ტერბიზილი კრემი

  ტერბიზილი კრემი

ტერბიზილი კრემის ზოგადი ინფორმაცია

ტერბიზილი კრემი. TERBISIL. სხვა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ტერბინაფინი. Terbinafine. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – D01BA02. მწარმოებელი ქვეყანა – უნგრეთი.

ტერბიზილი კრემის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ტერბიზილი კრემი. TERBISIL გამოდის 1% 15 გ კრემის ფორმით. ტერბიზილის 1%-იანი კრემი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 0,15 გ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს. დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ჰოდროქსიდი, ბენზილის სპირტი, სორბიტანის მონოსტეარატი, ცეტილ-პალმიტატი, ცეტილის სპირტი, ცეტილ-სტეარილის სპირტი, პოლისორბატი 60, იზოპროპილის მირისტატი, დემინერალიზირებული წყალი.

ტერბიზილის (კრემი) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ტერბიზილის (კრემი) ფასები ფარმადეპოში
ტერბიზილის (კრემი) ფასები ავერსში
ტერბიზილის (კრემი) ფასები psp-ში
ტერბიზილის (კრემი) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ტერბიზილი (კრემი) , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ტერბიზილის (კრემი) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ტერბიზილი კრემის აქტიური ნივთიერება

ტერბინაფინი. Terbinafine. ქიმიური დასახელება –  (E)-N-(6,6-დიმეთილ-2-ჰეპტენ -4-ინილ)-N-მეთილ-1-ნაფტალენმეთანამინი. ბრუტო–ფორმულა:C21H25N. ტერბინაფინს მიაკუთვნებენ სოკოს საწიააღმდეგო საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი:78628-80-5.

ტერბიზილი კრემის სინონიმები

ლამიზილი (LAMISIL, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია), ლამიზილი (Lamisil, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., დიდი ბრიტანეთი), მუსიტროლი (MUSITROL, AVERSI, საქართველო), ტერბონილი 1% კრემი (TERBONILE 1% CREAM, Bilim, თურქეთი),  ტერბონილი კანის სპრეი 1% (TERBONILE 1% Dermal Spray, Bilim, თურქეთი), ტერბონილი ტაბლეტები (TERBONILE TABLETS, Bilim, თურქეთი), ტერფალინი (Terfalin, Nobel, თურქეთი), ტერბიზილი (TERBISIL, Gedeon Richter, უნგრეთი).

ტერბიზილი კრემის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • კანის სოკოვანი დაზიანებები

ტერბიზილი კრემის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
ტერბიზილის კრემი გამოიყენება კანის სოკოვანი დაზიანებების სამკურნალოდ (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).
მიღების წესები და დოზები
ტერბიზილის 1%-იანი კრემი გამოიყენება ექიმის კონსულტაციით. კრემი დღეღამეში 1-2-ჯერ ჩვეულებრივ თხელ ფენად დაიტანება წინასწარ გასუფთავებული მშრალი კანის ზედაპირზე, მსუბუქი შეზელვით. სარძევე ჯირკვლების მიდამოში, თითებს შორის, დუნდულოებისა და საზარდულის ნაკეცებში კრემის გამოყენება შესაძლებელია დამცავი ნახვევის ქვეშ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და ხასიათზე. მკურნალობის ვადაზე ადრე შეწყვეტა იწვევს ინფექციის რეციდივს.
პრეპარატის მიღებიდან 1-2 კვირის შემდეგ თუკი არ აღინიშნება სასურველი შედეგი, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ფრჩხილის სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ რეკომენდებულია შედარებით ხანგრძლივი მკურნალობის კურსი. ახალი ინფექციების განვითარების პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია (მაგალითად, დეზინფექცია და სპეციალური ფეხსაცმლის ტარება).
გვერდითი მოვლენები
მკურნალობისას მოსალოდნელია წვის შეგრძნება, კანის სიწითლე ან ქავილი. აღნიშნული ეფექტის განვითარების დროს რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. ზემოთაღნიშნული მოვლენები ატარებენ მსუბუქ ხასიათს და მკურნალობის დამთავრებისთანავე ქრება.
ნებისმიერი არასასურველი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს!
უკუჩვენება
ტერბიზილის კრემი არ გამოიყენება პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ გარეგანად! მისი თვალის ლორწოვანი გარსზე გამოყენება დაუშვებელია. თვალის მიდამოში მისი შემთხვევითი მოხვედრისას საჭიროა დიდი რაოდენობით წყლით დაბანა, გამწვავების შემთხვევაში სასურველია ოკულისტის კონსულტაცია.
კრემის ყოველი გამოყენებისას რეკომენდებულია ხელების დაბანა.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15-30oC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე.