აცც ლონგი

აცც ლონგი

აცც ლონგის ზოგადი ინფორმაცია

აცც ლონგი. ACC Long. მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – აცეტილცისტეინი. Acetylcysteine. მწარმოებელი ფირმა – OTC – Sandoz (გერმანია).


აცც ლონგი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


აცც ლონგის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

აცც ლონგი. ACC Long გამოდის 600მგ ტაბლეტის ფორმით.1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს: მოქმედი ნივთიერებას: აცეტილცისტეინის 600 მილიგრამს. დამხმარე ნივთიერებები:ლიმონის მჟავა უწყლო (1385,0 მგ), ნატრიუმის ჰილროკარბონატი (613,4 მგ), ნატრიუმის კარბონატი უწყლო (320,0 მგ), მანიტოლი (150,0 მგ), ლაქტოზა უწ-ყლო (150,0 მგ), ასკორბინის მყავა (75,0 მგ), ნატრიუმის ციკლამატი (30,0 მგ) ნატრიუმის საქარინატი 2H2O (5,0 მგ), ნატრიუმის ციტრატი 2H2O (1,6 მგ), მაყვლის არომატიზატორი “B” (40,0 მგ).აღწერა:თეთრი, მგრვალი ტაბლეტი გლუვი ზედაპირით, მაყვლის სუნით.

აცც ლონგის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც აცც ლონგი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია აცც ლონგის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

აცც ლონგის ფასები ფარმადეპოში
აცც ლონგის  ფასები ავერსში
აცც ლონგის  ფასები psp-ში
აცც ლონგის ფასები სხვა აფთიაქებში

აცც ლონგის აქტიური ნივთიერება

აცეტილცისტეინი. Acetylcysteine. ქიმიური დასახელება –  N-აცეტილ-L-ცისტეინ (და ნატრიუმის მარილის სახით). ბრუტო–ფორმულა: C5H9NO3S. აცეტილცისტეინს მიაკუთვნებენ სეკრეტოლიტიკების და სასუნთქი გზების მოტორული ფუნქციის სტიმულატორების და  დეტოქსიკაციის საშუალებების (ანტიდოტების ჩათვლით) ჯგუფს. CAS-კოდი: 616-91-1.

აცც ლონგის სინონიმები

ასისტი 4% სიროფი (ASIST 4%, Bilim, თურქეთი), ასისტი კაფსულები (ASIST CAPSULES, Bilim, თურქეთი),  აცეტილცისტეინი (Acetylcysteine, Your Pharmacy, საქართველო),აცც  100 (ACC 100, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., გერმანია), აცც  200 (ACC  200, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., გერმანია), აცც  ცხელი დასალევი (ACC Hot drink, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., გერმანია), რინოფლუიმუცილი (RINOFLUIMUCIL, PSP, იტალია), ფლუიმუცილი (FLUIMUCIL, PSP, შვეიცარია).

აცც ლონგის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ბრონქტიტი მწვავე
  • ბრონქიტი ქრონიკული
  • ბრონქიტი ობსტრუქციული
  • პნევმონია
  • ბრონქოექტაზა
  • ბრონქული ასთმა
  • ბრონქოლიტები
  • მუკოვისციდოზი
  • სინუსიტი მწვავე
  • სინუსიტი ქრონიკული
  • შუა ყურის ანთება (ოტიტი)

აცც ლონგის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოკინეტიკა
აცეტილცისტეინის სტრუქტურაში სულფჰიდრილური ჯგუფების არსებობა ხელს უწყობს ნახველის მჟავე მუკოპოლისაქარიდების დისულფიდური კავშირების გაწყვეტას, რაც იწვევს ლორწოს სიბლანტის შემცირებას. პრეპარატი აქტიურობას ინარჩუნებს ჩირქოვანი ნახველის შემთხვევაშიც.
აცეტილცისტეინის პროფილაქტიკური გამოყენებისას ქრონიკული ბრონქიტისა და მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტთა შორის აღინიშნება გამწვავების სიხშირისა და სიმძიმის შემცირება.
ჩვენებები
სუნთქვის ორგანოთა დაავადება, რომელსაც ახლავს ბლანტი, ძნელად გამო-ყოფადი ნახველის წარმოქმნა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზა, ბრონქიალური ასტმა, ბრონქოლიტები, მუკოვისციდოზი.
მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, შუა ყურის ანთება (ოტიტი).
მიღების წესები და დოზები
თუ ექიმის მიერ სხვა დანიშნული არ არის, რეკომენდებულია შემდეგი დო-ზები:
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი მოზარდები: 1 შუშხუნა ტაბლეტი აცც® ლონგი დღეში ერთხელ (აცეტილცისტეინის 600 მგ დღეში).
გახსენით შუშხუნა ტაბლეტი ერთ ჭიქა წყალში და მიიღეთ ჭამის შემდეგ. აუცილებელია პრეპარატის მიღება ტაბლეტის გახსნისთანავე; განსაკუთრე-ბულ შემთხვევაში დასაშვებია გამზადებული ხსნარის შენახვა 2 საათის განმავლობაში.
მითითება:
სითხის დამატებითი მიღება აძლიერებს პრეპარატის მუკოლიტიკურ ეფექტს. უეცარი ხანმოკლე გაცივების შემთხვევაში პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა 5-7 დღეს შეადგენს. ხანგრძლივი დაავადების შემთხვევაში თერაპიის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. ქრონიკული ბრონქიტის დროს საჭიროა პრეპარატის მიღება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში – ინფექციისაგან პროფილაქტიკური ეფექტის მისაღწევად.
მითითება შაქრის დიაბეტის მქონე ავადმყოფთათვის
1 შუშხუნა ტაბლეტი შეესაბამება 0.01 პურის ერთეულს.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად აღინიშნება თავის ტკივილი, პირს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი) და ხმაური ყურში. ძალიან იშვიათად – ფაღარათი, ღებინება, გულძმარვა და გულის რევა. ერთეულონ შემთხვევაში ადგილი ჰქონია ისეთ ალერგიულ რეაქციას, როგორიცაა სასუნთქი გზების სპაზმი (ბრონქოსპაზმი, უპირატესად ჰიპერაქტიული ბრონქიალური სისტემის მქონე პაციენტებთან ბრონქიალური ასტმის შემთხვევაში), არტერიული წნევის დაცემა, გულის შეკუმშვის სიხშირის მომატება (ტაქიკარდია), გამონაყარი კანზე, კავილი და ჭინჭრის გამონაყარი. გარდა ამისა, არსებობს ერთეულოვანი შეტყობინება სისხლდენის განვითარების შესახებ მომატებული მგძნობელობის რეაქციის არსებობის მიზეზით.
გვერდითი მოვლენის განვითარებისას შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება
აცეტილცისტეინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა, ლაქტაცია, 14 წლამდე ასაკი.
სიფრთხილით – კუჭის ან თოლმეტგოჯა ნაწლავის წყლული გამწვავების სტადიაში, სისხლხველება, ფილტვის სისხლდენა, საყლაპავი მილის ვენების ვარი-კოზული გაფართოება, ბრონქიალური ასტმა, თირკმელზედა ჯირკვალის და-ავავდებები, ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარობა.
ორსულობა და ლაქტაცია
საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო პრეპარატის დანიშვნა ორსულო-ბისა და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა დედის მო-სალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვისათვის შესაძლო ზიანის მიყენების რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
ბრონბიალური ასტმისა და ობსტრუქციული ბრონქიტის შემთხვევაში აცეტილცისტეინის დანიშვნა მოითხოვს სიფრთხილესა და ბრონქიალური გამავლობის სისტემატურ კონტროლს.
პრეპარატთან მუუშაობისას გამოიყენეთ მინის ჭურჭელი, გამორიცხეთ კონტაქტი ლითონთან, რეზინასთან, ჟანგბადთან, ადვილად ჟანგვად ნივთიერებებთან.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის მიღებისას აღინიშნება ისეთი მოვლენები, როგორიცაა ფაღარათი, ღებინება, მუცლის ტკივილი, გულძმარვა და გულის რევა. დღემდე მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აცეტილცისტეინისა და ხველის საწინააღმდეგო საშუალებათა ერთდროულ მიღებას ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო შეიძლება მოჰყვეს ნახველის დაგუბება. ამიტომ მსგავსი კომბინაციის შერჩევა სიფრთხილეს მოითხოვს.
აცეტილცისტეინისა და ნიტროგლიცერინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ უკანასკნელის სისხლძარღვთა გამათართოებელი ეფექტის გაძლიერება.
ფარმაცევტულად შეუთავსებელია ანტიბიოტიკებთან (პენიცილინებთან, ცეფალოსპორინებთან, ერიტრომიცინთან, ტეტრაციკლინთან, ამფოტერიცინ B-თან), აგრეთვე პროტეილიტიკურ ფერმენტებთან.
ლითონებთან, რეზინთან პრეპარატის კონტაქტისას წარმოიქმნება სულფიდები დამახასიათებელი სუნით.
ამცირებს პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ტეტრაციკლინის შეწოვების უნარს (მათი მიღება შეიძლება აცეტილცისტეინის მიღებიდან სულ მცირე 2 საათის შემდეგ).
შენახვის პირობები და ვადები
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, +30oC-მდე ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ტაბლექის ამოღების შემდეგ არ დატოვოთ ტუბა ღია მდგომარეობაში!
ვადა 3 წელი. არ გამოიყენოთ მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

Share this...Share on Facebook
Facebook