ტრი-რეგოლი

ტრი-რეგოლი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ეთინილესტრადიოლი, ლევონორგესტრელი/ ethinylestradiol, levonorgestrel

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისტემური გამოყენების ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული საშუალება: პროგესტაგენები და ესტროგენები, კომბინაციები თანამიმდევრული გამოყენებისთვის.

ათქ კოდი: G03AB03

შემადგენლობა:
I. გარსით დაფარული ვარდისფერი ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: 30 მკგ ეთინილესტრადიოლი და 50 მკგ ლევონორგესტრელი
დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტის ბირთვი: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰდირტაი (33 მგ)
გარსი: ნატრიუმის კარმელოზა, პოვიდონი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაკროგოლი 6000, კოპოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი (E171), კალციუმის კარბონატი, ტალკი, საქაროზა (22.013 მგ)
II. გარსით დაფარული თეთრი ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: 40 მკგ ეთინილესტრადიოლი და 75 მკგ ლევონორგესტრელი
დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტის ბირთვი: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (33 მგ)
გარსი: ნატრიუმის კარმელოზა, პოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაკროგოლი 6000, კოპოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი ((E171), კალციუმის კარბონატი, ტალკი, საქაროზა (22.013 მგ)
III. გარსით დაფარული მუქი ყვითელი ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: 30 მკგ ეთინილესტრადიოლი და 125 მკგ ლევონორგესტრელი
დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტის ბირთვი: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (33 მგ)
გარსი: ნატრიუმის კარმელოზა, პოვიდონი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაკროგოლი 6000, კოპოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი (E171), კალციუმის კარბონატი, ტალკი, საქაროზა (22.013 მგ).
აღწერილობა
I. ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გარსით დაფარული ტაბლეტები, პრიალა ზედაპირით. განატეხზე თეთრი ფერის.
II. თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გარსით დაფარული ტაბლეტები, პრიალა ზედაპირით. განატეხზე თეთრი ფერის.
III. მუქი ყვითელი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტები, პრიალა ზედაპირით. განატეხზე თეთრი ფერის.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტული საშუალებები თრგუნავენ გონადოტროპინების სინთეზს. მათ პირველადი მოქმედებაზე, ანუ ოვულაციის დათრგუნვაზე დამატებით, კპკ-ები ავლენენ ზემოქმედების სხვა სახეებსაც. ეს მოიცავს საშვილოსნოს ყელის ლორწოვნის ისეთი სახის ცვლილებას, რომ სპერმას უჭირს მასში გაღწევა; უფრო მეტიც, ზემოქმედება კვერცხუჯრედის გადაადგილებაზე ფალოპის მილში და ცვლიან საშვილოსნოს ამომფენ გარსს (ენდომეტრიუმი) რაც ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას.
ღებინება და დაირეა აქვეითებენ კონცეტრაციის ეფექტურობას და ამის გამო აუცილებელია კონტრაცეფციის სხვა (არაჰორმონული) მეთოდების გამოყენება შემდეგ მოხსნის სისხლდენამდე. სუსტი საფაღარათოOსაშუალებები არ ახდენენ ზეგავლენას კონტრაცეფციის ეფექტურობაზე.

ფარმაკოკინეტიკა
ლევონორგესტრელი
შეწოვა
შიგნით მიღებისას ლევონორგესტრელი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 100% და ლევონორგესტრელი არ ექვემდებარება სისტემურ მეტაბოლიზმს.
განაწილება
ლევონორგესტრელის დიდი ნაწილი უკავშირდება ალბუმინს და გლობულინს, რომლებიც პლაზმაში აკავშირებენ სასქესო ჰორმონებს.
ბიოტრანსფორმაცია
მეტაბოლიზმი დიდწილად გაპირობებულია ∆4-3–ოქსო ჯგუფის  აღდგენით და ჰიდროქსილაციით    2 α, 1β და 16β პოზიციებზე, შემდგომი კონიუგაციით. სისხლში მოცირკულირე მეტაბოლიტების უმრავლესობა წარმოადგენს 3α, 5β –ტეტრაჰიდროლევოორგესტრელის სულფატებს, ამასთან, მეტაბოლიტები დიდწილად გამოიყოფა გლუკურონიდების სახით. გარდა ამისა, შეუცვლელი ლევონორგესტრელის გარკვეული რაოდენობა ცირკულირებს 17β –სულფატის სახით. მეტაბოლური კლირენსი ექვემდებარება პაციენტებს შორის მნიშვნელოვან ცვალებადობას, რომლის ახსნაც ნაწილობრივ შეიძლება ლევონერგოტრელის კონცენტრაციის ფართო ვარიაბელობით, რომელიც შეინიშნება პაციენტებს შორის.
გამოყოფა
ლევონორგესტრელი გამოიყოფა თ1/2 საშუალო მნიშვნელობით, რომელიც სტაციონარულ მდგომარეობაში დაახლოებით შეადგენს 36 საათს. ლევონორგესტრელი და მისი მეტაბოლიტები უმთავრესად გამოიყოფა შარდით (40-68%) და დაახლოებით 16-48% ფეკალური მასებით.
ეთინილესტრადიოლი
შეწოვა
ეთინილესტრადიოლი სწრაფად და სრუალდ შეიწოვება, ხოლო მაქსიმალური კონცეტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა 1.5 საათის შემდეგ. პრესისტემური კონიუგაციის და პრესისტემური მეტაბოლიზმის შემდეგ მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა აღწევს 60%. მრუდქვეშა ფართობი და Cmax, დროთა განმავლობაში შეიძლება უმნიშვნელოდ აიწიოს.
განაწილება
ეთინილესტრადიოლი 98.8%-ით უკავშირდება სისხლის პლზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია
ეთინილესტრადიოლი ექვემდებარება პრესისტემურ კონიუგაციას, როგორც წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსში, ისე ღვიძლში. ეთინილესტრადიოლის უშუალო კონიუგატების ჰიდროლიზის შედეგად ნაწლავის ფლორის საშუალებით წარმოიქმნება ეთინილესტრადიოლი, რომელიც ექვემდებარება უკუშეწოვას, და ამასთან წარმოშობს ღვიძლ-ნაწლავურ რეცირკულაციას. ეთინილესტრადიოლის მეტაბოლიზმის პირველად გზას წარმოადგენს ციტოქრომ P-450-ით გაპირობებული ჰიდროქსილაცია, რომლის დროსაც პირველად მეტაბოლიტებს წარმოადგენს 2-OH-ეთინილესტრადიოლი და 2-მეტოქსი-ეთინილესტრადიოლი. 2-OH-ეთინილესტრადიოლი შემდგომში მეტაბოლიზდება ქიმიურად აქტიურ მეტაბოლიტებად.
გამოყოფა
ეთინილესტრადიოლი პლაზმიდან გამოიყოფა თ1/2-ით, რომელიც შეადგენს 29 (26-33 საათი) საათს პლაზმის კლირენსი არის 10-30 ლ/სთ ფარგლებში. ეთინილესტრადიოლის და მისი მეტაბოლიტების კონიუგატების გამოყოფა ხორციელდება შარდით და ფეკალიებით (1:1 თანაფარდობით)

გამოყენების ჩვენებები: პერორალური კონტრაცეფცია

უკუჩვენებები
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღება არ არის რეკომედნებული ქვემოთ მოცემული დაავადებების და პათოლოგიური მდგომარეობების დროს. კპკ-ების გამოყენებისას ასეთი დააადებების პირველად განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს:
• ვენური თრომბოზი, აწმყოში ან ანამნეზში (მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის ემბოლია რისკ-ფაქტორებით ან მის გარეშე (იხილეთ განყოფილება,,სიფრთხილით”);
• ატერიული თრომბოზი, აწმყოში ან ანამნეზში (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი), ან მანამდე არსებული დაავდებები (მაგალითად, სტენოკარდია და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავლი მოშლა);
• თრომბოზი, აწმყოში ან ანამნეზში (მაგალითად, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავლი მოშლა, სტენოკარდია);
• თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, აწმყოში ან ანამნეზში;
• აწმყოში არსებული ვენური ან არტერიული თრომბოზის მძიმე ხარისხი ან მრავალრიცხოვანი რისკ-ფაქტორები ასვე შეიძლება ჩაითვალოს უკუჩვენებად. (იხილეთ განყოფილება,,სიფრთხილით”);
• დარღვევები გულ-სისხლძარღვთა (მაგალითად, კარდიოლოგიური დაავადებები, გულის მანკები, არითმიის ეპიზოდები);
• მძიმე ფორმის ჰიპერტონული დაავადება;
• შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით;
• სისხლძარღვოვანი წრამოშობის მხედველობითი დარღვევები;
• ღვიძლის მძიმე ფორმის დაავადება, აწმყოში ან ანამნეზში, ღვიძლის ფუნქციის საბოლოო აღდგენამდე;
• ღვიძლის სიმსივნეები აწმყოში ან ანმენზში (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი);
• შაკიკი ანამნეზში კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით;
• ჰორმონ-დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტირება (მაგალითად, სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების) ან ეჭვი მათზე;
• უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა საშვოოლოსნოდან;
• ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია განყოფილებაში,,შემადგენლობა”
სიფრთხილით
ქვემოთ მოცემული რომელიმე რისკ-ფაქტორის/დაავადების არსებობისას, საჭიროა კპკ-ების გამოყენებით გამოწვეული შესაძლო გართულებების განვითარების რისკის და არასასურველი ეფექტების შეფასება ყოველ კონკრეტულ ქალში და მასთან ერთად უნდა განიხილებოდეს შესაბამისი სარგებელი და რისკი სანამ ის თვითონ არ მიიღებს ასეთი პრეპარტების გამოყენების გადაწყვეტილებას. ნებისმიერი მოცემული დაავადების ან რისკ-ფაქტორის გამოვლენის, გაუარესების ან გამწვავების შემთხვევაში, ქალმა უნდა მიიღოს ექიმის კონსულტაცია. შემდეგ ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კპკ-ს მიღების შეწყვეტის შესახებ.
სისხლის მიმოქცევის დარღვევა
ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ვენური თრომბოემბოლიის გამოვლენის სიხშირე დაბალი შემცველობის ესტროგენის პერორალური კონტრაცეპტივების (<50 მკგ ეთინილსეტრადიოლი) მომხმარებლებში მერყეობს წელიწადში 20-40 შემთხვევის ფარგლებში 100000 ქალზე, მაგრამ რისკის ეს  შეფასება იცვლება პროგესტაგენის შემცველობის მიხედვით. შედარებისთვის, ეს არის 5-10 შემთხვევა 100000 ქალზე წელიწადში, რომლებიც არ იყენებენ ასეთ პრეპარატებს. ნებისმიერი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის გამოყენებას თან ახლავს ვენური თრომბოემბოლიის მომატებული რისკი იმ პირებთან შეადრებით, რომლებიც არ იყენებენ მოცემულ პრეპარტებს.
ვთე განვითარების გადაჭარბებული რისკი მაქსიმალურია კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების პირველ წელს. მითითებული გადაჭარბებეული რისკი ნაკლებია ორსულობასთან დაკავშირებულ ვთე-ს რისკზე, რომელიც შეფასებების მიხედვით შადგენს 60 შემთხვევას 100000 ორსულზე. ვთე-ს შემთხვევაში სასიკვდილო გამოსავალი დაფიქსირდა შემთხვევათა 1-2%-ში.
ვთე-ს საერთო აბსოლუტური რისკი (გამოვლენის სიხშირე) ლევონორგესტრელის შემცველ კომბინირებულ პერორალური კონტრაცეპტივების 30 მკგ ეთინილესტრადიოლთან შეფარდებით შეადგენს 20 შემთხვევას 100000 ქალზე წელიწადში. ეპიდემიოლოგური კვლევებმა ასევე დაუკავშირეს კომბინირებული კპკ-ების გამოყენება მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალ დარღვევას და იშემიურ ინსულტს.
ძალიან იშვიათია მონაცემები სხვა სისხლძარღვების თრომბოზის შესახებ, მაგალითად, ღვიძლის, მეზენტერიული, თირკმლის ვენების, ბადურის ვენების და არტერიების, ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების გამოყენებისას. ამაჟამდ არ არსებობს ერთიანი მოსაზრება მოცემული გამოვლინებების განვითარების ჰორმონალური ჩასახვის საწინააღდგო საშაულებებთან კავშირის შესახებ.
ვენური ან არტერიული თრომბოზები/თრომბოემბოლიები შეიძლება გამოვლინდნენ შემდეგი სიმპტომებით:
• უჩვეულო ცალმხრივი ტკივილი ან/და ფეხების შეშუპება
• უცაბედი მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ვრცელდება მარცხენა ხელში ან ამის გარეშე.
• სუნთვის უცაბედი უკმარისობა
• უცაბედი ხველა შესამჩნევი მიზეზების გარეშე
• ნებისმიერი უჩვეულო, მწვავე ან გახანგრძლივებული თავის ტკივილი
• ცნობიერების უცაბედი ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა
• თვალებში გაორება
• გაუგებარი მეტყველება ან აფაზია
• თავბრუსხვევა
• კოლაფსი კეროვანი ეპილეფსიური გულყრებით ან მის გარეშე
• სისუსტე ან ძალიან ძლიერი უცაბედი გაშეშება სხეულის ერთ მხარეს ან ერთი ნაწილის
• მოძრაობითი დარღვევები
•,,მწვავე მუცელი”
ვენური თრომბოემბოლური გართულებების განვითარების რისკი ქალებში, რომლებიც იღებენ კპკ-ებს იზრდება  შემდეგი ფაქტორებით:
• ასაკი
• დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (მაგალითად, ვენური თრომბოემბოლია ღვიძლ ძმებში ან დებში ან მშობლებში შედარებით ახალგაზრდა ასაკში). მემკვიდრეობით წინასწარგანწყობაზე ეჭვის შემთხვევაში, ქალმა უნდა მიიღოს ექიმის კონსულტაცია კპკ გამოყენების გადაწყვეტილების მიღებამდე.
• გახანგრძლივებული იმობილიზციის, ფართო ოპერაციული ჩარევების, ქვედა კიდურებზე ოპერაციების ან მოცულობითი ტრავმის დროს. ასეთ შემთხვევბში რეკომენდებულია ტაბლეტების მიღების შეწყვეტა (სულ მცირე 4 კვირით ადრე დაგეგმილ ოპერაციულ ჩარევამდე) და არ განახლდეს მიღების კურსი რემობილიზაციიდან 2 კვირაზე ადრე.
• გაცხიმოვნება (სხეულის მასის ინდექსი აჭარბებს 30კგ/მ2)
• არ არსებობს ერთიანი მოსაზრება ვენების ვარიკოზული გაფართოების და ზედაპირული თრომბოფლებიტის შეასძლო როლის შესახებ, ვენური თრომბოზის განვითარებაში ან პროგრესირებაში.
კპკ მიღება დაკავშირებულია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ან იშემიური ინსულტის განვითარების რისკთან, რომელიც მკვეთრად იწევს სხვა რისკ-ფაქტორების თანაარსებობისას, როგორიც არის მოწევა, მაღალი არტერიული წნევა და ასაკი (ასევე იხილეთ ზემოთ). ასეთი გამოვლინებები იშვიათია. პრეპარატის ტრი-რეგოლი ზეგავლენა მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკზე გამოკვლეული არ არის.
არტერიული თრომოემბოლური გართულებების ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის განვითარების რისკი პირებში, რომლებიც იღებენ კპკ-ებს, მატულობს შემდეგ ფაქტორებთნ ერთად:
• ასაკი
• მოწევა (განსაკუთრებით 35 წლის ზემოთ ქალებში აუცილებელია მოწევის შეწყვეტა კპკ-ების გამოყენებისას)
• დისლიპოპროტეინემია
• გაცხიმოვნება (სხეულის მასის ინდექსი აჭარბებს 30კგ/მ2)
• არტერიული ჰიპერტენზია
• შაკიკი
• გულის მანკი
• წინაგულების ფიბრილაცია
• დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (მაგალითად ვენური თრომბოემბოლია ღვიძლ ძმებში ან დებში ან მშობლებში შედარებით ახალგაზრდა ასაკში). მემკვიდრეობით წინასწარგანწყობაზე ეჭვის შემთხვევაში, კპკ-ების გამოყენების გადაწყვეტილების მიღებამდე ქალმა უნდა მიიღოს ექიმის კონსულტაცია.
აუცილებელია თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკის გათვალისწინება მშობიარობის შემდგომ პერიდოში (იხილეთ,,გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს”)
სხვა დავადებები რომლებიც ასოცირდება სისხლძარღვოვან გართულებებთან, მოიცავს შაქრიან დიაბეტს, სისტემურ წითელ მგლურას, ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომს, ნაწალვის ქრონიკულ ანთებით დაავდებას (მაგალითად, რეგიონული ენტერიტი ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია.
კპკ მიღების პერიოდში შაკიკის სიმძიმის და სიხშირის მატება (რაც შეიძლება იყოს თავის ტვინის სიხლის მიმოქცევის დარღვევის წიანპირობა) შეიძლება გახდეს კპკ დაუყოვნებელი შეწყვეტის მიზეზი.
ბიოქიმიური ფაქტორები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდნედნ თანდაყოლილ ან შეძენილ წინასწარგანწყობაზე ვენური ან არტერიული თრომბოზის მიმართ, მოიცავს რეზისტენტობას აქტივირებული ჩ პროტეინის მიმართ, ლეიდენის მუტაციას, ჰიპერჰომოცისტეინემიას, ანტითრომბინ III დეფიციტს, ჩ პროტეინის დეფიციტს, შ პროტეინის დეფიციტს, ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულებს (ანტიკარიოლიპინური ანტისხეულები, მგლურას ანტიკოაგულანტი) და დისლიპოპროტეინემიას.
სიმსივნეები
საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების გაზრდილი რისკი პირებში, რომლებიც ხანგრძლივად  იღებენ ჩასახვის საწინააღდეგო პერორალურ საშუალებებს, დარეგისტრირდა ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური კვლევის ფარგლებშო, მაგრამ სქესობრივი ქცევის და სხვა ფაქტორების დამამძიმებელი ზემოქმედების გამო, ისეთის, როგორიც არის ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ), ამ მონაცემებს აქვთ წინააღმდეგობრივი ხასიათი.
54 ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ არსებობს ძუძუს კიბოს განვითარების უმნიშვნელოდ მომატებული შეფარდებითი რისკი (OP=1.24), ქალებში, რომლებიც იყენებნ კპკ. გადაჭარბებული რისკი ნელ-ნელა კლებულობდა 10 წლის განმავლობაში კპკ გამოყენების შეწყვეტის შემდეგ. იმის გამო, რომ ძუძუს კიბო იშვიათად დიაგნოსტირდება 40 წლამდე ასაკის ქალებში, ამ დიაგნოზების გადაჭარბებული რაოდენობა ქალებში, რომლეიც იღებენ ან ბოლო დროს იღებდნენ კპკ, არის უმნიშვნელო, ძუძუს კიბოს განვითარების საერთო რისკთან შედარებით. მონაცემები რომლებიც მიღებულია მითითებულ კვლევებში, არ იძლევიან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შეფასების საშუალებას.
მომატებული რისკის არსებული სურათი შეიძლება იყოს ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოზის შედეგი კპკ მომხმარებლებში, კპკ ბიოლოგიური ეფექტების ან ორივე ფაქტორის კომბინაციის შედეგი. ძუძუს კიბო, რომელიც დიაგნოსტირდება ქალებში, რომლებიც იღებენ მოცემულ პრეპარატს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეფასების მიხედვით, წარმოადგენს ნაკლებად პროგრესირებადს, სიმსივნურ დაავადებებთან შედარებით, რომლებიც დიაგნოსტირდა ქალებში რონლებიც არსოდეს იღებდნენ მოცემულ პრეპარატს.
იშვიათ შემთხვევბში, პერორალი კონტრაცეპტივების გამოყენება იწვევდა ღვიძლის კეთილვისებიან სიმსივნეებს. ძალიან იშვიათად, პერორარული კონტრაცეპტივები დაკავშირებულია ავთვისებიანი სიმსივნეების ზოგიერთ ფორმასთან. ცალკეულ შემთხვევებში, მოცემული სიმსივნეები იწვევდა სიცოცხლისათვის საშიშ ინტრააბდომინურ სისხლდენას. აუცილებელია ღვიძლის სიმსივნის გათვალისწინება დიფერენციალური დიაგნოზის დასმისას მუცლის ზედა ნაწილებში მწვავე ტკივილის განვითარებისას, ღვიძლის გადიდებისას ან ინტრაბადომინალური სისხლდენის ნიშნებისას ქალებში რომლებიც იღებენ კპკ-ებს.
სხვა დაავადებები
ქალებში ჰიპერტრიგლიცერიდემიის დიაგნოსტირებისას ან ოჯახურ ანამნეზში არსებობისას, მოცემული ფაქტი შეიძლება იყოს პანკრეტიტის განვითარების მომატებული რისკ-ფაქტორი, კპკ-ების მიღებისას.
აუცილებელია იმ ქალებზე დაკვირვება რომლებსაც აწუხებთ ჰიპერლიპიდემია, თუ მათ აირჩიეს კპკ.
აღინიშნა არტერიული წნევის უმნიშვნელო მომატება ბევრ ქალებში, რომლებიც იღებდნენ კპკ, თუმცა კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება აღინიშნა იშვიათად. მხოლოდ მოცემულ იშვიათ შემთხვებში კპკ-ს სწრაფი შეწყვეტა იყო საფუძვლიანი. თუ კპკ გამოყენებისას, მანამდე ასებული ჰიპერტენზიის პირობებში, მუდმივად მატულობს არტერიული წნევის მაჩვენებლები და არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მატება საკმარისად არ პასუხობს ანტიჰიპერტონული საშუალებებით მკურნალობაზე, კპკ-ების  მიღება უნდა შეწყდეს. შესაბამის შემთხვევბში, შეიძლება კპკ-ების განახლება, თუ არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლები მიიღწევა ჰიპოტენზიური თერაპიის საშუალებით.
მიუხედავად იმისა, რომ კპკ-ების გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემები არ არის დამაჯერებელი, არსებობს მონაცემები ქვმოჩამოთვილი დაავადებების განვითარების ან გამწვავების შესახებ ორსულობის დროს და კპკ-ების გამოყენებისას: სიყვითლე ან/და ქავილი, რომელიც დაკავშირებულია ქოლესტაზთან; ნაღვლის ბუშტის ქვები; პორფირია; სისტემური წითელი მგლურა; ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, მცირე ქორეა, ორსულთა ჰერპესი, ოტოსკლეროზთან დაკავშირებული სმენის დაკრაგვა.
ქალებში, რომლებსაც აქვთ მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება და იღებენ ესტროგენებს, მათ შეიძლება გამოიწვიონ ან გაამწვავონ ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები.
ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევები შეიძლება იყოს კპკ შეწყვეტის მიზეზი ღვიძლის ფუნქციის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებამდე. ქოლესტაზტთან დაკავშირებული ქოლესტაზური სიყვითლის ან/და ქავილის განმეორებითმა გამოვლენამ, რომელთა განვითარება გამოვლინდა ორსულობის დროს ან სასქესო ჰორმონების გამოყენების შემდეგ, მიგვიყვანა კპკ-ების მიღების შეწყვეტამდე.
მიუხედავად იმისა, რომ კპკ-ებს შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინოს ინსულინის მიმართ პერიფერიულ რეზისტენტობაზე და გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე, მონაცემები პრეპარატის მიღების სქემის შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით პირებში, რომლებსაც აწუხებთ დიაბეტი და კპკ-ებს იღებენ დაბალი დოზებით, გამოვლენილი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, აუცილებელია იმ ქალებზე დაკვირვება, რომლებსაც აქვთ დიაბეტი, განსაკუთრებით კპკ-ების გამოყენების ადრეულ ეტაპებზე.
არსებობს მონაცამები კპკ-ების გამოყენებისას რეგიონული ენტერიტის და წყლულოვანი კოლიტის გამწვავების შესახებ.
იშვიათ შემთხვევბში შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით ქალებში ორსულთა ლაქებით ანამნეზში. ქლოაზმის მიმართ მიდრეკილ ქალებში კპკ-ების გამოყენებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული მზის პირდაპირი სხივების და ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება.
ქალებმა, რომლებსაც კპკ-ების გამოყენებისას განუვითარდათ მძიმე დეპრესია, უნდა შეწყვიტონ მოცემული პრეპარატების გამოყენება და მიმართონ ალტერნატიულ საშუალებებს, მანამ სანამ არ შეფასდება დეპრესიის სიმპტომების კპკ-ების გამოყენებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ანამნეზშიDდიდი დეპრესიული ეპიზოდების შემთხვევაში ქალებში, რომლებიც იყენებნ კპკ-ებს უნდა დაწესდეს რეგულარული დაკვირვება. დეპრესიის სიმპტომების განახლებისას კპკ გამოყენება უნდა შეწყდეს.
სამედიცინო გამოკვლევა/სამედიცინო კონსულტაცია
ეთინილეტრადიოლის/ლევონორგესტრელის შემცველი პრეპარატის მიღების დაწყებამდე ან ხელახალ დანიშვნამდე, აუცილებელია პაციენტის საერთო ანამნეზის გათვალისწინება (მათ შორის ოჯახური ანამნეზი), ხოლო ორსულობა უნდა გამოირიცხოს. უნდა გახნორციელდეს არტერიული წნევის გასინჯვა და კვლევა უკუჩვენების გამოვლენის საგანზე (იხილეთ,,უკუჩვენებები”). ქალებს ასევე უნდა მიეცეთ რეკომენდაცია კარგად წაიკითხონ ინსტრუქცია და შეასრულონ მოცემული მითითებები. გამოკვლევის სიხშირე და საგანი დაფუძნებული უნდა იყოს დადგენილ კლინიკურ რეკომენდაციებზე თითოეული შემთხვევის დამოუკიდებლად გათვალისწინებით.
ეფექტურობის შემცირება
კპკ-ების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს ტაბლეტის გამოტოების, ღებინების ან დიარეის შემთხევაში (იხილეთ,,მიღების წესები და დოზირება”) ან თანმხლები სამკურნალო საშუალებების გამო (იხილეთ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”)
ციკლის კონტროლის დაქვეითება
ისევე როგორც ყველა კპკ-ების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს არარეგულარული სისხლდენა (ლაქოვანი გამონადენი ან შუალედური სისხლდლენა) განსაკუთრებით გამოყენების პირველი თვეების განმავლობაში. ამიტომ, ნებისმიერი არარეგულარული სისხლდენის შეფასებას აზრი აქვს მხოლოდ ადაპტაციის პერიოდის განამვლობაში, დაახლოებით სამი ციკლის ხანგრძლივობით.
არარეგულარული სისხლდენის შენარჩუნებისას ან მისი განვითარებისას მანამდე არსებული რეგულარული ციკლების შემდეგ, რეკომენდებულია არაჰორმონული მეთოდების გამოყენება და დიაგნოსტიკის შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ავთვისებიანი ახალწარმოანქმნის ან ორსულობის გამოსარიცხად. მოცემული ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს კურეტაჟს.
ზოგიერთ ქალში მოხსნის სისხლდენა შეიძლება არ გამოვლინდეს პერიოდის განმავლობაში ტაბლეტის მიღების გარეშე. თუ კპკ მიღება ხდება “მიღების წესები და დოზირების” განყოფილების რეკომედნაციის მიხედვით, მაშინ ორსულობის ალბათობა მცირეა.
თუ კპკ მიღება არ ხორციელდება რეკომედნაციების მიხედვით პირველ გამოტოვილ მოხსნის სისხლდენამდე ან ორი მოხსნის სისხლდენის გამოტოვებისას, კპკ-ების მიღების განახლებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა.
პრეპარატი ტრი-რეგოლი, გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს და საქაროზას, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გალაქტოზის, ლაქტოზის აუტანლობასთან ან გლუკოზო-გალაქტოზურ მალაბსორბციასთან დაკავშირებული  იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ან პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ფრუქტოზის ან საქარაზა-იზომალტაზის უკმარისობასთან, მოცემული პრეპარატი არ უნდა მიირონ.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტციის ეპრიოდში
ორსულობა
ეთინილეტრადიოლი/ლევონოერგოსტრელი არ არის ნაჩვენები ორსულობის დროს გამოყენებისთვის. თუ ქალი დაორსულდა ტაბლეტების მიღების განმავლობაში მაშინ სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს შემდგომი ტაბლეტების მიღება.
მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგიური კვლევების დიდი რაოდენობის შედეგებმა არ გამოავლინეს თანდაყოლილი დეფექტების მომატებული რისკის იმ ქალების ბავშვებში, რომლებიც იყენებნდენ კპკ ორსულობამდე, არც ტერატოგენური მოქმედება ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების განუზრახველი ორსულობის პრიველ ეტაპზე.
ლაქტაცია
ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება ზეგავლენა მაოხდინონ ლაქტაციაზე, ვინაიდან მათ შეუძლიათ შეამცირონ ლაქტატის რაოდენობა და შეცვალონ  მისი შემსდგენლობა. ამგვარად, მთლიანობაში, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვის ძუძუდან მოცილებამდე. სტეროიდული კონტრაცეპტივების ან/და მათი მეტაბოლიტების მცირე რაოდენობა შეიძლება გამოიყოს ლაქტატში და მოცემულმა რაოდენობამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ბავშვზე.

მიღების წესები და დოზირება
მიღების წესები
პრეპარატს ტრი-რეგოლი ნიშნავენ ყოველდღიურად, 1 ტაბლეტი დღეში, 21 დღის განმავლობაში. ყოველ შემდგომ შეფუთვას იწყებენ 7 დღიანი შესვენების შემდეგ, რომლის განმავლობაში, როგორც წესი, ადგილი აქვს მოხსნის სისხლდენას. მოცემული სისხლდენა შეიძლება არ შეწყდეს ტრი-რეგოლის შემდგომი შეფუთვის მიღების დაწყების ვადამდე.
მიღების დაწყება და ტაბლეტების მიღების შესაბამისი თანამიმდევრობა (თავდაპირველად 6 ვარდისფერი ტაბლეტი, შემდეგ 5 თეთრი ტაბლეტი, შემდეგ 10 მუქი ყვითელი ტაბელტი) მითითებულია ნომრებით და ისრებით შეფუთვაზე. კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდები საჭირო არ არის.
პრეპარატის ტრი-რეგოლი პირველი მიღება:
პირველ ტაბლეტს იღებენ მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს. თქვენი ციკლის პირველი დღე – მენსტრუალური სისხლდენის დაწყების დღეა. მიღების დაწყება მე 2-7 დღეს ასევე მისაღებია, მაგრამ პირველი ციკლის განმავლობაში რეკომენდირებულია კონტრაცეფციის დამატებითი არაჰორმონული მეთოდის გამოყენება (ისეთის როგორიც არის პრეზერვატივები ან სპერმატოზოიდების დამშლელი საშუალებები) ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში. მოხსნის სისხლდენა როგორც წესი იწყება ბოლო მუქი ყვითელი ტაბლეტის მიღებიდან მე-2-3 დღეს და შეიძლება არ შეწყდეს პრეპარატის ტრი-რეგოლი შემდეგი შეფუთვის დაწყების ვადამდე.
შემდგომი ციკილები
შემდეგი 21 ტაბლეტის მიღება უნდა დაიწყოს 7 დღიანი შესვენების დასრულებისას. ამგვარად, შემდეგი ციკლები დაიწყება კვირის ერთი და იგივე დღეს.
სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივიდან გადასვლა:
გარსით დაფარული პირველი ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს წინა ჩასახვის საწინააღმდეგო ბლისტერიდან უკანასკნელი (ჰორმონშემცველი) ტაბლეტის მიღების მომდევნო Dდღეს – მაგრამ არა უგვიანეს ერთი დღისა წინა კომბინირებული ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგეო საშუალების გამოყენების ჩვეულებრივი შესვენების შემდეგ (ან წინა შეფუთვის პლაცებოს უკანასკნელი ტაბლეტის მიღების შემდეგ)
იმ პრეპარატიდან გადასვლა რომელიც შეიცავს პროგესტოგენს (დაბალდოზირებული პერორალური კონტრაცეპტივი, ინექცია, იმპლანტატი ან საშვოლოსნოსშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება)
დაბალდოზირებული პერორალური კონტრაცეპტივიდან პრეპარატზე ტრი-რეგოლი გადასვლა შეიძლება მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს (იმპლანტატიდან და საშვოლოსნოსშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებიდან მისი მოხსნიდან შემდეგ Dდღეს, ინექციიდან-იმ დღეს, როცა უნდა დაინიშნოს შემდეგი)
ასეთ შემთხვევებში აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდის გამოყენება ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.
აბორტის შემდეგ პირველ ტრიმესტრში
აბორტის შემდეგ ორსულობის I ტრიმესტრში, პერორალური კონტრაცეპტივების მიღება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ. კონტრაცეფციის დამატებითი მეთდოები საჭირო არ არის.
მშობიარობის შემდეგ ან მე-2 ტრიმესტრში აბორტის შემდეგ
პერორალური კონტრაცეფცია პრეპარატის ტრი-რეგოლი გამოყენებით შეიძლება დაენიშნოს არა მეძუძურ ქალებს ფიზიოლოფიური მშობიარობიდამ ან მეორე ტრიმესტრში აბორტიდან 21-28 დღის შემდეგ. თუ პერორარალური კონტრაცეფციის დაწყება პრეპარატის ტრი-რეგოლი გამოყენებით ხორციელდება მოგვიანებით, მაშინ აუცილებელია პირველი 7 დღის განმავლობაში ბარიერული მეთოდებიდან ერთ-ერთის გამოყენება დამატებითი კონტრაცეფციული საშუალების სახით. თუ სქესობრივი აქტი უკვე განხორციელდა, ტაბლეტების მიღების დაწყებამდე აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა, ან ტაბლეტების მიღება უნდა გადაიდოს პირველ მენსტრუალურ სისხლდენამდე.
ლაქტაცია
ლაქტაციის პეტიოდში გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოცემულია განყოფილებაში,,პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში”
განსაკუთრებული მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებენ კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენებას.
გამოტოვებული ტაბლეტები
პრეპარატის მიღებისას შეფერეხების შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ტაბლეტის დაუყოვნებლივ, გახსენებისთანავე მიღება. თუ ეს შეფერხება შეადგენს 12 საათზე ნაკლებს, კონტრაცეფციული პრეპარატის ეფექტურობა არ მცირდება და კონტრაცეფციის დამატებითი მეთდოების გამოყენება არ არის საჭირო. შემდეგი ტაბლეტის მიღება ხდება ჩვეულებრივ დროს.
12 საათზე ხანგრძლივი შეფერხებისას, კონტრაცეფციის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს. ქალმა უნდა მიიღოს შემდეგი ტაბლეტი გახსენებისთანავე., მაშინაც კი თუ მოუწევს ორი ტაბლეტის დალევა ერთ დღეს. შემდეგი ტაბლეტები უნდა მიიღოს ჩვეულებრივ დროს. ტაბლეტების მიღების შემდეგი 7 დღის განმავლობაში საჭიროა ჩასახვის საწინააღდგეო დამატებითი საშუალებების გამოყენება. თუ მიმდინარე შეფუთვაში დარჩა 7 ტაბლეტზე ნაკლები, საჭიროა ტაბლეტების  მიღების დაწყება შემდეგი შეფუთვიდან მიმდინარე შეფუთვიდან უკანასკნელი ტაბლეტის დალევის შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ შეფუთვებს შორის პაუზა არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, მოხსნის სისხლდენა არ არის მოსალოდნელი მეორე შეფუთვის დასრულებამდე. მიუხედავად ამისა, მოსალოდენელია ლაქოვანი გამონადენის და წყევტილი სისხლდენის გამოლენა
თუ მოხსნის სისხლდენა არ განვითარდა მეორე შეფუთვის დასრულებამდე, უნდა გამოირიცხოს ორსულობა შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დაწყების განახლებამდე.
რეკომენდაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევის დროს
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევის მძიმე სიმპტომების შემთხვევაში, აქტიური ინგრედიენტების შეწოვა შეიძლება არ იყოს სრული და აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ღონისძიებების გათვალისწინება.
ღებინების ან მწვავე დიარეის შემთხვევაში, რომელიც ვითარდება ტაბლეტების მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში, ქალმა უნდა განახორციელოს რჩევეები რომლებიც აღწერილია ტაბლეტების გამოტოვების შემთხვევაში.
როგორ შევაყოვნოთ მენსტრუაცია
მენსტრუალური სისხლდენის შესაფერხებლად ტრი-რეგოლის ტაბლეტების ახლი შეფუთვიდან მიღების დაწყება უნდა მოხდეს მუქი-ყვითელი ფერის ტაბლეტებით (უკანასკნელი ფაზები) მიმდინარე შეფუთვის დასრულებიდან მომდევნო დღეს მათ შორის პაუზის გარეშე. მენსტრუალური სისხლდენის შეფერხების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მეორე შეფუთვის მოხმარებული მუქი ყვითელი ტაბლეტების რაოდენობაზე. მოცემული პერიოდის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს შუალედური სისხლდენა ან ლაქოვანი გამონადენი. პრეპარატის ტრი-რეგოლი მიღების განახლება შეიძლება ჩვეულბრივი 7-დღიანი შესვენების შემდეგ.

მიღების წესები
შიგნით მისაღებად.
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს შიგნით, შეფუთვაზე მითითებული თანამიმდევრობით, დაახლოებით ერთი და იგივე დროს, დღეში ერთი ტაბლეტი, მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით.

გვერდითი მოქმედება
არსებობს მონაცემები არასასურევლი ეფექტების შესახებ ეთინილესტრადიოლი/ლევონორგესტრელის მიღებისას:

ორგანოთასისტემების კლასები ძალიანხშირი≥1/10 ხშირი ≥1/100-1/10 არახშირი≥1/1000-<1/100 იშვიათი ≥1/10000-<1/1000 ძალიან იშვიათი<1/10000
ინფექციური დაპარაზიტულიდაავადებები ვაგინიტი, კანდიდიოზი
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი დადაუზუსტებელიახალწარმონაქმნები(კისტების დაპოლიპებისჩათვლით) ძუძუს კიბო ჰეპატოუჯრედოვანიკარცინომა, ღვიძლის ადენომა
დარღვევებიიმუნური სისტემისმხრივ ანაფილაქსიურირეაქცია, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზულიშეშუპება, ჰიპერმგრძნობელობა სისტემური წითელიმგლურასგართულება
დარღვევებინივთიერებათაცვლის და კვებისმხრივ სითხის შეკავება შემცირებულიმადა, მომატებულიმადა გლუკოზის მიმართტოლერანტობისდარღვევა, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია პორფირიისგამწვავება
Fსიქიკის დარღვევა გუნება-განწყობის შეცვ,ადეპრესია, დეპრესიულიმდგომარეობა შქესობრივილტოლვისადქვეითება, სქესობრივილტოლვისაგზრდა
დარღვევებინერვული სისიტემისმხრივ შაკიკი, ტავისტკივილი მომატებული შფითვა, თავბრუსხვევა ქორეის გამწვავება
დარღვვებიმხედველობისორგანოს მხრივ კონტაქტური ლინზებისაუტანლობა მხედველობისნერვის ნევრიტი*, ბადურის არტერიისთრომბოზი
დარღვევები სმენისდა წონასწორობისორგანოს მხრივ ოტოსკლეროზი
დარღვევებისისხლძარღვებისმხრივ ჰიპერტენზია თრომბოზი, ემბოლია ვარიკოზიგაუარესება, მიოკარდიუმისინფარქტი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტარქტისმხრივ გულისრევა,ღებინება, ტკივილები მუცლის არეში კოლიკებიმუცელში, მეტეორიზმი, დიარეა პანკრეატიტი
დარღვევებიღვიძლის დანაღვლმდენი გზებისმხრივ ქოლესტატიურისიყვითლე ნაღვლის ბუშტისდარღვევა, ნაღვკენჭოვნიდაავადება**
დარღვევები კანისდა კანქვეშაქსოვილების მხრივ აკნე გამონაყარი, ჭინჭრისციება, ქლოაზმა(მელაზმა) ჰირსუიტიზმი, ალოპეცია კვანძოვანი ერითემა, პოლიმორფულიერითემა
დარღვევებისასქესოორგანოების დასარძევეჯირკვლისმხრივ წყვეტილისისხილდენა, გლაქოვანიგამონადენიმენსტრუაციებსშორის ტკივილის გულმკერდისარეში, სარძევე ჯირკვლევისმტკივნეულობა, სარძევეჯირკვლების ზომის გაზრდა, გამონადენი სარზევეჯირკვლებიდან, დისმენორეა, მენსტრუალუირცვლუილებები, ეროზიის და საშვილოსნოსყელის სეკრეტის ცვლილება, ამენორეა ვაგინალურიგამონადენები
კვლევები საშვილოსნოს ყელისსეკრეტის ცვლილება, წონისშემცირება, წონის მატება ფოლატის დონისდაქვეითება***

*მხედველობის ნერვის ნევრიტმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დკაარგვა
**კპკ-ს გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაღვლის ბუშტის  მიმდინარე დაავადება და დააჩქაროს მოცემული დაავადების განვითარება მანამდე უსიმპტომო ქალებში.
*** კპკ-ს გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში ფოლატის დოზის შემცირება.
არსებობს მონაცემები ქვემოჩამოთვლილი სერიოზული არასასურველი გამოვლინებების შესახებ ქალებში, რომლებიც იყენებენ კპკ-ს, რომლის მსგავსი ინფორმაციაც წარმოადგენილია განყოფილებაში “სიფრთხილით”
• ვენური თრომბოემბოლური გართულებები
• არტერიული თრომბოემბოლური გართულებები
• ჰიპერტენზია
• ღვიძლის სიმსივნეები
• დაავადებები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ან გამწვავდეს კპკ-ების მიღებისას, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ფაქტის მტკიცებულება არასარწმუნოა, მოიცავს: რეგიონული ენტერიტი, წყლულოვანი კოლიტი, ეპილეფსია, შაკიკი, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, პორფირია, სისტემური ერითემატოზული მგლურა, ორსულთა ჰერპესი, მცირე ქორეა, ჰემოლიტიკურ-ურემიული სინდრომი, ქოლესტატური სიყვითლე
• ქლოაზმა
• მწვავე ან ქრონიკულმა ღვიძლის უკმარისბამ შეიძლება გამოიწვიოს კპკ-ს მიღების შეწყვეტა ღვიძლის ფუნქციის ნორმალიზაციამდე.
ძუძუს დიაგნოზის დასმის სიხშირე ოდნავ უფრო მაღალია კპკ-ების მომხმარებლებში. იმის გამო, რომ ძუძუს კიბო იშვიათად დიაგნოსტირდება 40 წლამდე ასაკის ქალებში, ამ დიაგნოზების გადაჭარბებული რაოდენობა ქალებში, რომლებიც იღებენ ან იღებდნენ კპკ-ებს, უმნიშვნელოა ძუძუს კიბოს განვითარების საერთო რისკთან შეადრებით. უფრო დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ქვეთავებში,,სიფრთხილით” და,,უკუჩვენებები”.
ქალებში, რომლებსაც აქვთ მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება და იღებენ ესტროგენებს, მათ შეიძლება გამოიწვიონ ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების გამწვავება.

ჭარბი დოზირება
სერიოზული არასასურველი ეფექტების შესახებ მონაცემები, რომლებიც ვითარდება დოზის გადაჭარბების შედეგად, ბავშვის მიერ მნიშვნელოვანი რადოენობის ტაბლეტების მიღების შეასხებ, აღერილი არ არის. სიმპტომები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბების შედეგეად არის: გულისრევა, ღებინება და ახალგაზრდა გოგონებში უმნიშვნელო სისხლდენა საშვილოსნოდან. მიუხედავად ამისა, თუ დოზის გადაჭარბება გარკვეულია 2-3 საათის შემდეგ და ის მნიშვენლოვანია, სასურველია მკურნალობის ზოემბის მიღება, მაგალითად კუჭის ამორეცხვა, შეიძლება იყოს უსაფრთხო მეთოდი.
ანტიდოტი არ არსებობს და მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ურთუიერთქმედებამ კპკ-ებს და სხვა სამკურნალო პრეპარტებს შორის შეიძლება გამოიწვიოს კონტრაცეფციული საშუალებების ეფექტურობის გაუარესება ან/და შუალედური სისხლდენა ან/და კონტრაცეფციის მოცემული მეთოდის არაეფექტურობა.
ქალებში, რომლებიც იღებენ ნებისმიერ ამ პრეპარატს რეკომენდებულია დროებით კონტრაცეფციის ბარიერული ან სხვა მეთოდის გამოყენება კპკ-ებთან ერთად. ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი პრეპარატების მიღებისას, აუცილებელია ბარიერული მეთოდის გამოყეენბა მკურნალობის მთელი კურსის და მისი დასრულებიდან 28 დღის განმავლობაში.
ქალებში, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს (რიფამპიცინის და გრიზეოფულვინის ჩათვლით), რეკომენდებულია ბარიერული მეთოდის გამოყენება ანტიბიოტიკებით მკურნალობის და დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში.
თუ თანმხლები მედიკამენტური თერაპია გრძელდება კპკ-ის შეფუთვიდან ტაბლეტების დასრულების შემდეგ, კპკ-ს შემდეგი შეფუთვის დაწყება უნდა მოხდეს ჩვეულებრივი შესვენების გარეშე.
ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი: იმ პრეპარატებთან ურთიერთქმედება რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის მიკროსომურ ფერმენტებს (მაგალითად ფენიტოინი, ბარბიტურატები, პრიმიდონი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ასევე შესაძლებელია ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი, გრიზეოფულვინი და მცენრაუელი ნედლეულით დამზადებული სამკურნალო პრეპარტები უმთავრესად კრაზანის  ფუძეზე (Hypericum perforatum) იწვევენ სასქესო ჰორმონების მომატებულ კლირენსს.
გარდა ამისა, არსებობს მონაცემები, რომ აივ პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგალითად, რიტონავირი) და შექცევადი ტარნსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორები (მაგალითად, ნევირაპინი), აგრეთვე მათი კომბინაცია პოტენციურად მაღლა სწევს ღვიძლის მეტაბოლიზმს.
ნაწლავი-ღვიძლის ცირკულაცია: ზოგიერთი კლინიკური ანგარიში შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ესტროგენების ნაწლავი-ღვიძლისმიერი ცირკულაცია შეიძლება გაიზარდოს განსაზღვრული ანტიბიოტიკების დანიშვნისას (მაგალითად, პენიცილინები, ტეტრაციკლინები) თანმხლები სამკურნალო საშუალებების სახით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შრატში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის შემცირება.
ტროლეანდომიცინმა შეიძლება გაზარდოს ღვძილშიდა ქოლესტაზის განვითარების რისკი კპკ-თან ერთად დანიშვნისას.
მოქმდების მექინიზმი სავარაუდოდ დაფუძნებულია მოცემული აქტიური ნივთიერებების თვისებებზე მოახდინოს ღვიძლის ფერმენტების ინდუცირება. მაქსიმალური ფერმენტული მოქმდება როგორც წესი არ აღინიშნება მკურნლობის დაწყებიდან 2-3 კვირაზე ადრე, თუმცა შემდეგ შეიძლება შენარჩუნდეს, სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, არსებობს მონაცემები კონტრაცეფციის მეთოდების არაეფქტურობის შესახებ, ისეთი ანტიბიოტიკების იმავდროულად დანიშვნისას, როგორიც არის ამპიცილინი და ტეტრაციკლინი, თუმცა მოქმედების მექანიზმი გარკვეული არ არის.
ფერმენტების მაინდუცირებელი რომელიმე აქტიური ნივთიერების ხანმოკლე გამოყენებისას, რეკომენდირებულია ბარიერული მეთოდის გამოყენება თანმხლები აქტიური ნივთიერების მიღების დწყების დროიდან, მკურნალობის კურსისას და მისი დასრულებიდან 4 კვირის განმავლობაში. ქალებმა, რომლებიც გადიან ასეთი ანტიბიოტიკების ხანმოკლე მკურნალობის კურსს, უნდა გამოიყენონ ბარიერული მეთოდი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, ანუ თანმხლები აქტიური ნივთიერების მიღების პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში. თუ მოცემული დამატებითი ღინისძიებები არ მთავრდება ტრი-რეგოლის შეფუთვის დასრულების შემდეგ, შემდეგი შეფუთვის დაწყება უნდა მოხდეს შეუსვენებლივ. ამ შემთხვევაში, არ არის მოსალოდნელი მოხსნის სისხლდენა მეორე შეფუთვის დაწყებამდე.. თუ პაციენტს არ გამოუვლინდა მოხსნის სისხლდენა მეორე შეფუთვის დასრულებისას, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია ორსულობის გამოსარიცხად.
მოცემული სამკურნალო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას, რეკომენდირებულია კონტრაცეფციის სხვა მეთოდების გამოყენება.
არ არის რეკომენდებული კრაზანას ფუძეზე  (Hypericum perforatum) დამზადებული მცენარეული ნედლეულის სამკურნალო საშუალებების დანიშვნა მოცემულ პრეპარატებთან ერთდ, ვინაიდან ეს იწვევს ტრი-რეგოლის ტაბლეტების კონრაცეფციული ეფექტის შემცირებას. Aარსებობს მონაცემები წყვეტილი სისხლდენის ან დაუგეგმავი ორსულობის შესახებ. მოცემული ფაქტი დასაბუთებულია იმ ფერმენტების ინდუცირებით, რომლებიც ახდენენ პრეპარარტის მეტაბოლიზმს Hypericum perforatum საშუალებით. მაინდუცირებელი ეფეექტი ნარჩუნდება, ჩვეულბრივი კრაზანით მკურნაობის შეწყვეტიდან სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში.
პერორალური კონტრაცეპტივები შეიძლება ჩაერთოს განსაზღვრული ჯგუფის სამკურნალო საშუალებების მეტაბოლზიმში. არსებობს ინფორმაცია პლაზმაში ციკლოსპორინის აწეული კონცენტრაციის შესახებ კპკ-ს იმავდროუალდ დანიშვნისას. კპკ-ს აქვს უნარი მოახდინოს ლამოტრიჯინის მეტაბოლზიმის ინდუცირება, რაც იწვევს პლაზმაში ლამოტრიჯინის სუბთერაპიულ კონცენტრაციებს.
ლაბორატორიული კვლევები
სტეროიდული კონტრაცეპტივების გამოყენებამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს განსაზღვრული ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე, მათ შორის ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის და თირმკმელების ფუნქციის მაჩვენებლებზე; პლაზმაში ცილების დონეზე (მტარებლები) მაგალითად კორტიკოსტეროიდ-დამაკავშირებელ გლობულინი და ლიპიდური/ლიპოპროტეინული ფრაქციები, ნახშირწყლოვანი ცვლის მაჩვენებლები და სისხლის შედედების და ფიბრინოლიზის მაჩვენებლები.
ცვლილებები როგორც წესი არ აჭარბებენ ნორმის ლაბორატორიულ საზღვრებს.
შენიშვნა: აუცილებელია ექიმის კონსულტაცია თანმხლები სამკურნალო საშუალებების მიღების დაწყებამდე პოტენციური ურთიერთქმედების გამოსავლენად.
პრეპარატის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე
ეთინილესტრადიოლი/ლევონორგესტროლი არ ახდენს ზეგავლენას ან ახდენს უმნიშვნელო ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.

შენახვის პირობები:  ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა:  2 წელი
არ შეიძლება გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #21 და 3 X 21

შეფუთვა
პირველადი შეფუთვა: გარსიტ დაფარული 21 ტაბლეტი (6 ტაბლეტი ტრი-რეგოლი I. + 5 ტაბლეტი ტრი-რეგოლი II. +10 ტაბლეტი ტრი-რეგოლი III), თითოეულ ბლისტერში.
მეორადი შეფუთვა: 1 ან 3 ბლისტერი მუყაოს შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქცაისთან ერთად.

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი

გაფრთხილება