:
– საშუალო და მძიმე ხარისხის მიოპია;
– შეძენილი ჰემერალოპია;
– დიაბეტური რეტინოპათია;
– სიბნელისადმი მხედველობის (ღამის და საღამოს მხედველობის) ადაპტაციის მექანიზმების დარღვევა;
– კუნთების ასტენოპათია;
– ბადურის დისტროფია;
– ბადურის მაკულარული დისტროფია;
– ბადურის კუნტ-იუნიუსის ტიპის ცენტრალური ათეროსკლეროზული დეგენერაცია;
– ბადურის ტაპეტორეტინული აბიოტროფია (ბადურის პიგმენტური დეგენერაცია);
– კატარაქტა, გლაუკომა, რეტინოპათია, პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა;
– კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობისას, მხედველობის დატვირთვის ფონზე;
– მზეზე ხანგრძლივად ყოფნის დროს.

მიღების წესები და დოზები
სინტე ინიშნება თითო კაფსულა დღეში ორჯერ, უპირატესად საკვებთან ერთად. პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 თვეს, შემდგომში მისი გამოყენების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ყაბზობის სახით) ან ერთეულ შემთხვევაში პრეპარატის კომპონენტებისადმი ალერგიული რეაქციის გამოვლინება.

უკუჩვენება
– პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
– ორსულობა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის. პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. სინტეს აქტიური ნივთიერების სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემთხვევები აღწერილი არ არის.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა: – კაფსულა №60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ჯი-ემ-პი,  საქართველო

გაფრთხილება