ჰეპათრომბინი

  ჰეპათრომბინი

ჰეპათრომბინის ზოგადი ინფორმაცია

ჰეპათრომბინი. Hepatrombin. ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევების დროს გამოსაყენებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება გარეგანი გამოყენებისთვის. აქტიური ნივთიერება – comb. drug. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – C05 BA53. მწარმოებელი ფირმა – ჰეროფარმი, ა.დ (სერბეთი).

ჰეპათრომბინის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ჰეპათრომბინი. Hepatrombin გამოდის 40გ მალამოს და  40გ გელის ფორმით. 100გ მალამო შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს – ნატრიუმის ჰეპარინს -30 000 ME, ალანტოინს 0,30გ, დექსპანტენოლს 0,40გ; დამხმარე ნივთიერებებია – ბრონოპოლი, კარბომერი, მიკროკრისტალური ცვილი, ტრისალკილმაკროგოლის ფოსფატი, ლევომენთოლი, თხევადი პარაფინი, პურცელინოლი, ცხიმოვანი მჟავების გლიცერიდები, დინატრიუმის ედეტატი, ტროლამინი, ვაზელინი, გამოხდილი წყალი.100გ გელი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს – ჰეპარინ ნატრიუმს-30 000 ME, ალანტოინს 0,250გ, დექსპანთენოლს 0,250გ; დამხმარე ნივთიერებებია – კარბომერი, ლევომენთოლი, დინატრიუმის ედეტატი, ტროლამინი, მთის ფიჭვის ზეთი, ჩვეულებრივი ფიჭვის ზეთი, ლიმონის ზეთი, სორბიტოლი, იზოპროპანოლი, სოფტიგენი 767 (მაკროგოლ-6-გლიცერილკაპრილოკაპრატი), პოლისორბატი, გამოხდილი წყალი.აღწერა: თეთრი, ერთგვაროვანი მალამო დამახასიათეებლი სუნით.უფერო, გაჭვირვალე გელი დამახასიათებელი სუნით.

ჰეპათრომბინის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ჰეპათრომბინის ფასები ფარმადეპოში
ჰეპათრომბინის ფასები ავერსში
ჰეპათრომბინის ფასები psp-ში
ჰეპათრომბინის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ჰეპათრომბინი,იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ჰეპათრომბინის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ჰეპათრომბინის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • თრომბოზი
  • თრომბოფლებიტი
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება
  • წყლულები ტროფიკული, წვივის
  • ტრავმები სპორტული
  • ტენდოვაგინიტი
  • ანთებითი ინფილტრატები

ჰეპათრომბინის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის. ჰეპარინი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, აქვს შეშუპებისსაწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას.
ალანტოინი ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, ასტიმულირებს ცვლით პროცესებს ქსოვილებში და ხელს უწყობს უჯრედების პროლიფერაციას.
დექსპანთენოლი აუმჯობესებს ჰეპარინის შეწოვას, ასტიმულირებს ქსოვილების ეპითელიზაციას და გრანულაციას.

ჩვენებები
თრომბოზი, თრომბოფლებიტი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება; წვივის ტროფიკული წყლულები (მალამოსთვის); სპორტული ტრავმები, ტენდოვაგინიტი, ანთებითი ინფილტრატები.
მიღების წესები და დოზები
გარეგანად, ასაკისგან დამოუკიდებლად. დაზიანებულ უბნებზე 1-3ჯერ დღეში იდება მალამოს ფენა 5 სმ სიგრძით, არ იშორებენ. ვენების დაავადებების მკურნალობისას პრეპარატი გამოიყენება მალამოიანი საფენების სახით. ტროფიკული წყლულებისას მალამო იდება რგოლის სახით დაახლოებით 4 სმ სიგანის.
გელი იდება თხელ ფენად, იშორებენ მსუბუქი მასაჟისებრი მოძრაობებით ზემოდან-ქვემოთ (თრომბოზებისას და თრომბოფლებიტებისას მასაჟი საჭირო არ არის).
ქვედა კიდურების ვენების დაავადებებისას მალამო იდება მსუბუქი გამწმენდი მოძრაობებით ქვემოდან ზემოთ, ერთჯერადი დოზის მოცილება რეკომენდებულია არა სრულად, არამედ ცალკეული ულუფებით.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები (კანის გამონაყარი, კანის ჰიპერემია, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება).
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა (გელისთვის), კანის საფარის ინფიცირებული დაზიანებები.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისას და ძუძუთი კვებისას პრეპარატი უნდა მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ ქალისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის ან ძუძუთა ბავშვისთვის შესაძლო რისკს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15-25oC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 3 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.