ჰეპათრომბინ H

  ჰეპათრომბინ H

ჰეპათრომბინ H–ის ზოგადი ინფორმაცია

ჰეპათრომბინ H. Hepatrombin H. ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევების დროს გამოსაყენებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება გარეგანი გამოყენებისთვის. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – C05BA03. მწარმოებელი ფირმა – ჰემოფარმი, ა.დ (სერბეთი).

ჰეპათრომბინ H–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ჰეპათრომბინ H. Hepatrombin H გამოდის 20გ მალამოს და რექტალური სუპოზიტორიის ფორმით. 1 გ მალამო შეიცავს: ჰეპარინი ნატრიუმის -65მე, პრედნიზოლონის აცეტატს-2,233მგ, პოლიდოკანოლს-30მგ. დამხმარე ნივთიერებებია: მყარი პარაფინი, წებოვანი პარაფინი, უწყლო ლანოლინი, სილიციუმის დიოქსიდი. 1 სანთელი შეიცავს: ჰეპარინ ნატრიუმს -120 მე, პრედნიზოლონის აცეტატს-1,675მგ, პოლიდოკანოლს-30მგ. დამხმარე ნივთიერებები: მაგლიოლი 812, სილიციუმის დიოქსიდი, ნოვატ B, გლიცერინის ტრისტეარატი. აღწერა: მალამო: მოყვითალო-თეთრი ნახევრად გამჭვირვალე, ჟელესმაგვარი მალამო დამახასიათებელი სუნით. სანთელი: თეთრი, ჩხირის ფორმის; განატეხზე თეთრი ფერის ჰომოგენური სანთელი.

ჰეპათრომბინ H–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ჰეპათრომბინ H–ის ფასები ფარმადეპოში
ჰეპათრომბინ H–ის ფასები ავერსში
ჰეპათრომბინ H–ის ფასები psp-ში
ჰეპათრომბინ H–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ჰეპათრომბინ H,იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ჰეპათრომბინ H–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ჰეპათრომბინ H–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ბუასილი, გარეგანი და შიგნითა
  • თრომბოფლებიტი უკანა ტანის ვენების
  • ფისტულები ანუსის მიდამოში
  • ეგზემა ანუსის მიდამოში
  • ქავილი ანუსის მიდამოში

ჰეპათრომბინ H–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი. ჰეპარინი-პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი, გარეგანი გამოყენებისას ახდენს ადგილობრივ ანტითრომბოზულ, ანტიექსუდაციურ და ზომიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედბეას; ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაციას; ხელს უშლის სისხლის შედედებას ჰემოროიდალურ კვანძებში. პრედნიზოლონი-გლუკოკორტიკოიდი, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედბას, ამცირებს ანთებას და თანმხლებ სუბიექტურ მოვლენებს (ქავილი, წვა, ტკივილი) ანორექტალურ მიდამოში. პოლიდოკანოლი ახდენს ადგილობრივ მაანესთეზირებელ მოქმედებას და უზრუნველყოფს ჰემოროიდალური კვანძების სკლეროზირებას.

ჩვენებები

გარეგანი და შიგნითა ბუასილი.

უკანა ტანის ვენების თრომბოფლებიტი.

ანუსის მიდამოში ფისტულები, ეკზემა და ქავილი.

მიღების წესები და დოზები

გარეგანად, დაზიანებულ უბნებზე მალამო იდება თხელი ფენით 2-4ჯერ დღეში; ტკივილის შეგრძნებების გაქრობის შემდეგ-ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში.

რექტალურად, სანთლები შეჰყავთ 1-2ჯერ დღეში სწორი ნაწლავის ღრუში, დეფეკაციის შემდეგ. მალამოს შეყვანისთვის გამოიყენება ჩასახრახნი ბოლო, რომელიც შეყავთ სწორი ნაწლავის ღრუში და ტუბზე მსუბუქი დაჭერით გამოიყოფა მცირე რაოდენობით მალამო.

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები, კანის ჰიპერემია. ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან დიდ ზედაპირზე დადებისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა, კანის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი დაზიანებები, ტუბერკულოზი, ათაშანგი; კანის სიმსივნეები, ორსულობა (I ტრიმესტრი), ვაქცინის შეყვანაზე რეაქციები; მიდრეკილება სისხლდენებისადმი.

განსაკუთრებული მითითებები

დაზიანებულ კანზე ან ლორწოვან გარსებზე დიდი რაოდენობის წასმისას აღინიშნება რეგენერაციის პროცესების შენელება.

შენახვის პირობები და ვადები

3 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტის გარეშე.