სტრეპსილს პლუსი

  სტრეპსილს პლუსი

სტრეპსილს პლუსის ზოგადი ინფორმაცია

სტრეპსილს პლუსი. Strepsils Plus. სამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის. აქტიური ნივთიერებები – ამილმეტაკრეზოლი + დიქლორბენზილის სპირტი + ლიდოკაინი. Amylmetacresol + Sp. Dichlorbenzin+ Lidocain. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – R02AA20. მწარმოებელი ფირმა – რეკიტ ბენზიკერ ჰელსკერ ინტერნეშნლ ლტდ (დიდი ბრიტანეთი).

სტრეპსილს პლუსის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

სტრეპსილს პლუსი. Strepsils Plus გამოდის საწუწნი ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ამილმეტაკრეზოლს – 0,6 მგ, 2,4 – დიქლორბენზილის სპირტს – 1,2 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს – 10მგ. დამხმარე ნივთიერება: ტარტარის მჟავა, ნატრიუმის საქარინატი, ლევომენთოლი, ბაღის პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, ყვითელი ქინოლინი, ინდიგოკარმინი, საქაროზა, გლუკოზა. აღწერილობა: ღია ფერის მომწვანო-მოლურჯო ბრტყელცილინდრული ტაბლეტები მენთოლის სუნით.

სტრეპსილს პლუსის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

სტრეპსილს პლუსის ფასები ფარმადეპოში
სტრეპსილს პლუსის ფასები ავერსში
სტრეპსილს პლუსის ფასები psp-ში
სტრეპსილს პლუსის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც სტრეპსილს პლუსი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია სტრეპსილს პლუსის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

სტრეპსილს პლუსის აქტიური ნივთიერებები

ამილმეტაკრეზოლი + დიქლორბენზილის სპირტი + ლიდოკაინი. Amylmetacresol + Sp. Dichlorbenzin+ Lidocain. ამილმეტაკრეზოლს + დიქლორბენზილის სპირტს + ლიდოკაინს მიაკუთვნებენ ანტისეპტიკების და დეზინფექციის საშუალებების ჯგუფს.

სტრეპსილს პლუსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ტკივილი ყელის, ძლიერი
  • პირის ღრუს დაავადებები, ინფექციურ – ანთებითი
  • ხახის დაავადებები, ინფექციურ – ანთებითი

სტრეპსილს პლუსის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ახდენს ანტისეპტიკურ მოქმედებას, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ in vitro, გააჩნია ანტიმიკოზური ზემოქმედება. აგრეთვე ახდენს ადგილობრივად მაანესთიზირებელ და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას.
ჩვენებები
სიმპტომატური მკურნალობა, ყელის ძლიერი ტკივილის, პირის ღრუსა და ხახის ინფექციურ – ანთებითი დაავადებების დროს.
მიღების წესები და დოზები
ადგილობრივად მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში – მიიღება ყოველ 2-3 საათში 1 ტაბლეტი. 24 საათის განმავლობაში 8 ტაბლეტზე მეტი არ მიიღება.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
– საბავშვო ასაკი (12 წლამდე).
განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია. არ შეიძლება გამოყენება პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.
ჭარბი დოზირება
ნაკლებად შესაძლებელია. შესაძლო ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილების ძლიერი ანესთეზია. მკურნალობა სიმპტომატური.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან გამოვლენილი არ არის.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.