ნუროფენი

ნუროფენი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): იბუპროფენი/IBUPROFEN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 6 და 12 ც.
1 ტაბ.
იბუპროფენი………..            200 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი, სტეარინის მჟავა, შაქარი, კალციუმის სულფატი, ნატრიუმის კარბოქსიცელულოზა, აკაცია, თეთრი ოპალუქსი, ოპაგლოსი, არაბეთის გუმფისი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნუროფენს ახასიათებს ტკივილდამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ბლოკირების შედეგად პროსტალგანდინების სინთეზის დათრგუნვასთან, რომლებიც წარმოადგენენ ტკივილის, ანთების და ტემპერატურული რეაქციის მედიატორებს.

ჩვენებები:
თავის და კბილის ტკივლი;
შაკიკი;
დისმენორეა;
ნევრალგია;
ხერხემლის არეში ტკივილი;
კუნთების და რევმატიული ტკივილი; აგრეთვე
ცხელება გრიპის და გაცივების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებს და 12 წლის ასაკის ბავშვებს და მის ზევით
ენიშნებათ 200 მგ ნუროფენი 3-4-ჯერ დღეში. ტაბლეტების გადაყლაპვა ხდება საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
სწრაფი თერაპიული ეფექტის მისაღწევად შესაძლებელია პრეპარატის საწყისი დოზის გაზრდა 400 მგ-მდე (2 ტაბ.) 3-ჯერ დღეში.
ნუროფენის 6 ტაბ-ზე მეტის მიღება 24 სთ-ის განმავლობაში ნებადართული არ არის. პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1200 მგ-ს.
იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის მიღების დროს 2-3 დღის განმავლობაში სიმპტომები შენარჩუნებულია და მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით, თავის ტკივილით ან სხვა მოვლენებით, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ:
გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ანორექსია, დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა; შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება იშვიათად სისხლდენით;
ცნსის მხრივ:
თავის ტკივილი, თავბრსუხვევა, უძილობა, აგზნება;
ალერგიული რეაქციები:
კანის ალერგიული რეაქციები, კვინკეს შეშუპება;
სასუნთქი სისტემის მხრივ:
ბრონქოსპასტიური სინდრომი;
მხედველობის მხრივ:
მხედველობის დარღვევა (ფერადი მხედველობის დარღვევა, სკოტომა, ამბლიოპია).
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

უკუჩვენებები:
* საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება გამწვავების სტადიაში;
* მომატებული მგრძნობელობა ნუროფენის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ;
* აცეტილსალიცილის მჟავას (სალიცილატები), ან სხვა არასტეროიდულიანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებით გამოწვეული ბრონქული ასთმა, რუტიკარია, რინიტი;
* თვალის ნერვის დაავადებები;
* ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის ძლიერი დარღვევები;
* 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია:
ნუროფენის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:
* ნუროფენი სიფრთხილით ენიშნებათ კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით გასტრიტით, ენტერიტით, კოლიტით შეპყრობილ პაციენტებს ანამნეზში. აგრეთვე,
* კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების,;
* ღვიძლისა და/ან თირკმელების დაავადებების;
* გულის ქრონიკული უკმარისობის;
* უცნობი ეტიოლოგიის სისხლის დაავადებების;
* ბრონქული ასთმის;
* ურტიკარიის;
* რინიტის, ცხვირის ლორწოლვანის პოლიპების დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ნუროფენის კომბინაცია აცეტილსალიცილის მჟავასთან და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, ანტიკოაგულანტებთან, ლითიუმის პრეპარატებთან, ანტიჰიპერტენზულ პრეპარატებთან, დიგოქსინთან, ფენიტოინთან, დიურეზულ საშუალებებთან, ანტიდიაბეტურ და ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ საშუალებებთან რეკომენდებული არ არის.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: BOOTS HEALTH CARE INTERNATIONAL, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება